მარინა ცვეტაევა - ფსიქეა
ფსიქეა - მარინა ცვეტაევა მარინა ცვეტაევა ფსიქეა I არ ვარ თვითმარქვია. შინ შემოვიშვები. მსახურიც არა ვარ - რომ პური მომშივდეს. ვნება ვარ მე შენი, შაბათის ვარ შვება, მეშვიდე დღე შენი, ცა შენი - მეშვიდე. გროშებს მთავაზობდნენ მე დაბლა მიწანი. კისერზე დოლაბებს მკიდებდნენ - მქისეა. შენ, შეყვარებულო - როგორ ვერ მიცანი? მე - შენი მერცხალი - დავბრუნდი ფსიქეა! (1918 აპრილი) II აჰა, ალერსიანო ჩემო, ეს ძონძეული, ადრე იყო ნაზი და მიმზიდველი სხეული. უკვე დაგლეჯილი მაქვს, ჩემით შემოხეული. დამრჩენია ორი ფრთა - ცაში ფრენას ჩვეული. აქ ვარ. დიდებულებით მომრთე მე შენეულით. მიხსენი და ღვთიური მოწყალება გაიღე, საწყალი ნაფლეთები სხეულისა ეულის - ტაძრის საკუჭნაოში შესანახად წაიღე! (1918 მაისის 13) (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Психея 1 Не самозванка — я пришла домой, И не служанка — мне не надо хлеба. Я — страсть твоя, воскресный отдых твой, Твой день седьмой, твоё седьмое небо. Там на земле мне подавали грош И жерновов навешали на шею. — Возлюбленный! — Ужель не узнаешь? Я ласточка твоя — Психея! Апрель 1918 2 На́ тебе, ласковый мой, лохмотья, Бывшие некогда нежной плотью. Всю истрепала, изорвала, — Только осталось что два крыла. Одень меня в своё великолепье, Помилуй и спаси. А бедные истлевшие отрепья Ты в ризницу снеси.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი