მარინა ცვეტაევა - ფსიქეა (ნამდვილი, შესავალი წერილით)


#თარგმანები

მთარგმნელისაგან: ამ შედევრს მარინა ცვეტაევასი, მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლექსს წლებია ვუტრიალებ. ქართულად  - არა მგონია, ვინმეს ნათარგმნი ჰქონდეს, რადგან,  ასე ვთქვათ, უთარგმნელ ლექსთა რიგს მიეკუთვნება.
რუსულ ენაზე.  ამ თავისუფალი, ორნაწილიანი ლექსის არაერთი წარმატებული ინტერპრეტაციული ანალიზია შემოთავაზებული. 
ცხადია, რამდენადაც შემეძლო, ყველას გავეცანი. 
    თავად მარინა ცვეტაევას   ეს ლექსი იმდენად მნიშვნელოვნაც მიაჩნდა, რომ 1923 წელს გერმანიაში გამოცემულ მთლიან კრებულს უწოდა მისი სახელი.
      ლექსს შექმნის თარიღად,  მარინას მიერვე, 1920 წლის მარტის დასაწყისი აწერია  ნაწილი მკვლევარებისა -   1918 წელს  მიიჩნევს, ნაწილის აზრით -  უფრო ადრინდელი უნდა იყოს,  სადღაც, 1911 წლის მიდამოებში. 
    ხელნაწერ წყაროებს  მე საიდან ვნახავდი და ინტუიტურად -  მკვლევართა პირველი  ვერსია, (ანუ 1918) უფრო სარწმუნო მგონია.
   ფსიქეა- ბერძნული მითოლოგიის ის პერსონაჟია, რომელთანაც მარინა თავს აიგივებდა.  აფროდიტე და ოფელია -ასევე ხშირია)
   ლექსში ალუზიურად შემოდის ვენერა - აფროდიტეს  მითი. კერძოდ,  დასაწყისში ჩიბუხი, რომელსაც პუშკინი ეწევა,  ზღვის ქაფისაგანაა გამოთლილი, ზღვის ქაფიდან კი მოგეხსენებათ, სწორედ აფროდიტე იშვა.
 ანუ ეს შეხვედრა არაა შემთხვევითი, ფატალურად პირობადებულია. 
    მე ვიზიარებ იმათ მოსაზრებას, ვინც მიიჩნევს რომ ეს ამურული ეპიზოდი პუშკინთან ბალიდან გამოპარული ნატალია გონჩაროვას ამბავს გადმოგვცემს. ასეც რომ იყოს,  აქ ხდება პოეტური სუბსტიტუცია და გონჩაროვას  - ფსიქეადა და ვენერა- აფროდიტედ წარმოდგენილი მარინას ლირიკული სუბიექტი ენაცვლება.
არ დამავიწყდეს თქმა, თუ რისი სიმბოლოა “ღამის პეპელა”
   ახლა ამ სინტაგმას იშვიათად შეხვდებით, მაგრამ ადრე ასე იწოდებოდნენ კარგი წრის,  პატიოსნად მიჩნეული ქალები,  ღამის ცხოვრებით რომ ცხოვრობდნენ,  ჩუმად მეძავობდნენ.   არ დაგვავიწყდეს, რომ ლექსში სწორედ შუაღამეა.  დროითი პარამეტრი დასაწყისიდანვე მონიშნულია.
    ცნობილია, რომ პუშკინი პეტრე დიდის ,, არაპის” - არაბის შთამომავალი იყო და ეს მის არატიპობრივ, არარუსულ  გარეგნობასაც მკვეთრად ემჩნეოდა.  ამდენად,  აღმოსავლური  პერსონაჟები და ანტურაჟი - ლექსის ბოლოსკენ ამას მიანიშნებს. 
    მე სადაც ფერია  დავწერე, იქ  მარინას მისი არაბული ადეკვატის  აღმნიშვნელი სიტყვა უწერია.  ჩემი ფიქრით, მისი ხსენება ემსახურება ეგზოტიკური, აღმოსავლური ფინალის შემოტანას და ბოლოს არაბით დამთავრებას ლექსისა. ესეც არ იყოს,  მჯერა, რომ ინდოევროპულ ენებში გავრცელებული სიტყვა ფერია -  ეტიმოლოგიურად “პერის” უკავშირდება  იქნებ რაიმე საერთო ძირიდან წამოსული   ფორმის ფონეტიკური სახესხვაობაა.
   რა ხდება ლექსში?
    ბალიდან გამოპარული ქალი ორჯერ(!) მიდის  კაცთან,  პირველად - უნდა დაგემშვიდობოო და მეორედ - დარჩენილი დიდი ბუმბულის  მარაოს წასაღებად მოვედიო. (მომიზეზება?)
   შეხვედრა  ლექსის პირველ, ვრცელ ნაწილში ეროტიკიდან -  სექსში გადადის, ოღონდ  ეს ყველაფერში  გამოყენებულია   მარინასეული უთქმელობის მთელი არსენალი, მინიშნება -  ცარიელი,  უქაფო კაბა მტვრიან სარკეში.
(ქაფი - გვახსოვს - აფროდიტეს ატრიბუტია).
   ცვეტაევას ორთოდოქს მკითხველებს არ გაუკვირდებათ ამ ფაქიზ ნამუშევარში უეცრად მგლის გაჩენა.  მათ იციან,  რომ მგელსა და მის ხახას იგი სხვაგანაც არაერთგზის იყენებს,  როგორც პარტნიორი მამაკაცის მასკულინური ვიტალიზმის სიმბოლოს. ჩვენც  ხომ გვედო “მგლიანი” რაღაც ?
ვფიქრობ, მეორე ნაწილი -  მომხდარის რეპროდუცირებაა ცეკვისას.

მოკლედ, ისიამოვნეთ!
   

მარინა ცვეტაევა

 ფსიქეა

პუნში - შუაღამე. პუნში - და პუშკინი
პუნში და  ჩიბუხი ქაფისა
მწერელი. პუნში - და  ცეკვის  ფეხსაცმელი -   და ფეხქვეშ ჭრაჭუნი ქვედა იატაკის. 
 და  ვით  მოჩვენება, 
 თაღის  მორკალულში -  ჩიტად მოფრენილი 
პეპელა ღამისა - ფსიქეა!
ჩურჩული ,,იძინებთ?”
მოვედი - რომ  - ძილი ნებისა… მზერა  - ალმაცერი.
 იქნება მოითხოვს  იგი შეწყალებას - 
მყოფადი  კეთრისათვის,
ამაღამის გამო.  ყოველი  თითია
 დინება, თქვენს მხარს  რომ ეხება, 
კისერზე ნატიფზე   ყველა  მარგალიტი
 გადაკოცნილია.
და ფეხისწვერებზე - ისე,  ვით ფერია!
 იგი პირუეტით -  ლანდივით   გაიფრინდა.
პუნში - შუაღამე.
ისევ  შემოფრინდა  “აქ როგორ დამრჩაო
ბუმბულის მარაო”.
 მაგვიანდებიო.
მიწევს  პოლონეზის
პირველ მწკრივიო.
მერე მოსასხამი   ცალმხარზე  -  მორჩილად -  
პოეტის ხელკავი.
  ფსიქეას აცილებს  მორყეულ კიბეზე.
 პლედში  თათუნები თბილად შეუხვია, 
 ამბობს  ხახა მგლური  “ღმერთი შენკენ იყოს!”

ფსიქეა
 დროულად  მიუსწრებს საწყვილოს
 იმ მახინჯს, ჩაჩიანს    და ღელავს:
ვაი-თუ გადასდო ცეცხლი მის ხელთათმანს
არაბის  მგზნებარე კოცნისაგან. 

***
პუნში - შუაღამე. პუნში და ნაფერფლის
დაცემა   იქ სპარსულ
 ხალათზე  ყვითელზე -  კაბის საბალოსი 
 ქაფი  ცარიელი  სარკეში მტვრიანში..

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Marina цветаева

Психея

Пунш и полночь. Пунш — и Пушкин,
Пунш — и пенковая трубка
Пышущая. Пунш — и лепет
Бальных башмачков по хриплым
Половицам. И — как призрак —
В полукруге арки — птицей —
Бабочкой ночной — Психея!
Шёпот: «Вы ещё не спите?
Я — проститься…» Взор потуплен.
(Может быть, прощенья просит
За грядущие проказы
Этой ночи?) Каждый пальчик
Ручек, павших Вам на плечи,
Каждый перл на шейке плавной
По сто раз перецелован.
И на цыпочках — как пери! —
Пируэтом — привиденьем —
Выпорхнула.
‎Пунш — и полночь.
Вновь впорхнула: «Что за память!
Позабыла опахало!
Опоздаю… В первой паре
Полонеза…»
‎Плащ накинув
На одно плечо — покорно —
Под руку поэт — Психею
По трепещущим ступенькам
Провожает. Лапки в плед ей
Сам укутал, волчью полость
Сам запахивает… — «С Богом!»

‎А Психея,
К спутнице припав — слепому
Пугалу в чепце — трепещет:
Не прожёг ли ей перчатку
Пылкий поцелуй арапа…
*  *  *

Пунш и полночь. Пунш и пепла
Ниспаденье на персидский
Палевый халат — и платья
Бального пустая пена
В пыльном зеркале…

Начало марта 1920

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი