ალექსანდრ პუშკინი - საქართველოს მთა-გორებზე


#თარგმანები
ქართველი მკითხველისთვის ეს მართლაც გამორჩეული ლექსია. დარწმუნებული ვარ, მისი უამრავი საუკეთესო თარგმანი არსებობს დღემდე . შემხვდა და გულგრილად ვერ ჩავუარე.

პუშკინი

საქართველოს მთა-გორებზე

 საქართველოს  მთა-გორებზე  ღამეული  ნისლი წვება.
წინ  - არაგვი  მიხმაურობს მშვენი.
მე მწუხარეს და თან  მსუბუქს სევდის შუქი მეძალება.
სევდა ჩემი ავსებულა შენით.

 შენით  მხოლოდ, მხოლოდ შენით…ჩემს მოწყენას შუქი ადგას.
სხვა არ სტანჯავს, არ  აღელვებს ცალი.
გული იწვის  და კვლავ უყვარს- ასე - რადგან,
არ უყვარდეს,  მას არ შესწევს ძალი.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Александр Сергеевич Пушкин - На холмах Грузии...

На холмах Грузии лежит ночная мгла;
  Шумит Арагва предо мною.
Мне грустно и легко; печаль моя светла;
  Печаль моя полна тобою,

Тобой, одной тобой... Унынья моего
  Ничто не мучит, не тревожит,
И сердце вновь горит и любит - оттого,
  Что не любить оно не может.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი