ოსიპ მანდელშტამი - სახებას შენსას
ოსიპ მანდელშტამი სახებას შენსას სახებას შენსას, მტანჯველს და მერყევს მე უკუნეთში ვერ შევიგრძნობდი. “ღმერთო!”- წამომცდა, შეცდომას შევყევ, თქმას ამ სიტყვისას ვფიქრობდი როდი. უფლის სახელი, ვით დიდი ჩიტი, გამომიფრინდა, მკერდს შეელია! წინ - ჯანღი არის ვერ ასარიდი, უკან - გალია ცარიელია. 1912 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Осип Мандельштам Образ твой *** Образ твой, мучительный и зыбкий, Я не мог в тумане осязать. «Господи!» — сказал я по ошибке, Сам того не думая сказать. Божье имя, как большая птица, Вылетело из моей груди! Впереди густой туман клубится, И пустая клетка позади... Апрель 1912
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი