ანა ახმატოვა - არ გეღირსოს


#თარგმანები

მთარგმნელისაგან: ხალხური  პოეზიით, მეტადრე მისი მისტიკური ნაწილის  ლექსიკით, ფრაზეოლოგიით,   რიტმიკით, წყევლის, შელოცვის, მკითხაობის და ა.შ  ფორმულებითა და სტილით გატაცება გასული საუკუნის რუსულ  ინდივიდუალურ პოეზიაში რაიმე   მიმდინარეობისადმი მიკუთვნებულობის  მიუხედავად,  მრავალ გამოჩენილსა  თუ ნაკლებგამოჩენილ  პოეტს ახასიათებდა. 
   სულ ორიოდე დღის წინ გვედო მარინა ცვეტაევას   ამ მხრივ საყურადღებო ნიმუშებიც.   
  შეიძლება იმის გამო, რომ ვიცი,  ეს ლექსი მატარებელში დაიწერა, მეჩვენება რომ რიტმში  რკინის ბორბლების  ხმაცაა.  მგონი ვხვდები რატომაც !
1921 წელს  25 აგვისტოს მისი ქმარყოფილი,  (რომელთანაც 7 წლის გაშორებულია, (1918) თუმცა ემეგობრება, საერთო ერთადერთი შვილი ჰყავთ, ლევი), ნიკალაი გუმილიოვი  დახვრიტეს. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს,  აქ ის იგულისხმებაო.  თუმცა მე  ეს - არ მჯერა.    თუნდაც წყევლის ფორმულებისა და   თოვლის გამო. სად -  ცხელი აგვისტო და სად - თოვლში დაცემა, მაგრამ მატარებლის ხსენება მაინც მაგონებს ლეგენდას გალაკტიონის ლექსის ,,უკანასკნელი მატარებელის” შესახებ, ოლიაც ხომ დახვრიტეს…. მოკლედ,  ასოციაციური ბმები მჭირს. 

   ძალიან საინტერესოდ მეჩვენება  დაკვირვება ერთი მხრით, მარინა ცვეტაევას ხრჩობადი რიტმის, ინტონაციისა და ახმატოვას კლასიკისადმი, აკმეური რაფინირებისა და  ნიუანსირებისადმი 
მიდრეკილი სტილების განსხვავებაზე. 
ერთგვაროვანი  - ხალხური წინარემასალის დამუშავებისას მათი სრულიად განსხვავებული ხელწერის   ნიშნები  პირდაპირ ზედაპირზე ამოდის.

ანა ახმატოვა

არ გეღირსოს

სიცოცხლე არ გეღირსოს, 
ვეღარ ადგე  თოვლიდან, 
ოცდარვაჯერ  ხიშტის გესოს, 
ხუთიც - ცეცხლსასროლი თან!

ვკერე  მე ახლეული
 მეგობრისთვის მწარია.
უყვარს,  უყვარს სისხლეული
რუსულ მიწას ძალიან…

1921

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова
Не бывать

Не бывать тебе в живых,
Со снегу не встать,
Двадцать восемь штыковых,
Огнестрельных пять. 

Горькую обновушку
Другу шила я, 
Любит, любит кровушку
Русская земля...

1921

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი