ანა ახმატოვა - მე არ მჭირდება ბედნიერება მწირი
#თარგმანები მთარგმნელისაგან: დიახ, ახლიდან ვთარგმნე, ვისაც ადრინდელი გახსოვთ, ვეძებე და ძველი ახლა ვერსად ვიპოვე და იქნებ უკეთესიცაა, იმ თარგმანით, მე თვითონ, როგორც მახსოვს, არც ძალიან კმაყოფილი ვიყავი. -ახლა კმაყოფილი ვარ? - დიახ, ისევე, როგორც ყოველი ახალი თარგმანის დადებისას. ჩემი შინაგანი კრიტიკოსი - უფრო გვიან, დაწყნარებულზე ერთვება საქმეში😊 ანა ახმატოვა მე არ მჭირდება ბედნიერება მწირი მე არ მჭირდება ბედნიერება მწირი, ქმარს ვაცილებდე სატრფოსთან, შინ შთენილი და კმაყოფილი, თამაშით გადაღლილი დასაძინებლად მიმყავდეს ისევ შვილი. შევიდე, სადაც სახატე მელის გრილი,. ღვთისმშობლის მიმართ აქ აღვავლინო ლოცვა… ძნელია, ძნელი, ხარ როცა განდეგილი, უფრო ძნელია, თავს ლაღად იჭერ როცა. ნეტავ სიზმარი კვლავაც მხურვალე მქონდეს, მთაზე მდგარ ტაძრად კვლავ ვიყო მიხმობილი. ხუთთავიანი, თეთრი, ქვა მელის ოდეს, ავუყვე მისკენ მე დახსომებულ ბილიკს. 1914 (თარგმანი ბინო დარბაისელისა) Анна Ахматова - Мне не надо счастья малого… Мне не надо счастья малого, Мужа к милой провожу И, довольного, усталого, Спать ребенка уложу. Снова мне в прохладной горнице Богородицу молить… Трудно, трудно жить затворницей, Да трудней веселой быть. Только б сон приснился пламенный, Как войду в нагорный храм, Пятиглавый, белый, каменный, По запомненным тропам. 1914 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი