მარინა ცვეტაევა - აკვარელი


#თარგმანები

  მთარგმნელისაგან: ამ ლექსის სათაურიდანვე მკითხველისთვის ნათელია, თუ რას ჰპირდება ავტორი, რომლის შემოქმედებაშიც,  უფრო მოგვიანებით,  სათაურის, როგორც ლექსის ორგანული ნაწილის  პოეტიკა -  საგანგებო ყურადღების საგანი ხდება. (მაგ. ამასწინანდელი დადებული  ,,მცდელობა ეჭვის” ან “” ოფელია - დედოფლის დასაცავად”)
 ცხადია, აკვარელი - როგორც მსუბუქი, უკონფლიქტო, არადრამატული სახეობა ნაწარმოებისა  სახვითი ხელოვნებიდანაა გადმოსული  პოეზიაში.
   ლექსი,  რომლის თარგმანსაც დღეს გთავაზობთ, არც კი  ჰგავს მარინა ცვეტაევას - უკიდურესად დრამატული ხელწერის  მქონე პოეტის შექმნილს.  
   საქმე ისაა, რომ ხელნაწერი, რომელიც რამდენჯერმე გადაამუშავა მარინამ, მის ძალზე ადრეულ შემოქმედებას მიეკუთვნება და იმ დროის ანაბეჭდია, როცა მას 
ჯერ არა აქვს საკუთარი თავი, პოეტური ხმა  - ნაპოვნი.    ასე ვთქვათ, ცვეტაევა -  ჯერ არ არის ცვეტაევა!

მარინა ცვეტაევა

აკვარელი

ღიობები  სარკმლებისა გახდა ბნელი.
 ჯერ არ სუნთქავს   ნელი სიო  ველის.
ნათელია საღამო და  სულ პირველი
სხივი მთვარის  წვდა ნაძვის  წვერს  გრძელი.

ანგელოსი წმინდნურად   თვალდახრილი
ხალხს ახარებს  გამომკრთალი ჩრდილით.
ნაზი  გოგოს ოქროსფერი, წყნარი თვალი        
ჩანს ლოდინით სარკმელს  მიპყრობილი.

[1906-1912]

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева 

Акварель

Амбразуры окон потемнели,
Не вздыхает ветерок долинный,
Ясен вечер; сквозь вершину ели
Кинул месяц первый луч свой длинный. 

Ангел взоры опустил святые,
Люди рады тени промелькнувшей,
И спокойны глазки золотые
Нежной девочки, к окну прильнувшей.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი