ემილი დიკინსონის რამდენიმე ლექსი, რომელიც ახლა ვიპოვე


ემილი დიკინსონი

დღეს სულ ეს არის
- - - 
***

დღეს სულ ეს არის, რაც მოგიტანე -
ეს არის,  ახლავს თან ჩემი გული - 
ეს, გული ჩემი, მინდვრები  თანაც, - 
და  მდელოები  აყვავებული.

 კარგად დათვალე, თუა საკმარი!
ხომ არ გამომრჩა რამ დიდებული -
ეს, გული ჩემი, ყველა ფუტკარი
შიგ სამყურებში დაბუდებული.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Emily Dickinson 

It’s all I have to bring today
- - - 

It’s all I have to bring today –
This, and my heart beside –
This, and my heart, and all the fields –
And all the meadows wide –

Be sure you count – should I forget
Some one the sum could tell –
This, and my heart, and all the Bees
Which in the Clover dwell.

დრო სიძულვილის
- - 
***
დრო სიძულვილის არ მქონდა, რადგან
დამაბრკოლებდა, ვგრძნობდი, სამარე,
თან ყოფაც მუდამ ისეთი მადგა,
ვერ მოვასწრებდი მტერობას მალე.

ვერც ტრფობის დროის შევიძელ ქონა,
 ხომ საჭიროა რამ ინდუსტრია, 
 მსუბუქი გარჯა   მძიმე მეგონა
 და სიყვარულიც ვერ მომისწრია.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Emily Dickinson 

I had no time to hate, because

I had no time to hate, because
The grave would hinder me,
And life was not so ample I
Could finish enmity.

Nor had I time to love, but since
Some industry must be,
The little toil of love, I thought,
Was large enough for me.

სიტყვა
- - 
***
სიტყვა კვდება,
რომ ითქმება, - 
ზოგს ასე სწამს.

კი არ კვდება,
იბადება 
სწორედ იმწამს.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Emily  Dickinson  

A word is dead
- - 

A word is dead
    When it is said,
    Some say.
    I say it just
    Begins to live
    That day.

ჯერ ვზრდით სიყვარულს
- - 
***
ჯერ  ვზრდით სიყვარულს, მერე შეერთვის
უჯრის ბინადრებს, მოვიწყენთ რადგან.
გვიან  მოვირგებთ ანტიკ-შოუსთვის,
ვით წინაპართა სამოსი,   გვადგას.

1864
( თარგმანი ნინო დარბაისელისა)
                      

Emily  Dickinson
 ***
   We outgrow love, like other things 
    And put it in the Drawer -- 
    Till it an Antique fashion shows -- 
    Like Costumes Grandsires wore.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

9 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 დღის წინ

დღეს სულ ეს არის, რაც მოგიტანე -
ეს არის, ახლავს თან ჩემი გული -
ეს, გული ჩემი, მინდვრები თანაც, -----თანაც...თანც

ერეშ ქიგალიpoeti1 დღის წინ

ეს, გული ჩემი, ყველა ფუტკარი
შიგ სამყურებში დაბუდებული.-ზმნის გარეშე წინადადება წინადადება არაა ეს პირველ კლასსი მასწავლა ნაზიკო კვერენჩხილაძემ

ერეშ ქიგალიpoeti1 დღის წინ

მტერობას მალე.?ჩემს დროს მტრობას ამბობდნენ

ერეშ ქიგალიpoeti1 დღის წინ

შევიძელ ქონა?----------შევიძელ?როგორია?

ერეშ ქიგალიpoeti1 დღის წინ

რამ ინდუსტრია, ?ახუეტ

ერეშ ქიგალიpoeti1 დღის წინ

ჯერ ვზრდით სიყვარულს, მერე შეერთვის
უჯრის ბინადრებს, მოვიწყენთ რადგან.
გვიან მოვირგებთ ანტიკ-შოუსთვის,
ვით წინაპართა სამოსი, გვადგას.----ავტორი ალბათ დახვრეტდა ასეთი თარგმნისთვის

ერეშ ქიგალიpoeti1 დღის წინ

ეს არის სახე დღევანდელი ნაცნობობით ხელოვნების.....სამარცხვინო სახე.

ეს, ძვირფასო გაზოვან-აიროვანო, ჩემი დაწერილები გეგონათ, არა?
ჩემი კი არა, ემილი დიკინსონის - ამერიკული პოეზიის კლასიკოსის ლექსებია.
ჩემი თარგმანი არის ორიგინალთან თითქმის სრულ შესაბამისობაში, ანუ კონგენიალურია.
ქართული ენის მასწავკებელს რომ კარგად მოიხსენიებთ, ფრიად სასიამოვნოა, მაგრამ მეეჭვება, თუ მართლა ასეთი კარგი იყო, თქვენ კარგ მოწაფედ გამოსდგომოდით … თუ მერე დაგემართათ?

სხვაგანაც დავწერე და აქაც ვიმეორებ- ხელოვნური ინტელექტის დაწერილი ლექსებიც იმწუთას იცნობა და მისი დაწერილი ესსეებიც.
ქართული ხელოვნური ინტელექტი - იდიოტების ყუთია. დაუსვი შენთვის სასურველი კითხვა ისე, რომ მიიღო შენთვის სასურველი პასუხი და ერთ წამში იმ პასუხს მიიღებ, რომელიც ყველაზე მეტად გეამება კიდევ გებავს ვინმეს მაგალითი
ინებეთ, ბატონო!

ნინო დარბაისელი (სტრონი) არის გამორჩეული თანამედროვე ქართველი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი, კრიტიკოსი და მთარგმნელი. იგი დაიბადა 1961 წლის 8 მარტს თბილისში და წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მწერლობისა და სამეცნიერო სფეროს განვითარებაში.

ბიოგრაფიული შტრიხები და მოღვაწეობა

• განათლება და სამეცნიერო კარიერა: 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს მწერალთა ნაციონალური კავშირისა და შემოქმედებითი გაერთიანება „არილის“ წევრი.
• ლიტერატურული დებიუტი: მისი ნაწარმოებები პერიოდიკაში 1974 წლიდან იბეჭდება, ხოლო ფართო ლიტერატურული დებიუტი 1977 წელს, ყოველწლიურ ანთოლოგიაში „პოეზიის დღე“ შედგა.

შემოქმედებითი და მხატვრული ხელწერა

ნინო დარბაისელის პოეზია და კრიტიკული ხედვა ხასიათდება ღრმა ინტელექტუალიზმითა და ენობრივი ოსტატობით. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იგი ახერხებს სიტყვების იმგვარად ამეტყველებას, რაც მკითხველსა და ტექსტს შორის ცოცხალ, უშუალო კომუნიკაციას ამყარებს.
• საერთაშორისო აღიარება: მისი შემოქმედება სცდება ლოკალურ ფარგლებს. იგი არის პოეზიის საერთაშორისო კონკურსების, მათ შორის სილვია პლატისა და ენ სექსტონისადმი მიძღვნილი პრემიების ლაურეატი (2019 წ.).
• მსოფლმხედველობა და სტილი: ლექსებში ხშირად იყენებს დროის ციკლურ კონცეფციას. მისი პოეტური ენა მდიდარია როგორც კლასიკური ფორმებით (მაგალითად, შექსპირული სონეტები, ჰაიკუ), ისე თანამედროვე, ექსპერიმენტული სტრუქტურებით.
• მთარგმნელობითი საქმიანობა: აქტიურად თარგმნის უცხოურ პოეზიას, რითაც ქართველ მკითხველს მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ავტორებს აცნობს.
ნინო დარბაისელი თანამედროვე ქართულ მწერლობაში აღიქმება როგორც ავტორი, რომლისთვისაც პოეზია, მისივე სიტყვებით, „პატიოსნების სფეროა“, სადაც აკადემიური ცოდნა და შემოქმედებითი თავისუფლება ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი