ნიკალაი გუმილიოვი - ეშმა გონიერი
#თარგმანები მთარგმნელისაგან: მახსოვს, ადრე არაერთხელ გაგვიხსენებია ნ. გუმილიოვის “ ქართული” ყმაწვილობა-ახალგაზრდობის - პიროვნული ფორმირების ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი. იქნებ ამის გამოც მისი აკმეისტური ნაწერები რაღაცნაირად გვეახლობლება. ამ უაღრესად პოპულარული, აფორისტული ლექსის კონცეპტი ასეთია: შეყვარებულ ადამიანს სტიქია და განსაცდელი ვერ მოერევა, როგორც მეზღვაურს ღამეული ზღვა, რადგან წყვდიადის მბრძანებელი - ეშმა ემეგობრება, ვიდრე შეყვარებულია, მაგრამ სინათლეში თვალი აეხილება თუ არა, ძალაგამოცლილი ფსკერისკენ მიდის და იღუპება. ნიკალაი გუმილიოვი ეშმა გონიერი ჩემმა ძველმა მეგობარმა, უღალატო ჩემმა ეშმამ დამიმღერა ეს სიმღერა: მეზღვაური - ღამით ზღვამ რომ ვერ შეაკრთო უბნელესმა, განთიადმა - ჩააფსკერა.. ირგვლივ კედლად შემორტყმული ტალღეული ეცემოდა, ქაფდებოდა დაცემული, მაგრამ ქაფზე უფრო თეთრი მიუძღოდა მას დიადი სიყვარული. მოესმოდა მოცურავეს მოწოდება, ჟღერდა ასე: “არ დაგტოვებ, თუ მომენდე!” თუმც გახსოვდეს, - ბრძანა ეშმამ - განთიადზე ფსკერი ელის ყველას დღემდე. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Николай Гумилев Умный Дявол Мой старый друг, мой верный Дьявол, Пропел мне песенку одну: "Всю ночь моряк в пучине плавал, А на заре пошел ко дну. Кругом вставали волны-стены, Спадали, вспенивались вновь, Пред ним неслась, белее пены, Его великая любовь. Он слышал зов, когда он плавал: "О, верь мне, я не обману"... Но помни,- молвил умный Дьявол,- Он на заре пошел ко дну".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი