თომას ელიოტი - სიმღერა


თ.ს ელიოტი

სიმღერა
- - - -

როცა მთას გადმოვდიოდით  შინისკენ მომავალები,
ხეებს ფოთლები შვენოდათ,  დრო იყო ფოთოლცვენამდე.
სიოს ნატიფი თითები აბლაბუდებთან  ღელავდნენ,
ერთიც არ შემოსწყდომიათ,  მერხევი და  ანათრთოლი.

გზისპირ,  ბუჩქნარზე  მოჩანდა ცოცხალ ყვავილთა თვალები.
მიდამოს არ დაჰფენოდა  ნაირფერადი ფურცელი,
მაგრამ ჩვენ როდი შემოგვრჩა ყვავილწნულები უცვლელი.
გახუნდა ვარდი ველური,  გაგვიყავისფრდა ფოთოლი.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Song
T. S. Eliot, 1888 - 1965

When we came home across the hill
    No leaves were fallen from the trees;
    The gentle fingers of the breeze
Had torn no quivering cobweb down.

The hedgerow bloomed with flowers still,
    No withered petals lay beneath;
    But the wild roses in your wreath
Were faded, and the leaves were brown.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი