სერგეი ესენინი - მისმინე, დამპალო გულო
არა მხოლოდ ტკბილ ხმათათვის.... ალ. ბლოკი დაიზაფრა ესენინის ამ ლექსს რომ გაეცნო. მართლა ასე ფიქრობთო? იმ დროს თურმე ნერონზე საუბრობდნენ, კერძოდ გადმოცემაზე, რომ როცა რომი იწოდა, იმპერატორი მშვიდად მუსიკას უკრავდა რაღაც სიმებიანზე. ალ. ბლოკმა ლექსის პასუხად ეს მიუწერა ესენინს ალბომში, (ნაწყვეტი პოემიდან) “სამაგიერო” ან ,, შურისძიება”): დაე, იყოს ცხადი, მყარი აზრი მუდამ შენმიერი, წაგეშალოს ამ ნაკვთების შემთხვევითი გამოვლენა, დაინახო რომ სამყარო არის ასე მშვენიერი! („...Твой взгляд – да будет тверд и ясен. Сотри случайные черты – И ты увидишь: мир прекрасен.“) დღემდე აუხსნელია, რატომ იყო ესენინი თავიდანვე მიდრეკილი თვითმკვლელობისკენ. აქ ლანძღავს და ემუქრება საკუთარ გულს - როგორც სულთან დაპირისპირებულ ხორციელ, მიწიერ, ბიწიერ მხარეს თავისი არსებისა ბოლოს მუქარა მართლაც შეუსრულა (?), ოღონდ სხვანაირად. (გვედო აქ თვითმკვლელობის წინა ღამეს სასტუმროში სისხლით დაწერილი მისი ბოლო ლექსის(?) თარგმანი. ს. ესენინი მისმინე, დამპალო გულო - - - - *** მისმინე, დამპალო გულო, გულო, შე ქოფაკო, მართლა, ქურდობას ვერ ვიტან შენსას, ხელში სამართებელს ვმართავ. ავდგები, ადრე თუ გვიან, ცივ ფოლადს ნეკნებში ვისობ. არა, მე არ მინდა, ვდევდე სიდამპლეს სამარადისოს. დაე, იტლიკინონ მერე, რა დამღამ დახრაო, რატომ? თუ ქვეყნად არსებობს რამე, - სიცარიელეა მარტო. 1916 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Есенин *** Слушай, поганое сердце, Сердце собачье мое. Я на тебя, как на вора, Спрятал в руках лезвие. Рано ли, поздно всажу я В ребра холодную сталь. Нет, не могу я стремиться В вечную сгнившую даль. Пусть поглупее болтают, Что их загрызла мета; Если и есть что на свете - Это одна пустота. 1916
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი