ფიოდორ ტიუტჩევი - ხვედრი


თ. ტიუტჩევი

ხვედრი
- - - 

სიყვარული, სიყვარული - გვეუბნება თქმულება-
კავშირია: სულს  პოულობს სული მონათესავე -
ერთობაა, შეხამება,  ორთა გაერთგულება,
შერწყმა საბედისწერო და  ბედის განკარგულება
არ ასცდებათ.  ორთაბრძოლა უწერია ორსავე.
  
და რაც უფრო ფაქიზია  გული რომელიმესი,
ვეღარ უძლებს  ორთაბრძოლას,  მწარეს, უთანასწოროს,
უფრო გარდაუვალია და უთვალნათლივესი
სიყვარულით მისი ტანჯვა,  ნაღველი უმძიმესი
აიძულებს  საბოლოოდ, რომ სიცოცხლე   შესწიროს…

(1850-1851)
 (თარგმანი ნინო დარბაისელისა)

  

Ф. И. Тютчев -  Предопределение

Любовь, любовь – гласит преданье –
Союз души с душой родной –
Их съединенье, сочетанье,
И роковое их слиянье,
И... поединок роковой...

И чем одно из них нежнее
В борьбе неравной двух сердец,
Тем неизбежней и вернее,
Любя, страдая, грустно млея,
Оно изноет наконец...

Между июлем 1850 и серединой 1851

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი