ბულატ ოკუჯავა - იმპერია რომისა დაცემისა ჟამად (გიტარაზე სასიმღერო ვერსია)
ბულატ ოკუჯავა - იმპერია რომისა დაცემისა ჟამად მთარგმნელისაგან: ეს ლექს-სიმღერა ეთნიკურად ქართველი, რუსი ბარდის ბულატ ოკუჯავას დისიდენტური ტექსტების რიგს მიეკუთვნება და გამორჩეულად პოპულარულია. ძნელი გამოსაცნობი არაა, რომელი ქვეყანა იგულისხმება რომის იმპერიაში. ახალმა თაობამ იქნებ არც იცოდეს, რომ რუსეთის სამეფო კარი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რომის იმპერიის მემკვიდრე ყოფილიყო, წყაროებში ,,მეორე რომადაც” იწოდებოდა. სასიმღერო ტექსტს თავისი სპეციფიკა აქვს. იგი ადვილად გამოსათქმელი და მღერადი სიტყვებისგან უნდა შედგებოდეს. გამიხარდება, თუ ვინმეს სამღერად გამოადგება. ბულატ ოკუკავა იმპერია რომისა დაცემისა ჟამად იმპერია რომისა დაცემისა ჟამად გამოიყურებოდა მტკიცედ, ნამართავად. კვლავ მეფობდა ცეზარი, მხარდამჭერნი- , მრავლად. ყოფა იყო უბადლო, ხსენდებოდა თავად. კრიტიკოსს თუ ჰკითხავ, სიმღერას სიტყვა “მხარდამჭერი” ძალზე აფუჭებს, ეს ერთი შეცდომა, როგორც ჩანს, ბევრს ლაპარაკობს. იქნებ და, იქნებ და არარომაული - აზრს ამუხრუჭებს, ხელს სულაც არ მიშლის, მეტიც მე ღირსებით მამკობს. რომაელთ - იმპერიის დაცემისა ჟამად ჭამა-სმა იზიდავდათ და ტყვრებოდნენ ხამად. ნაბახუსევს უყვარდათ თურმე წნილის ჭამა, არც იცოდნენ, უწიათ დაცემისა ჟამმა. კრიტიკოსს თუ ჰკითხავ ეს სიტყვა” წნილია” არარომაულის წილი. დიდი შეცდომაა. ამრიგად სიმღერა სხვას ლაპარაკობს, იქნებ და იქნებ და არარომაულად აჟღერდა შეცდომა წვრილი, ხელს სულაც არ მიშლის, პირიქით, ღირსებით მამკობს. ყმაწვილებს - იმპერიის დაცემისა ჟამად ბრძოლა ელანდებოდათ, ფარაჯები ამად, ხან - ვითომ შეტევაა, ხან - სხედან სანგარში, ხან - პამირში არიან, ხანაც - ევროპაში. კრიტიკოსს თუ ჰკითხავ ეს სიტყვა “ფარაჯა” - არა ჰგავს რომაულ დეტალს, შეცდომით ამგვარით სიმღერა სხვას ლაპარაკობს, იქნებ და, იქნებ და არარომაულად ხომ არ ჟღერს ნეტა, ხელს სულაც არ მიშლის, პირიქით, ღირსებით მამკობს! ქალებს კი - იმპერიის დაცემისა ჟამად მხოლოდ მათ,მშვენიერებს კი ხვდებოდათ ამად. ხსნილი იყო ყველა გზა, თუნდა ევლოთ ცამდი, გინდა- სამსახურში და გინდა - ფორუმს წადი! კრიტიკოსნი გუნდურად: აჰ, ფორუმი, ფორუმი - რომაული დეტალი! მთელს სიმღერას ამშვენებს, იცოდეთ, რა ძალას იკრებს. იქნებ და, იქნებ და მართლა რომაულად აჟღერდა ნეტავი? მე კი ხელს მიშლის და სიმღერის ჩანაფიქრს მინგრევს. Булат Окуджава - Римская империя времени упадка Римская империя времени упадка сохраняла видимость твердого порядка: Цезарь был на месте, соратники рядом, жизнь была прекрасна, судя по докладам. А критики скажут, что слово "соратник" - не римская деталь, что эта ошибка всю песенку смысла лишает... Может быть, может быть, может и не римская - не жаль, мне это совсем не мешает, а даже меня возвышает. Римляне империи времени упадка ели что придется, напивались гадко, а с похмелья каждый на рассол был падок - видимо, не знали, что у них упадок. А критики скажут, что слово "рассол", мол, не римская деталь, что эта ошибка всю песенку смысла лишает... Может быть, может быть, может и не римская - не жаль, мне это совсем не мешает, а даже меня возвышает. Юношам империи времени упадка снились постоянно то скатка, то схватка: то они - в атаке, то они - в окопе, то вдруг - на Памире, а то вдруг - в Европе. А критики скажут, что "скатка", представьте, не римская деталь, что эта ошибка, представьте, всю песенку смысла лишает... Может быть, может быть, может и не римская - не жаль, мне это совсем не мешает, а даже меня возвышает. Римлянкам империи времени упадка, только им, красавицам, доставалось сладко - все пути открыты перед ихним взором: хочешь - на работу, а хочешь - на форум. А критики хором: "Ах, "форум", ах, "форум" - вот римская деталь! Одно лишь словечко - а песенку как украшает! Может быть, может быть, может и римская - а жаль... Мне это немного мешает и замысел мой разрушает.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი