მარინა ცვეტაევა - შენ, მყვარებელო სიყალბით მართლის
მარინა ცვეტაევა შენ , მყვარებელო სიყალბით მართლის შენ, მყვარებელო სიყალბით მართლის - მართალ სიცრუით რომ შემიყვარე, შენ მყვარებელო - უსაზღვროდ ალბათ, გადამკარგვიხარ მთლად საზღვარგარეთ! შენ, მყვარებელო, სჯობდი წარმავალს- ხელისჩაქნევა, ვერ გამიმართლე! “ ახლა მე უკვე აღარ გიყვარვარ!” - ხუთ სიტყვაშია მთელი სიმართლე. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева - Ты, меня любивший фальшью... Ты, меня любивший фальшью Истины – и правдой лжи, Ты, меня любивший – дальше Некуда! – За рубежи! Ты, меня любивший дольше Времени. – Десницы взмах! Ты меня не любишь больше: Истина в пяти словах.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი