ბულატ ოკუჯავა - ქართული სიმღერა
ბულატ ოკუჯავა ‘’ქართული სიმღერა” მთარგმნელისაგან: ვეცადე, ეს ტექსტი სიმღერის რიტმისთვის დამემთხვია, იქნებ ვინმეს გიტარაზე გამოადგეს-მეთქი და თარგმნისას რამდენიმე მომენტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება: 1. ყურძენი კურკით ანუ წიბწით არ მრავლდება, ირგვება კალამი ანუ აქ - შეცდომაა. 2. აქ ნახსენები დალი - არის პოეტი და პედაგოგი დალი ცაავა, მისი ახლად გაცნობით გამოწვეული სიხარული ასე აისახა ბულატ ოკუჯავას ლექსში. (ეს ვიცი - მემორიალური წყაროებიდან) 3. ფინალში ჩამოთვლილია კამეჩი, არწივი და კალმახი. ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ აქ ფიროსმანის ცნობილი ნახატები უნდა იგულოსხმებოდეს. კამეჩი/კამეჩები კი, ბატონო, მოთეთროა და მივიღოთ თეთრად, მაგრამ არწივი - შავია, მოლურჯოც გადაჰკრავს თითქოს, თუმცა ეს უფრო მისი მსხვერპლის - კურდღლის ფერია. კალმახი - ფიროსმანს ბევრგან უხატია, მაგრამ როგორც ვიცი, ოქროსფერი არაა. ანუ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო ორ შემთხვევაში, ბულატ ოკუჯავას ძირითად ფიგურაზე გადააქვს გვერდითი, ფონური ფერები, ან მეხსიერებითი ცდომილების გამო, მიაწერს ამ ფიგურას ისეთ ფერადოვან თვისებას, რაც ორიგინალში არ გააჩნია. არადა, როგორი წრფელი და ნოსტალგიური სიმღერაა, არა? ♥️♥️♥️ იმედი მაქვს, თუ რამე მეშლება, მეგობარი მხატვრები დააზუსტებენ. ხოლო თუ ვინმე გიტარაზე სცდის და რაიმე დააკლდება ან ეზედმეტება, არ დამიმალოს, ჩარჩო შეკრულია, ,,ზის” და შიგ ჩასწორება-გამართვა - წამის საქმეა. ბულატ ოკუჯავა ქართული სიმღერა ყურძნის წიბწს მიწაში თბილში მე ჩასათესს ვუმზერ, ვაზის რქას დავკოცნი, ჩემ მიერ მტევანი მომწყდარა. მეგობრებს მოვიხმობ, ავაწყობ გულს სიყვარულზე, მაშ, სხვაფრივ მიწაზე მარადზე მე ყოფნა მჭირდება რად. მოდით, მეგობრებო, გმასპინძლობთ თქვენი სადარი მითხარით პირდაპირ, ჩემზე რა აზრისა ხართ. ჩემი შავ-წითელი რაიმეს მიმღერებს დალი, შავ-თეთრად შეფერილს იმის წინ დავიხრი თავს, სიყვარულისა და დარდისგან ვიქნები მკვდარი. მაშ სხვაფრივ მიწაზე მარადზე მე ყოფნა მჭირდება რად. და როცა დაისზე სიბნელე კუთხეებს აქრობს, დე, ცხადად გაცურონ ჩემ თვალწინ ისევ მწყობრად. კამეჩმა თეთრმა და არწივმა ლურჯმა და კალმახმა ოქრომ! მაშ სხვაფრივ მიწაზე მარადზე მე ყოფნა მჭირდება რად. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Булат Окуджава Грузинская песня Виноградную косточку в теплую землю зарою, И лозу поцелую, и спелые гроздья сорву, И друзей созову, на любовь свое сердце настрою, А иначе, зачем на земле этой вечной живу. Собирайтесь-ка гости мои на мое угощенье! Говорите мне прямо в лицо, кем пред вами слыву. Царь небесный пошлет мне прощение за прегрешенья, А иначе, зачем на земле этой вечной живу. В черно - красном своем будет петь для меня моя Дали, В черно - белом своем преклоню перед нею главу, И заслушаюсь я и умру от любви и печали, А иначе, зачем на земле этой вечной живу. И, когда заклубится закат, по углам заметая, Пусть опять и опять проплывут предо мной наяву: Белый буйвол, и синий орел, и форель золотая, А иначе, зачем на земле этой вечной живу.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი