ჩერუბინა დე გაბრიაკი -


ჩერუბინა დე  გაბრიაკი - ,, უსმინე  ღამის ზმანებას”

მთარგმნელისაგან:
ამ ლექსის ავტორის სახელი (ლიტერატურული მისტიფიკაცია) მაქსიმილიან ვალოშინის სახელს უკავშირდება. მის უკან  კი რეალური ქალი ელიზავეტა ივანეს ასული დმიტრიევაცაა მიმალული.
  ელიზავეტა  - ნიჭიერი ქალი იყო, მაგრამ არ ჰქონდა ის, რასაც ქარიზმას უწოდებენ. იგი რომ იტყვიან, მთლიანად ლიტერატურით საზრდოობდა,  მაშინდელი ავტორებიდან თითქმის ყველას იცნობდა,  ცუდად როდი წერდა, რაღაცეები გამოქვეყნებულიც კი  ჰქონდა, მაგრამ ყურადღებას -  ვერავისას იპყრობდა. როგორც ჩანს , ღარიბ არისტოკრატიულ გარემოში აღზრდილი ქალის ნატურას სკანდალურობა აკლდა  და აი, 1909 წელს, ზაფხულში, კოკტებელში დასვენებისას,  მას და მაქსიმილიანს დაებადათ იდეა ლიტერატურული მისტიფიკაციის შექმნისა. სახელი  - მაქსიმილიანმა შეადგინა, ბიოგრაფიაც მოუფიქრეს - ეს იყო ესპანელი გრაფინია, დედით რუსი. 25 ლექსი  ვალოშინისავე  წარდგინებითი წერილით გამოაქვეყნებინეს ჟურნალ  ,,აპოლონში” სერგეი  მაკოვსკის.
    ერთი წელი გრძელდებოდა ეს ამბავი,  ხალხი სერიოზულად იყო შეყვარებული ჩერუბინაზე ????
ეძებდნენ, ცდილობდნენ გაცნობას
როცა ვალოშინსა და  გუმილიოვს შორის სკანდალური დუელი გაიმართა, ჩერუბინა,,მოკვდა”.
  ს. მაკოვსკი ვერაფრით იჯერებდა, რომ გააცურეს.
  როგორც  მოსალოდნელია ასეთ შემთხვევაში, ზოგს ვალოშინი მიაჩნდა ყველაფრის ავტორად, ზოგს - მხოლოდ და მხოლოდ  ელზა დმიტრევა (მაგ.  მარინა ცვეტაევას).
დღეს მიიჩნევა, რომ ლექსები  მთლიანად ელიზავეტა დმიტრევას ეკუთვნოდა, რა გაირკვევა ხვალ - ძნელი სათქმელია. ეს პატარა ლექსი  ასე ვთქვათ, დასაჭაშნიკებლად ვთარგმნე.

ჩერუბინა დე გაბრიაკი

უსმინე ღამის ზმანებას

**^
უსმინე  ღამის ზმანებას,  ანდა
მნათობის ვარდნას შეასწარ თვალი.
ჩემს ქუჩას მოვდევ უხილავ ლანდად
შენთან  მავალი.

უცქირე (მტანჯავს  უდაბნო მუნჯი)
ტკბილ ალაგთაგან ვარ შორით მდგარი.
ნევაში წყალი კვლავ დარჩა ლურჯი?
ჯერ ვერ წაართვეს ანგელოზს ჯვარი?

1928 г.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Черубина де Габриак

Прислушайся к ночному сновиденью

***
Прислушайся к ночному сновиденью,
не пропусти упавшую звезду…
по улицам моим Невидимою Тенью
я за тобой пройду…
Ты посмотри (я так томлюсь в пустыне
вдали от милых мест…):
вода в Неве ещё осталась синей?
У Ангела из рук ещё не отнят крест?
1928 г.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი