მარინა ცვეტაევა - ვწერდი მე ასპიდის ძველებურ დაფაზე
მთარგმნელისაგან: მარინას თავისი ქმარი სერგეი ეფრონი, რომ იტყვიან, ერთი ნახვით შეუყვარდა. მიმოწერაში მუდამ თქვენობით მიმართავდა, აღმერთებდა და თუმცა მისი ცოლქმრული სარეცელი შეულახაობით დიდად ვერ მოიწონებდა თავს, პარალელურად, რაღაცნაირად, მუდმივ ერთგულებას ავლენდა ქმრისადმი. წყაროებიდან ცნობილია, რომ მისი გულისთვის უამრავი, ნამდვილი განსაცდელი გადაიტანა. მარინას თვითმკვლელობამდე ერთი წლით ადრე, (1940?) მის ქმარს, რომელიც საბჭოთა აგენტურულ საქმიანობაში იყო ჩაბმული ინგლისში, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და აღასრულეს კიდეც. მარინა მუდმივად, მოუხსნელად ატარებდა ქორწინების ბეჭედს, რომელზეც შიგნიდან “ს.ე” - ს. ეფრონის ინიციალები იყო ამოტვიფრული. ანალოგიური ბეჭედი, მარინას ინიციალებით, ეკეთა ქმარსაც. ამ ლექსის თემა სწორედ ეს ბეჭედია. მართალი გითხრათ, არ მგონია, გადარჩენილი იყოს ან ერთი, ან მეორე სადმე, სამუზეუმო ნივთებში. მარინა ცვეტაევა ვწერდი მე ასპიდის ძველებურ დაფაზე *** ვწერდი მე ასპიდის ძველებურ დაფაზე და არ დამინდია მარაოს სინაზეც. და წერით წყალ-ზღვათა ქვიშაც კი ვაფასე, ციგურით - ყინულზე და ბეჭდით - მინაზე. და ხესაც ვაწერდი, ასი ზამთრის მნახავს და ბოლოს - რომ კარგად გაეგო სუყველას, მიყვარხარ! - მიყვარხარ! - მიყვარხარ! - მიყვარხარ! - ზედ ცაზე ვაწერდი ფერად ცისარტყელას. როგორ მოვინდომე, ყველას ეყვავილა! თითებქვეშ მყოლოდა სუყველა მრავალ წელს. მერე მაგიდაზე მძიმედ თავდახრილი ვშლიდი ჯვარედინად საკუთარ ხელნაწერს! მაგრამ შენ, ამ ხელში მწერალ- გამყიდველის ასე მოქცეულო, გული ხარ შენ ჩემი! შენ, გაუყიდველო. ბეჭედქვეშ - მოგელის ხსნა, რადგან იდუმალ ხელნაწერს შერჩები. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева - Писала я на аспидной доске… С.Э. Писала я на аспидной доске, И на листочках вееров поблёклых, И на речном, и на морском песке, Коньками по льду и кольцом на стеклах, — И на стволах, которым сотни зим, И, наконец — чтоб было всем известно! — Что ты любим! любим! любим! — любим! — Расписывалась — радугой небесной. Как я хотела, чтобы каждый цвел В веках со мной! под пальцами моими! И как потом, склонивши лоб на стол, Крест-накрест перечеркивала — имя… Но ты, в руке продажного писца Зажатое! ты, что мне сердце жалишь! Непроданное мной! внутри кольца! Ты — уцелеешь на скрижалях.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი