ანა ახმატოვა უძილობა , ( ძველი თარგმანი)
#თარგმანები იშვიათად როდი მომსვლია, რომ ერთი და იგივე ლექსი სხვადასხვა დროს - სხვადასხვანაირად მითარგმნია. აი, ერთი ნიმუშიც. ანა ახმატოვა უძილობა საიდანღაც კატები საცოდავად კნავიან, ხმა ნაბიჯთა მომესმის შორიდანვე კვლავ. შენს სიტყვებზე აქამდე კარგად მინანავია, სამი თვეა, მათ გამო, უძილობავ, მკლავ. უძილობავ, აქა ხარ, აქა ხარ და შემიჩვევ! მე შენს უძრავს სახეს ვცნობ, ვიცნობ მე შენს სულს. რაო, პირმშვენიერო, რაო, კანონგარეშევ, იქნებ ცუდად გიმღერი, უკეთესი გსურს? ფანჯრებს თეთრი ქსოვილის იფარავენ ფარდები, ხოლო ბინდბუნდს ცისფერი ნაკადები აქვს… იქნებ შორი ამბების გაგონებით ვწყნარდებით? რატომ მეადვილება შენთან ყოფნა აქ? ზამთარი 1912 ცარსკოე სელო (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова Бессонница Где-то кошки жалобно мяукают, Звук шагов я издали ловлю... Хорошо твои слова баюкают: Третий месяц я от них не сплю. Ты опять, опять со мной, бессонница! Неподвижный лик твой узнаю. Что, красавица, что, беззаконница, Разве плохо я тебе пою? Окна тканью белою завешены, Полумрак струится голубой... Или дальней вестью мы утешены? Отчего мне так легко с тобой? Зима 1912 Царское Село
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი