მარინა ცვეტაევა - უძილობა


გუშინ ახმატოვას “უძილობა” ვთარგმნე და მეგობარმა იმავე თემაზე  ცვეტაევას  ეს ლექსი გადმომიგდო.
 უძილობა - მეოცე საუკუნის დასაწყისის რუს პოეტთა ერთ-ერთი საყვარელი თემა იყო. ციკლები აქვთ ამ თემაზე შექმნილი. ზოგთან პერსონიფიცირებულიც კია, მაგალითად ახმატოვასთან. 
   რომ არა ეს შემთხვევა, ცვეტაევას ამ ლექსს არც ვთარგმნიდი. რატომ?  რაღაცნაირი,  მინიმალისტური ხასიათი აქვს, მთარგმნელს გასაქანს არ უტოვებს,  თავისი ლაპიდარული სტილის გამო. თითქოს  უწყვეტი გრაფიკული მონასმითაა შესრულებული.  
მოკლედ, რაც გამოვიდა, ეს გამოვიდა!

მარინა ცვეტაევა

უძილობა

მე მიყვარს  დაკოცნა
ხელების, რიგება სახელთა
და   კიდევ 
დაღება კარების, 
ბოლომდე  - 
უსიერ ღამეში!

მე თავმოქცეულმა ხელებში
 მძიმეს  რომ ვუსმინო  ნაბიჯებს.
სადღაც  ამჩატდება.
როგორ აქანავებს ქარი
მძინარე უძინარ 
ტყეს.

ო, ღამევ,  გამირბის
მე სადღაც დინება.
უკვე მეძინება, 
თითქმის დამეძინა.
სადღაც,  ღამეში 
ადამიანი ჩაიძირება.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი