მარინა ცვეტაევა - და სთქვა უფალმა


ცვეტაევასი უამრავი რამ მაქვს თარგმნილი, ზოგი - სხვადასხვა დროს  და სხვადასხვანაირად, ორჯერ- სამჯერაც კი. ამ გვერდზეც მიდევს ამისი ნიმუშები.
ახლა რასაც ვდებ. შეიძლება ითქვას, რომ ცვეტაევას  უთარგმნელ ლექსთა რიგს მიეკუთვნება. 
აი, არაფრის გასაქანს არ გაძლევს. მაცხოვარს ხომ ზედმეტს ვერ მიაწერ, არა? 
უნდა  იცოდე ბიბლია და გრძნობდე მისდამი მოწიწებასაც, (ეს ორი სხვადასხვა რამაა. კარგია, თუ ერთდროულად გახასიათებს, თორემ ბიბლია როგორც ტექსტი ლეო ტაქსილმა და  მისთ. რომ იცის, ისე - არავინ),  თან - პოეზიაც უნდა გამოგივიდეს და ეს ყველაფერი ჩაატიო უაღრესაც მცირე ფორმაში. 
თან რა უქნია! 
უცნაურად გაურითმავს კიდეც! 
 არ გინდა თან ამისი დაცვა?!
მოკლედ, ვარიანტებიდან საუკეთესო მე ეს გამომივიდა, სხვისგან  - უკეთესს ველი!

მარინა ცვეტაევა 

და თქვა უფალმა

 ***

და სთქვა უფალმა:
-სხეულო მცირევ,
გიბრძანებ, აღსდექ!

მიუგო ქალმა:
ძილს ნუ ამირევ,
უფალო, გადექ!

მინდა სიმშვიდე მე სამყაროსი!
ამბობს  ასული იაიროსის.

და თქვა უფალმა მძიმედ: 
იძინე!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева - И сказал Господь…


И сказал Господь:
— Молодая плоть,
Встань!

И вздохнула плоть:
— Не мешай, Господь,
Спать.

Хочет только мира
Дочь Иаира. —

И сказал Господь:
— Спи.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი