სერგე ესენინი - მომწყინდა ცხოვრება
ს. ესენინი მომწყინდა ცხოვრება - - მომწყინდა ცხოვრება მშობლიურ მხარეში, დარდი წიწიბურის ნათესზე ტიალი. მინდა, ამ ქოხიდან შორს, სადმე გავეშვა, ქურდად, მაწანწალად რომ ვიხეტიალო. დღისას ჩავუყვები ხვეულებს მე უშვერს, რომ ვნახო ღატაკი რამ თავშესაფარი. ჩემი ძმობილი კი წაღის ყელს მიუშვერს, რომ დანა ალესოს ჩემი შესაფერი. ნაფერი მზის სხივით და ამ გაზაფხულით მდელოზე ბილიკი ყვითლად გავლებულა და ის, სანატრელი რომ მოვინახულო, ზღურბლიდან გამაგდებს მე გაავებული. და დავუბრუნდები მამის კარ-მიდამოს, სხვების დამამშვიდებს ამბავი სალხინო, ჩემივე ფანჯრის ქვეშ ერთ მწვანე საღამოს მელის სახრჩობელად ჩემივე სახელო. წნორები მიგლოვენ ვერცხლისფერთავება, მდგარნი ღობეწნულთან, რომ დამინახავენ და არ მეღირსება მკვდარს გასუფთავება, ძაღლების ყეფისქვეშ სადმე დამმარხავენ. მთვარე კი იცურებს, მანძილი შორია, დასცვივა ნიჩბები ტბებში მოტივტივეს... რუსეთი იცხოვრებს, როგორც უცხოვრია და ისევ ღობესთან ილხენს და იტირებს. 1915 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Сергей Есенин Устал я жить в родном краю Устал я жить в родном краю В тоске по гречневым просторам, Покину хижину мою, Уйду бродягою и вором. Пойду по белым кудрям дня Искать убогое жилище. И друг любимый на меня Наточит нож за голенище. Весной и солнцем на лугу Обвита желтая дорога, И та, чье имя берегу, Меня прогонит от порога. И вновь вернуся в отчий дом, Чужою радостью утешусь, В зеленый вечер под окном На рукаве своем повешусь. Седые вербы у плетня Нежнее головы наклонят. И необмытого меня Под лай собачий похоронят. А месяц будет плыть и плыть, Роняя весла по озерам... И Русь все так же будет жить, Плясать и плакать у забора. 1915
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი