რობერტ ფროსტი - მკაცრი ზონები
რობერტ ფროსტი ,,მკაცრი ზონები” მიჩიგანში რობერტ ფროსტის სახლი მაინც ვნახე. ამ ლექსმა გამახსენა ჩვენი მზეო გოგოჭური, რომელიც ოთხმოცდაათიანი წლების გაყინულ დღეებში ჩემს თეოს ასწავლიდა გიტარაზე დაკვრას. ახლაც ჩამესმის მისი ანგელოზური ხმით ნამღერი ,, აფეთქდებიან წითელფიფქა, ჯუჯა ატმები” ამ თარგმანს ვუძღვნი და ვეფერები :❤️ რობერტ ფროსტი მკაცრი ზონები - - - - ჩვენ შინ ვსხედვართ და გარეთ ყინვა მოედო არეს, ყოველ დარტყმაზე ქარიშხალი უფრო მძვინვარებს, სახლს ემტერება, მაგრამ ფუჭად ებრძვის მძულვარე, რა ეშველება სუსტ ხეს, მარტო დარჩენილს გარეთ. თუ ვერ იხარა, გვეხსომება, მოკვდა წუხელი და ვაღიარებთ, ამ შორ ჩრდილოეთს ატმის მოტანა უგონობაა, გვიანია ახლა წუხილი. ჩვენს სულს, გონებას რა ჭირს, რად ვერ გადაიტანა, რომ შეეგუოს საზღვრებს რაიმეს, ზოგჯერ უხილავს? იტყვით, სიცოცხლეს აქ მოუხმობს სიშორიდანო, ამ არკტიკაში, ჯიშებს ახარებს, დღემდე უხილავს. რადაა ცუდი, ბუნებას ბაძო, მორთო მიდამო? თუმცა ავ-კეთილს მკვეთრი ზღვარი შუა არ ახლავს, მაინც არსებობს მკაცრი ზონები უკიდეგანო. ატმის ბედზე კი რა დროსია წუხილი ახლა, მაგრამ ამ გრძნობას გულგატეხის როგორ ვუგანოთ? ჩრდილო-დასავლურ ამ გრიგალთა გრიგალზე დახლას, ან ასეთ ყინვას წარმოიდგენდა ვინმე ჩვენგანი? ან ეღირსება ხეს განწირულს ფოთლები, განა? ველოდოთ ზაფხულს, რომ დავრწმუნდეთ, ხარობს თუ გახმა. თუ ვერ იხარა, ერთი კვირტიც თუ ვერ მოება, დაბრალდეს გულთა ჩვენთა უგნურ უსაზღვროებას! (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Robert Frost There Are Roughly Zones - - - - We sit indoors and talk of the cold outside. And every gust that gathers strength and heaves Is a threat to the house. But the house has long been tried. We think of the tree. If it never again has leaves, We’ll know, we say, that this was the night it died. It is very far north, we admit, to have brought the peach. What comes over a man, is it soul or mind That to no limits and bounds he can stay confined? You would say his ambition was to extend the reach Clear to the Arctic of every living kind. Why is his nature forever so hard to teach That though there is no fixed line between wrong and right, There are roughly zones whose laws must be obeyed. There is nothing much we can do for the tree tonight. But we can’t help feeling more than a little betrayed That the northwest wind should rise to such a height Just when the cold went down so many below. The tree has no leaves and may never have them again. We must wait till some months hence in the spring to know. But if it is destined never again to grow, It can blame this limitless trait in the hearts of men.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი