რობერტ ფროსტი - რჩენა, რჩენა
რობერტ ფროსტი რჩენა, რჩენა! ბებრუხანა სათლით, შრომით დანადაგი, მომრეცხავი ჯოჯო კიბის და ალაგის - - ერთ დროს მშვენიერი იყო აბიშაგი. ფილმი - სიამაყე მთელი ჰოლივუდის. დიადის და კარგის დაცემაა ცუდი, შენთან - მსგავსებაა ეჭვით განამრუდი. უნდა მოკვდე ადრე, ხვედრი აიცილო. თუ სიმრავლე წელთა გერგო შენ უცილო, დაე, ღირსეულად ბოლოს გაგაცილონ! ვიდრე შეგიძლია, ბირჟა დაიპყარი, ან დაიდგი თავზე შენ გვირგვინი მყარი, მთავარია, არ თქვან, გახდი ვინ საპყარი. ზოგი დაეყრდნობა ცოდნას, თუ რამ იცის, სხვებს სიმართლის სჯერათ, არა დასაფიცის, იქნებ გამოგადგეს მათი დანამტკიცი. ხსოვნა ვერ გიშველის შენი ვარსკვლავობის, რით გამოისყიდი იმ დაკარგვას ნდობის, დასასრული მძიმე მაინც შეგეცნობის. გიჯობს სიამაყით თავის გამოჩენა, დაკრძალვისას. თუმცა უყვართ გამორჩენა მეგობრებსაც შენგან მუდამ. რჩენა, რჩენა! (თარგმანი ნინო დარბაისელისა) მთარგმნელისაგან: ფროსტის ეს უაღრესად ცნობილი ლექსი ორ უმთავრეს წყაროს ეყრდნობა: 1. ბიბლიური ისტორია მხევალი აბიშაგისა, რომლის ხელიც ცოცხლად დარჩენილებიდან ყველაზე უფროსმა ძმამ ადონაიმ სოლომონს სთხოვა, ხოლო სოლომონ ბრძენმა ამის გამო ძმა სიკვდილით დასაჯა. 2. ამ სიუჟეტზე 1959 წელს გადაღებული ჰოლივუდური ვარსკვლავური ფილმი ,, სოლომონი და შება” მთავარ როლში - ჯინა ლოლობრიჯიდა. 3. ფორმა - მინორაიმული ანუ ერთ რითმაზე აგებული სამტაეპედი სტროფებია. Provide, Provide Robert Frost The witch that came (the withered hag) To wash the steps with pail and rag, Was once the beauty Abishag, The picture pride of Hollywood. Too many fall from great and good For you to doubt the likelihood. Die early and avoid the fate. Or if predestined to die late, Make up your mind to die in state. Make the whole stock exchange your own! If need be occupy a throne, Where nobody can call you crone. Some have relied on what they knew; Others on simply being true. What worked for them might work for you. No memory of having starred Atones for later disregard, Or keeps the end from being hard. Better to go down dignified With boughten friendship at your side Than none at all. Provide, provide!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი