უოლტ უიტმენი - *** (ო, კაპიტანო!)
მთარგმნელისაგან: ამ ლექსის საუკეთესო თარგმანები ქართულ პოეზიას არ აკლია. მე ზვიად გამსახურდიასა და ვასილ გულეურისას გამოვარჩევდი, როგორც ჩემთვის საყვარელს. და მაინც, ვერ წარმომიდგენია ინგლისური ენის ასე თუ ისე მფლობი ქართველი პოეტი, მისი თარგმნა რომ არ ეცადოს.. მე - ვცადე, რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი დედანთან, ამერიდებინა ჭარბი სიტყვაკაზმულობა, რომელიც ორიგინალს არ ახასიათებს, ქართულ თარგმანებში კი ტრადიციულად, ჩნდება; შემენარჩუნებინა პოეტის სიზმრეული წარმოსახვა: თავში ზურგიდან დაჭრილი, მომაკვდავი აბრაჰამ ლინკოლნისთვის თავქვეშ ამოდებული უითმენის მკლავი, რომელმაც ვერ უშველა. თუმცა ორიგინალის ფორმა ჩემს თარგმანში დაცულია. ტექნიკურად არ მიხერხდება გრაფიკის გადმოტანა. ლექსის თეორიის მოყვარულთათვის აღვნიშნავ, რომ უითმენი აქ იყენებს ძველქრისტიანული სამგლოვიარო ოდის, სიმღერის ფორმას, რომელსაც ინგლისურად ეწოდება ,,დერჯი" . ამ იამბური წყობის ლექსის ,,მოკლეტაეპიანი' სტროფები - უწინ ქოროს მიერ იმღერებოდა. უითმენმა საზომში თავისუფლება შეიტანა. იამბები მკაცრად არ დაუცავს.... დანარჩენი უკვე მეტისმეტად თეორიული და პოეზიის მოყვარული მკითხველისთვის ზედმეტი ინფორმაციაა .. დასასრულ, მკითხველს ვურჩევდი ყურადღება მიაქციოს ორმნიშვნელოვან სახე- სიმბოლო ,,ხომალდს' ლექსში. ერთგან - იგია ახალგაზრდა სახელმწიფო, რომელმაც მრავალი წინააღმდეგობა დაძლია, ლინკოლნის მეთაურობით, სხვაგან იგი კუბოა. რომელსაც ხალხი ბოლო გზაზე აცილებს. საყურადღებოა ,ასევე , ოქსიუმორონული სიტუაცია: დიდი ადამიანის დაკრძალვა, ცერემონია, როგორც დიდი სახალხო გლოვა-ზეიმი. უოლთ უითმენ *** ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! საშიში მგზავრობა ამგვარად დასრულდა. გაუძლო ხომალდმა ყველა შეჯახებას, მაინც მოვიპოვეთ, აქამდე რაც გვსურდა. ახლოა პორტი და ხმა ისმის ზარების, ხალხი მოზეიმე მოედო ნაპირებს, უცქერენ ქიმს ურყევს, თავღია ხომალდი მიცურავს, თვალთაგან გაქრობას აპირებს. მაგრამ გული! გული! გული! სისხლი ღვარად მოდინარი, გემბანზე წევს კაპიტანი, დაცემულა ცივი, მკვდარი! ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო, აღსდექ და ისმინე , ვით რეკენ ზარები! აღსდექ! - ეს დროშები შენთვის ატყორცნილა და ეს საყვირები ცას აზანზარებენ. შენთვის თაიგულებს, ლენტიან გვირგვინებს და ხალხს ვერ იტევენ ნაპირთა არენი, ისინი გიხმობენ, მძიმედ მიმავალნი შენკენ იბრუნებენ სახეს მდუმარენი. აქეთ, მამავ! კაპიტანო! თავქვეშ მკლავი მოგაპყარი? სიზმარია, რომ დაეცი ამ გემბანზე ცივი, მკვდარი. ჩემი კაპიტანი არას მეუბნება, ბაგენი მამისა ცივია, უფერო, ვეღარ გრძნობს მკლავს ჩემსას, არც გული უფეთქავს და უკვე აღარ სურს ქვეყნად არაფერი. ხომალდმა უსაფრთხოდ ჩაუშვა ღუზა და დასრულდა მგზავრობა. ერია მგლოვარი მასზე, ვინც დაძლია ხიფათი მრავალი, დაბრუნდა, მოზიდა ეს მონაპოვარი. ნაპირებზე რეკდეს ზარი! გემბანს დავალ გულმწუხარი, სადაც ჩემი კაპიტანი ასვენია ცივი, მკვდარი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) BY WALT WHITMAN * * * O Captain! my Captain! our fearful trip is done, The ship has weather’d every rack, the prize we sought is won, The port is near, the bells I hear, the people all exulting, While follow eyes the steady keel, the vessel grim and daring; But O heart! heart! heart! O the bleeding drops of red, Where on the deck my Captain lies, Fallen cold and dead. O Captain! my Captain! rise up and hear the bells; Rise up—for you the flag is flung—for you the bugle trills, For you bouquets and ribbon’d wreaths—for you the shores a-crowding, For you they call, the swaying mass, their eager faces turning; Here Captain! dear father! This arm beneath your head! It is some dream that on the deck, You’ve fallen cold and dead. My Captain does not answer, his lips are pale and still, My father does not feel my arm, he has no pulse nor will, The ship is anchor’d safe and sound, its voyage closed and done, From fearful trip the victor ship comes in with object won; Exult O shores, and ring O bells! But I with mournful tread, Walk the deck my Captain lies, Fallen cold and dead
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი