მარინა ცვეტაევა - სხვები ქვისა და თიხის არიან
მარინა ცვეტაევა სხვები ქვისა და თიხის არიან *** სხვები ქვისა და თიხის არიან, მე ვვერცხლისფერობ და ვარ ელვარე, ვარ - მოღალატე, მქვია - მარინა! მე - ზღვის ქაფი ვარ და ვქრები მალე. სხვები - ქვისა და თიხის არიან - ჰქონდეთ კუბო და ლოდი სამარის, მე- ზღვის ემბაზში მნათლეს, ქარიან ფრენისას ლეწვა - ჩემი რამ არის. თუ სადმე გული ანდა ბადეა, შიგ ვაღწევ ლაღად, რად მამალინა! ურჩი კულულნი რომ მაბადია - ვერ გადააქცევ სოფლის მარილად. გრანიტის მუხლზე დაგემსხვრეთ რომელს. ყველა ტალღასთან - აღვსდგები ლაღად. ქაფს გაუმარჯოს - ქაფს - დაუდგრომელს, ქაფს ზღვისას მაღალს! 1920 г. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева *** Кто создан из камня, кто создан из глины, — А я серебрюсь и сверкаю! Мне дело — измена, мне имя — Марина, Я — бренная пена морская. Кто создан из глины, кто создан из плоти — Тем гроб и нагробные плиты… — В купели морской крещена — и в полете Своем — непрестанно разбита! Сквозь каждое сердце, сквозь каждые сети Пробьется мое своеволье. Меня — видишь кудри беспутные эти? - Земною не сделаешь солью. Дробясь о гранитные ваши колена, Я с каждой волной — воскресаю! Да здравствует пена — веселая пена — Высокая пена морская! 1920 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი