მარინა ცვეტაევა - ღუოდა ცირცელის
მარინა ცვეტაევა *** (ღუოდა ცირცელის კუნწულა წითლად და) ნინო დარბაისელის თარგმანი მთარგმნელისაგან: ეს ლექსიც ორჯერ მითარგმნია ამ ათი წლის წინ. ბუნდოვნად მახსოვს - ვიღაცამ მომწერა, “რიაბინა” ქართულად ცირცელი კი არა, კუნელიაო და კუნელი ჩავსვი, თუმცა მაინც ცირცელი მგონია სწორი, ანუ პირველ ვერსიას ვუჭერ მხარს ახლაც. მარინა ცვეტაევა *** ღუოდა ცირცელის კუნწულა წითლად და ცვიოდა ფოთოლი როცა დავიბადე. ჰაერი განახვნეს ზარებმა კამათით. წმინდა იოანეს დღე იდგა, შაბათი. წითლად დაბროწილა ცირცელი წმინდა. მხურვალე კუნწულა გავკვნიტო მინდა. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) მარინა ცვეტაევა *** აღუვდა კუნელი წითელ კუნწულად და ცვიოდა ფოთოლი, როცა დავიბადე. ჰაერი განახვნეს ზარებმა კამათით. წმინდა იოანეს დღე იდგა, შაბათი. წითლად დაბროწილა კუნელი წმინდა. მხურვალე კუნწულა გავკვნიტო მინდა. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева *** Красною кистью Рябина зажглась. Падали листья. Я родилась. Спорили сотни Колоколов. День был субботний: Иоанн Богослов. Мне и доныне Хочется грызть Жаркой рябины
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი