სერგეი ესენინი - შეხვედრამდე
ესენინის ბოლო(?) ლექსი მთარგმნელისაგან. ეს ლექსი მთლად ბოლო არ არის, თუმცა ერთ- ერთი ბოლო ნამდვილადაა და სრულიად განსაკუთრებულია, უფრო ერთი ამბის გამო. სასტუმროში მყოფ ესენინს არ აღმოაჩნდა ფანქარი ან კალამი და საკუთარი სისხლით დაუწერია ფურცელზე. მეგობარს გადასცა სასტუმროს მესართულე ქალის თანდასწრებით და სთხოვა , ჯიბეში გედოს, მერე წაიკითხეო. ადრესატად - ვის აღარ ასახელებენ. საბოლოოდ დადგენილი მაინც არაა. ერთი ვერსიით, რომლისკენაც მე ვიხრები, სიტყვაში ,, მეგობარო” - კონკრეტული ადრესატი არც იგულისხმება, რაღაც, პოეზიაში მიღებულ განზოგადებასთან უნდა გვქონდეს საქმე. ანუ “ფიქციური ადრესატი” გვყავს. თუ მოგეჩვენოთ, რომ მეორე სტროფის პირველ ტაეპში რიტმს ,, ვწელავ”, გთხოვთ ორიგინალს ჩახედოთ - ,ჩემი ბრალი არაა” ( აქ - გაიღიმეთ) *** შეხვედრამდე, მეგობარო, შეხვედრამდე! ჩემო კარგო, ამ გულში გაქვს ბუდე. გამიზნული განშორება, მინდა გწამდეს, რომ შეხვედრას მოასწავებს მუდამ. შეხვედრამდე, მეგობარო! არა- სიტყვა, არა - ხელი, წარბს ნუ ჭმუხნი, დარდებს გაუძელი! ამა ქვეყნად სიკვდილია - არ ახალი, თუმც სიცოცხლეც ამბავია ძველი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) * * * До свиданья, друг мой, до свиданья. Милый мой, ты у меня в груди. Предназначенное расставанье Обещает встречу впереди. До свиданья, друг мой, без руки, без слова, Не грусти и не печаль бровей, — В этой жизни умирать не ново, Но и жить, конечно, не новей.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი