მარინა ცვეტაევა - დონ ჟუანი (ციკლი)
მარინა ცვეტაევა დონ ჟუანი (ციკლი) (თარგმანი ნინო დარბაისელისა) 1 ყინავს დილით. ბაძავს არყიანიც ტაძარს. მეექვსე ხეს ნახავ, მოდი, დონ ჟუანო! მაგრამ გეფიცებით საქმროს და თავს, ალაგს ჩემსას - არსად არ აქვს კუთხე საკოცნაო. არ გვაქვს შადრევნები, გაიყინა ჭები, ღვთისმშობელი ჩვენი - არის მკაცრთვალება. და რომ არ უსმინონ ფუჭ აზრს ლამაზებმა, რა ეჟვანის შებმა! არისხებენ ზარებს. ასეც ვიცხოვრებდი, მაგრამ შიში - ამრევს სიბერის და გირჩევთ, თქვენც გაშორდეთ არეს! აჰ, ძნელია გიცნონ დათვის ქურქიანი, ტუჩები რომ არა, ჩემო დონ ჟუანო! 2. დიდხანს ბურუსებში დილაადრიანი ქარის ბოგინია. სადაც დააწვინეს ჩვენი დონჟუანი, თოვლის ლოგინია. არც შადრევნის ხმაა, არც ვარსკვლავიანი ცის წვა დიდებული. მკერდზე მოსჩანს მხოლოდ ჯვარი დონ-ჟუანის მართლმადიდებლური. დაე გქონდეს ღამე შენ მარადიული და ნათელი თანაც. მარაო მაქვს შენთვის მე სევილიური, შავი, მოგიტანე. ნახე შენი თვალით არცთუ ნაურჩები ქალი სახე-ტანი! მე ამაღამ, მინდა, მოვიდე და ჩემი გული მოგიტანო. მანამდე კი მშვიდად დაიძინეთ! -ასე უცხოვ, არვის მგვანო, მოხვედით და ჩემით სიაც ხომ შეავსეთ - ჩემო დონ- ჟუანო! 3 ამდენი ვარდი და ამდენი ქალაქი, სასმისი ამდენი არ გაქვთ მოწყენილი? მე უნდა გიყვარდეთ? ხართ შიდა საყრდენი, მე - თითქმის ვარ ჩრდილი. რად მინდა, ვიცოდე, ცის ძალებს დიადებს მიმართეთ სურვილით? რად მინდა ვიცოდე, რომ თმაზე მდიოდა ნილოსის სურნელი? არა, სჯობს მოგითხროთ, ზღაპრად საამბია: იდგა იანვარი. ვარდი გადააგდეს, ბერს სახენიღბიანს მოჰქონდა ფანარი. ტაძართან მთვრალ ლოცვას ბრაზმა გაუელვა, კედლის შესასმენი! იმწამს დონ-ჟუანმა იმ კასტილიელმა იხილა კარმენი. 4. ზუსტად - შუაღამე. მთვარე - შევარდენი. - რას მომჩერებიხარ? - უბრალოდ, გიცქერი. - მოგწონვარ? - სულ არა, - მიცანი? - გითხრა რა? - მე ვარ დონ ჟუანი - მე კიდევ - კარმენი. 5 და დონ ჟუანს ჰქონდა თურმე რაპირა და ჰყოლია თანაც დონა ანა, სულ ესაა, რაც გადმომცეს ზეპირად. ლამაზი და ცოდო დონ ჟუანი! თუმც დღით შინ ვიყავ , ვით ჭკვიანი იგი, შუაღამით - გავედი, მაინც გავიარე, ვიღაც მდევდა გზადაგზა მე ფეხდაფეხ მდუმარე, სახელების ჩამოთვალა რიგი. ნისლში თეთრად ელავდა კვერთხი იმისთანა… არ ჰყოლია დონ ჟუანს, მჯერა, დონა ანა! 6 და ცურავს ატლასის ქამარი მის ფეხთან - სამოთხის გველი! მე კი მაგონებენ - კმარაო, სიმშვიდე მიწისქვეშ გელის. მე - ვხედავ ყოფაგატარებულ ჩემს პროფილს, თეთრია ფარჩა. სადღაც - გიტარა - გიტარები - შავპლაშა ბიჭები დარჩა. და ვიღაც, ნიღბით დანაფარი: ხომ მიცნობ? - არ ვიცი! - მიცან! და ცურავს ატლასის ქამარი, მოედნად - სამოთხის მიწა! 7 და შემხვედრ მზერაში ნაღველმა შეცურა, ვნებაა ამტყდარი, ქალაქში ჩაივლი - შავტუხა - მხეცურად, ციურად - გამხდარი. ტანჯვით დანისლულულან, გადაღლა ეტყობათ, გამხელენ თვალები. ღილკილოს - ვარდია. ჯიბეებს - სიტყვები - სავსე ტრფიალებით. ჰო , ჰო , რესტორანში უკრავს ვიოლინო, შენს ხმას უბრუნდება. მე მინდა, ღიმილი ჩემი მოგაწვდინო, ხელმწიფევ ქურდების! და ვიცნობ ამ მზერას, რაღაც დამემართა და ფრთები შემენძრა - იგივე მზერაა, ვით კასტილიაში მიცქერდა შენი ძმა. М. Цветаева Дон-Жуан Цикл 1 На заре морозной Под шестой березой За углом у церкви Ждите, Дон-Жуан! Но, увы, клянусь вам Женихом и жизнью, Что в моей отчизне Негде целовать! Нет у нас фонтанов, И замерз колодец, А у богородиц – Строгие глаза. И чтобы не слышать Пустяков – красоткам, Есть у нас презвонкий Колокольный звон. Так вот и жила бы, Да боюсь – состарюсь, Да и вам, красавец, Край мой не к лицу. Ах, в дохе медвежьей И узнать вас трудно, Если бы не губы Ваши, Дон-Жуан! 19 февраля 1917 г. 2 Долго на заре туманной Плакала метель. Уложили Дон-Жуана В снежную постель. Ни гремучего фонтана, Ни горячих звезд… На груди у Дон-Жуана Православный крест. Чтобы ночь тебе светлее Вечная – была, Я тебе севильский веер, Черный, принесла. Чтобы видел ты воочью Женскую красу, Я тебе сегодня ночью Сердце принесу. А пока – спокойно спите!.. Из далеких стран Вы пришли ко мне. Ваш список – Полон, Дон-Жуан! 19 февраля 1917 г. 3 После стольких роз, городов и тостов – Ах, ужель не лень Вам любить меня? Вы – почти что остов, Я – почти что тень. И зачем мне знать, что к небесным силам Вам взывать пришлось? И зачем мне знать, что пахнyло – Нилом От моих волос? Нет, уж лучше я расскажу Вам сказку: Был тогда – январь. Кто-то бросил розу. Монах под маской Проносил фонарь. Чей-то пьяный голос молил и злился У соборных стен. В этот самый час Дон-Жуан Кастильский Повстречал – Кармен. 22 февраля 1917 г. 4 Ровно – полночь. Луна – как ястреб. – Что – глядишь? – Так – гляжу! – Нравлюсь? – Нет. – Узнаешь? – Быть может. – Дон-Жуан я. – А я – Кармен. 22 февраля 1917 г. 5 И была у Дон-Жуана – шпага, И была у Дон-Жуана – Донна Анна. Вот и все, что люди мне сказали О прекрасном, о несчастном Дон-Жуане. Но сегодня я была умна: Ровно в полночь вышла на дорогу, Кто-то шел со мною в ногу, Называя имена. И белел в тумане посох странный… – Не было у Дон-Жуана – Донны Анны! 14 мая 1917 г. 6 И падает шелковый пояс К ногам его – райской змеей… А мне говорят – успокоюсь Когда-нибудь, там, под землей. Я вижу надменный и старый Свой профиль на белой парче. А где-то – гитаны – гитары – И юноши в черном плаще. И кто-то, под маскою кроясь: – Узнайте! – Не знаю. – Узнай! – И падает шелковый пояс На площади – круглой, как рай. 14 мая 1917 г. 7 И разжигая во встречном взоре Печаль и блуд, Проходишь городом – зверски-черен, Небесно-худ. Томленьем застланы, как туманом, Глаза твои. В петлице – роза, по всем карманам – Слова любви! Да, да. Под вой ресторанной скрипки Твой слышу – зов. Я посылаю тебе улыбку, Король воров! И узнаю, раскрывая крылья – Тот самый взгляд, Каким глядел на меня в Кастилье – Твой старший брат. 1917
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი