ოსიპ მანდელშტამი - ოდა სტალინს და სხვა ლექსები ერთად
#თარგმანები მანდელშტამები - ერთად! #თარგმანები იდოს ერთად მანდელშტამები. ესაა, რაც ვიპოვე, სხვებიც მაქვს გაბნეული. ჩემი კომენტარ-ტექსტებიც ახლდეს! დასახვრეტად წაყვანის შიში აქვს მანდელშტამს. 1930 წელია. ლენინგრადის ინტელიგენციის ნაწილი - უკვე დახვრეტილია. ”უძვირფასეს სტუმრებში”- მის წასაყვანად მომსვლელებს გულისხმობს. გუდრონი და კიბე - შავი, ნაღველი და თევზის ქონი - ყვითელი - ასე აპირისპირებს თუ უხამებს ლექსში იგი ფერებს. სადღაც წავიკითხე, რომ რაკი მანდელშტამის ხსენება მაინცა და მაინც მიღებული არ იყო, ელდარ რიაზანოვს გმირობად უთვლიდნენ, რომ რომელიღაც ფილმში მის ლექსზე შექმნილი სიმღერა გააჟღერა. ახლა წლები მაქვს გადასამოწმებელი, ალა პუგაჩოვას მერე ხომ არ იყო ეს ამბავი. პრინციპში, ეს ყველაზე უკეთ ალბათ ვასო გულეურს ეცოდინება, თუ ჯერ ისევ ცოცხალია, თავისი მეზობლების ძუმპა- ძუმპას გადამკიდე Vasco de Corazon ოსიპ მანდელშტამი ლენინგრადი - - - - - დავუბრუნდი ჩემს ქალაქს, ნაცნობს ცრემლებამდე, ძარღვებამდე, ჯირკვლამდე, ბავშვმა ვუძლე რამდენს. თუ დაბრუნდი, წყვდიადში დროზე უნდა ყლაპო თევზის ქონი ფარანთა, მდინარეს რომ აპობს. იცან ჩქარა, დეკემბრის დღეა აქაური, სად გუდრონში ნაღველი მწარედ შერეულა! პეტერბურგო! არ მინდა მე სიკვდილი ჯერაც, ტელეფონის ძველ ნომრებს კვლავ მინახავ, მჯერა. პეტერბურგო! ვინახავ ჯერაც მისამართებს, სადაც მკვდართა ხმებს ვპოვებ, მათი სმენა მმართებს. შავ კიბეზე ვცხოვრობ და კეფას შესაზარი ხვდება ცოცხლად აგლეჯილ ხორცთა იგი ზარი. მთელი ღამე მოველი სტუმრებს უძვირფასესს, კარის ჯაჭვის ბორკილებს ვზიდავ შიშით სავსე! 1930 ( თარგმანი ნინო დარბაისელისა) Осип Мандельштам - Ленинград Я вернулся в мой город, знакомый до слез, До прожилок, до детских припухлых желез. Ты вернулся сюда, так глотай же скорей Рыбий жир ленинградских речных фонарей, Узнавай же скорее декабрьский денек, Где к зловещему дегтю подмешан желток. Петербург! я еще не хочу умирать: У тебя телефонов моих номера. Петербург! У меня еще есть адреса, По которым найду мертвецов голоса. Я на лестнице черной живу, и в висок Ударяет мне вырванный с мясом звонок, И всю ночь напролет жду гостей дорогих, Шевеля кандалами цепочек дверных. Декабрь 1930 ესეც ძველი თარგმანია ოსიპ მანდელშტამი კუზიანი მესიზმრება თბილისი - - - - კუზიანი მესიზმრება თბილისი, მოხმიანე ირგვლივ საზანდარები, ხიდზე ხალხის სიმრავლე და ხალისი. დედაქალაქს ფერები აქვს ხალიჩის, დაბლა მტკვრის ხმას სხვა რა დაედარება. იქვე, მტკვარზე დუქანია მრავალი, სადაც ბევრი ღვინოა და ფლავია და მედუქნეს, რაც გინდა, დაავალე, პირღაჟღაჟა ჭიქას გიწვდის მალ- მალე, რით გაამოს, მისი საზრუნავია. ისეთია მძიმე ღვინო კახური, სარდაფებში უფრო კარგად ილევა, სადაც გრილა, შვებაა არნახული, შესვით ორმა, ლხინი რომ გაახუროთ! მარტოკაცი სმაში გადაირევა. იქ პატარა დუქანია, იმისი მეპატრონე ვერ იქცევა კაცურად, ,,თელიანს’ სთხოვ, დაიცლება სასმისი, მოგედება, ბინდში მთელ თბილისი გაცურდება, შენც შიგ ბოთლში გაცურავ. დაბერდესო კაცი, ასე ითქმება, ხოლო ბატკანს ავნებს ხანის მატება. და მთვარის ქვეშ უკვე ცეცხლიც ინთება, ვარდისფერი ღვინის ორთქლში ინთქმება, მწვადის ბოლი ფრენით გაიფანტება. (1920, 1927, 7 ნოემბერი 1935) (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Осип Мандельштам Мне Тифлис горбатый снится Мне Тифлис горбатый снится, Сазандарей стон звенит, На мосту народ толпится, Вся ковровая столица, А внизу Кура шумит. Над Курою есть духаны, Где вино и милый плов, И духанщик там румяный Подает гостям стаканы И служить тебе готов. Кахетинское густое Хорошо в подвале пить,-- Там в прохладе, там в покое Пейте вдоволь, пейте двое, Одному не надо пить! В самом маленьком духане Ты обманщика найдешь, Если спросишь "Телиани", Поплывет Тифлис в тумане, Ты в бутылке поплывешь. Человек бывает старым, А барашек молодым, И под месяцем поджарым С розоватым винным паром Полетит шашлычный дым... 1920, 1927, 7 ноября 1935 ო. მანდელშტამის ეს ლექსი პოეტურ წინასწარმეტყველებადაა მიჩნეული. მან თითქოს დიდი ხნით ადრე განჭვრიტა საკუთარი ტრაგიკული აღსასრული. ოსიპ მანდელშტამი გველი - - - - - მწუხრი შემოდგომის - რკინა დაჟანგული ჭრიალებს, მღერის და დამხრავს ხორციელად... რაა მთლად საცდური, კრეზის საგანძური, შენს პირბასრ წუხილთან, მამავ ზეციერო! მე ვარ მოცეკვავე გველივით, ტანჯული, მდგარი მის წინაშე მჭმუნვარე, მთრთოლავი, მე არ მსურს სულისა ჩემისა კუნჭული და გონი, და მუზაც, აღარ მსურს არავინ. კმარა თვალთმაქცური ამ უაყოფების ვხსნა ხვლანჯი, გორგალი ვახვიო მე წაღმა; ვერც რას ვაღიარებ, უბრად ვიმყოფები და თასი მძიმეა, თან არის არაღრმა. რატომღა ვისუნთქო? ლოდებზე მროკავი სნეული გველი თუ იხვევა, გორგალობს, ირწევა და კისერს მორკალავს ვით კავი, და უცებ ეცემა უძალოდ მბორგავი. და ასე ამაოდ, დახვრეტის ლოდინში ჩვენებით და მღერით შეძრული, უგონო ვუსმენ პატიმრულად რკინის ჯახს, უშიში და ისმის ქარიშხლის შავბნელი გუგუნი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Осип Мандельштам — Змей: Стих Осенний сумрак — ржавое железо Скрипит, поёт и разьедает плоть… Что весь соблазн и все богатства Креза Пред лезвием твоей тоски, господь! Я как змеей танцующей измучен И перед ней, тоскуя, трепещу, Я не хочу души своей излучин, И разума, и музы не хочу. Достаточно лукавых отрицаний Распутывать извилистый клубок; Нет стройных слов для жалоб и признаний, И кубок мой тяжел и неглубок. К чему дышать? На жестких камнях пляшет Больной удав, свиваясь и клубясь, Качается, и тело опояшет, И падает, внезапно утомясь. И бесполезно, накануне казни, Видением и пеньем потрясён, Я слушаю, как узник, без боязни Железа визг и ветра тёмный стон! 1910 ოდა სტალინს 1. მე ავიღებდი ნახშირს, რათა სადიდებელი - მეთქვა ამგვარად, უმტკიცესი ნახატით ჩემით, - მე დავხაზავდი ჰაერს კუთხით, ბასრით და ბევრით და მღელვარებით, თან სიფრთხილით განაყუჩები, რომ აწმყო ჩვენი იმ ნაკვთებში ისახებოდეს, ხელოვნებაში სიმამაცეს ესაზღვროს რათა, მე მოვყვებოდი, სამყაროს ღერძი ვინ დასძრა, ოდეს ასორმოც ხალხთა - ღირსი წილი მიაგო ადათს. მე ავზიდავდი მისი წარბის კუთხეს ოდნავად და წარბი სხვაფრივ მექნებოდა გადაწყვეტილი, მცოდნეს იმისა, რომ ნახშირი პრომეთემ თავად გააღვივა და ნახე, ესქილ, ვხატავ და ვტირი! 2. მე მრისხანების ორიოდე ხაზს ავიღებდი, მის ათასწლოვან სიჭაბუკეს გამოვსახავდი და სიმამაცეს მის ღიმილთან შევაერთებდი, გადაწყდებოდა დაუძაბავ შუქში ნახატი. მეგობრობაში მის ბრძნულ თვალთა, ტყუპისთვის მარად გამოუთქმელი გამოსჭვივის რაღაც, თუ ახლოს მიაღწევ მასთან, უსათუოდ გეცნობა მამად. ამ სიახლოვემ სამყაროსი ლამის დაგახრჩოს! და მინდა, ვუძღვნა მთებს შორეულს მადლიერება, რომ ნერგი იგი ახარეს და არის გაშლილი. მთებში იშვა და ციხის მწარე გემოც ერევა, მინდა ვუწოდო არ - სტალინი მას, - ჯუღაშვილი! 3. მხატვარო, მებრძოლს გაუფრთხილდი და დაიცავი: შემოსე სრულად ნოტიო და ცისფერი ტევრით მაგ ყურადღების! მამას სიტყვა არ უთხრა ავი ან აზრნი ავნი, გონებაში ვერდანატევნი. მხატვარო, უნდა დაეხმარო, დაუშრომელი აზროვნებს, გრძნობს და აგებს იგი შენთვის ასაგებს. არა შენ ანდა ვინმე იგი- ხალხი მშობელი, ქებას თვით ხალხი - ჰომეროსი გაუსამმაგებს. მხატვარო, მებრძოლს გაუფრთხილდი და დაიცავი: კაცობრიობის ტყე სიმღერით მისდევს, ხშირდება. თავად მერმისი - ბრძენთ ერთობა დაუღალავი უსმენს სულ უფრო გაბედულად და უკვირდება. 4. ის ტრიბუნიდან, როგორც მთიდან გამოკვეთილი, გადმოეკიდა თავთა ბორცვებს. მოვალე - სარჩელს აღემატება. მძლავრი თვალი - მტკიცედ კეთილი აქვს. ვიღაც - ხშირი წარბის ახლო ნათებას არჩევს. და ვისურვებდი, რამე ისრით რომ მივუთითო სიმტკიცე პირის - მამის სიტყვა რომ ჟღერს უდრეკი, ნაძერწი, რთული, მორკალული მისი ქუთუთოც - მილიონობით ჩარჩოს აქეთ ხმა ისმის რეკის. მთლად - გულწრფელობა, მთლად - სპილენძი - რა უზადოა აღიარება. სმენამახვილს სძულს, ენიჭება როცა ვინმეს - ხმა უჩვეულო. ვინც კი მზადაა იყოს ან მოკვდეს, გადაურბენს ჯმუხ ნაოჭებით. 5. მოვმუჭავ ნახშირს, შიგ ყოველი ერთმანეთს ერთვის, ამ ხარბი ხელით მე მსგავსებას ოდენ ვუხმობდი, მტაცებელ ხელით - ვცადე ღერძის დაჭერა ერთის, ნახშირს ვფშვნიდი და მის ხატებას ვეხარბებოდი. მისგან ვსწავლობ და ცოდნა ჩემთვის მჭირდება როდი. მე მისგან ვსწავლობ - ჩემი თავი რომ არ დავინდო, დაჰფარავს ნაწილს - ავბედობას - გეგმა დიადი? მე მას დავეძებ შემთხვევათა ნაყოფს რომ ვენდო. დე, მეგობრების ყოლის ჯერაც არ ვიყო ღირსი; დე, ჯერ არ ვიყო ცრემლ-ნაღველით განაწამები! სულ მელანდება ის შინელში, თავზე -კარტუზით დიდ მოედანზე - ბედნიერი მისი თვალები. 6. სტალინის მზერით მთა-გორები გადაადგილდა და შორეული ანათებენ უკვე ველები. ვით უნაოჭო ზღვა, ვით ხვალე - გუშინდელ დღიდან, მზემდეა ხნულნი, სახნავები ვებერთელები. გაიღიმება იგი ღიმით გუთნისდედურით, ხელჩამორთმევით წამოიწყებს საუბარს როცა და ეს ღიმილი დასთამაშებს მას დიდებული. ძალუძს მარადი ექვსგზის ნაფიც სივრცეთა მოცვა. და ყოველ ბეღელს და ზვინს შვენის ახლა იერი, ღონიერს, მოვლილს და გონიერს - ცოცხალ მოსავალს ხალხურ სასწაულს! დე, სიცოცხლე იყოს ძლიერი. ბედნიერება ხორბლეულის - ზეცამდე ავალს. 7. და ექვსგზის ვიცავ გონებაში მე, ერთი სული. ვარ მოწმე ვინმე, შრომის, ბრძოლის, ხვნისა და მკისა, დიადი გზისა, თვით ტაიგის იქით გასულის, და ლენინური ოქტომბრისა - ვით არაკისა. და შორს მიდიან გორაკები ხალხთა თავების. მე იქ ვილევი, ვით დავუსხლტე მე თვალებს მათებს. მაგრამ წიგნებში და თამაშში ჩემისთანების ისევ აღვდგები, ვიტყვი, რომ მზე ისევ ანათებს! უმართლესია, ვინც ღირსების და სიყვარულის სიმამაცის და ფოლადისთვის იბრძოლებს მწარედ. არის სახელი მკითხველისთვის, პირმოკუმულის. ჩვენ ის გვესმოდა და მის პატრონს ჩვენ მოვესწარით. კრემლის მთიელი ვარსებობთ ისე, რომ ქვეყანა ვეღარ გვიგრძნია. ათ ნაბიჯს იქით ხმის გაწვდენა არ შეგვიძლია. ხოლო თუ სადმე თქმა უჩუმრად არ არის ძნელი, ისხენიება უსათუოდ კრემლის მთიელი. მსხვილი თითები, ვით მატლები, აქვს არასუსტი, ხოლო სიტყვები ფუთიანი გირივით ზუსტი. ტარაკანივით ულვაშებით მოცინარია. ხოლო ჩექმები მისი მუდამ სხივმფინარია. ირგვლივ კი ხროვა ახვევია წვრილკისრიანთა, ართობს მონება ამ ნახევარადამიანთა. ვიღაცა უსტვენს, ვიღაც კნავის, სხვანი ხავიან, მხოლოდ ის ერთი ვერაგობს და გამჯოხავია. ის როგორც ნალებს, ბრძანებაზე ბრძანებას ჭედავს. ვის საზარდულში, შუბლში, წარბში, ვის თვალში სჭედავს. თუ არ დახვრეტას, გადასახლებას მოგისჯის ისა, ფართო გულმკერდი ჩაგიხუტებს იმა ოსისა. *** #თარგმანები მანდელშტამის სტილის თავისებურებანი მის ამ ადრეულ ლექსში უკვე გამოკვეთილია. როგორ შეიძლება დახასიათდეს მისივე თანამედროვე ავტორთაგან, მეგობრებისგან განსხვავებული ეს სტილი?! - ძალზე მოკლე ტაეპები, ტაეპის ზომისავე ან ორტაეპიანი წინადადებები, შესაბამისად - კადრებივით მონაცვლებადი სახეები, ბგერწერაზე პედალირება, რითმული თამაშები და აშ. მინიშნებათა და არა პირდაპირ ნათქვამთა დინამიკური დინება. თითქოს დანაწევრებული პოეტური ტექსტი მკითხველის აღქმაში გადანაცვლების მერე იწყებს ,, გამთლიანებას”, ოღონდ ამისთვის პირველი წაკითხვა არ არის საკმარისი. აუცილებელია, დასრულების მერე მეორედ წაკითხვა. იგრძნობა რუსული ხალხური სიტყვიერების მცირე ფორმათა ინტონაციებიც. ახლა ამ ლექსში რა ხდება! სიჩუმის, მდუმარებისა და მუსიკის დაპირისპირებას არაერთხელ უბრუნდება პოეტი სხვაგანაც. ლექსის დასაწყისში ვგებულობთ, რომ ღრმა ზამთარია, მაგრამ დასაწყისიდანვე შემოდის მუსიკა - ნიშანი მოახლოებული სიყვარულისა თუ გაზაფხულისა, (ან ორივესი?) ფინალი - სიზმრის ტალღების ახმიანება მის სულში გამოღვიძებული რაღაც მოსალოდნელის ხმაა. სულში, რომელიც აქამდე იზრდებოდა ზამთრის მდუმარებაში. ოსიპ მანდელშტამი შენი ნაბიჯის მუსიკა *** შენი ნაბიჯის მუსიკამ ტყის სიჩუმეში დარეკა და ვით ნელმოძრავ ჩვენებას ყინვის დღეს მოსვლა გენება. ზამთარს, ღრმა ღამედ რომ რჩება, თოვლი ჰკიდია ფოჩებად. ყვავი თავის ტოტს არ ტოვებს, ბევრჯერ თავს დაიმარტოვებს. ტალღა თავს გადამივლისა თავზე დამტყდარი ძილისა, შთაგონებული ჩალეწავს ყინულს ნორჩსა და დაუცავს, ყინულს მდუმარე სულისა, ზრდისას ხმაგასუსულისა. 1909? (თარგმნა ნინო დარბაისელმა) Осип Мандельштам «Музыка твоих шагов...» Музыка твоих шагов В тишине лесных снегов, И, как медленная тень, Ты сошла в морозный день. Глубока, как ночь, зима, Снег висит как бахрома. Ворон на своем суку Много видел на веку. А встающая волна Набегающего сна Вдохновенно разобьет Молодой и тонкий лед, Тонкий лед моей души – Созревающий в тиши. 1909?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი