ოსიპ მანდელშტამი - ნაკრები ჩემი თარგმანებისა
ოსიპ მანდელშტამი - ანა ახმატოვას ცდილობთ, სათამაშო რომ იყოთ, თქვენ რამდენს, როგორ გაგიფუჭდათ ქარხანაც, ვერ არის. ზარბაზნის გასროლის მანძილზეც თქვენამდე ულექსოდ ვერასდროს ვერ მოვა ვერავინ. Осип Мандельштам - Анне Ахматовой Вы хотите быть игрушечной, Но испорчен Ваш завод, К Вам никто на выстрел пушечный Без стихов не подойдет. 1911 ოსიპ მანდელშტამი ქარი აქანებს - - ქარი აქანებს ხეთა უმწეო რტოებს, სპილენძის მავთულს ხმა აქვს უდარო დარში, და თოვლის ლაქებს - მკვეთრ ნაკუწებად ტოვებს. სულ ესღა არის, რაც საწყალ რვეულს დარჩა. ო, ცაო, ცაო, დამესიზმრები ღამე. არ შეიძლება, მთლად დაგიბნელდეს თვალი. დაიწვა თეთრი დღე, ვით ფურცელი რამე: სულ ცოტა კვამლი და ფერფლის დარჩა კვალი! მარგალიტური ხელწერა იყო ყალბი, და ნაქარგობა აზრის - არ გვინდა ისევ; და მხოლოდ სპილენძს, დაუმარცხებელ ამბად სივრცე ააცვამს შავ, წვრილად დაჭრილ ბისერს. განა კი ვიცი, რა მატირებს და რატომ? გამომდის მარტო კვდომა და სიმღერები. ნუღარ გამტანჯავ, არაფერს ვნიშნავ მარტო და შავ სიზმრებში შავ ქაოსს ვეფერები. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Осип Мандельштам Качает ветер тоненькие прутья Качает ветер тоненькие прутья, И крепнет голос проволоки медной, И пятна снега — яркие лоскутья — Все, что осталось от тетради бедной… О, небо, небо, ты мне будешь сниться; Не может быть, чтоб ты совсем ослепло, И день сгорел, как белая страница: Немного дыма и немного пепла! Жемчужный почерк оказался ложью, И кружева не нужен смысл узорный; И только медь — непобедимой дрожью — Пространство режет, нижет бисер черный. Разве я знаю, отчего я плачу? Я только петь и умирать умею. Не мучь меня: я ничего не значу И черный хаос в черных снах лелею! #თარგმანები ცვეტაევამ რა მისწერა მანდელშტამს, გუშინ ვნახეთ, მაგრამ რა უპასუხა იმაზე ოსიპმა, ჯერ დამთავრებული არ მქონდა თარგმანი. “გავუსწრებ” მოვლენებს და ვიტყვი, გაივლის ამ მღელვარებით გადარეული რომანიდან ექვსი წელი და 1922 წელს გულგაციებული მანდელშტამი საკუთარ თავს “მხურვალე ანტიცვეტაევას” უწოდებს. მეტიც, იტყვის ,, მთავარი უბედურება, რაც რუსულ პოეზიას სჭირს, ქალი პოეტებიაო” და პირველ რიგში სწორედ ცვეტაევასკენ მიმართავს ისრებს. ოსიპ მანდელშტამი ურწმუნონი ვერც აღდგომამ გაგვაოცა (მარინა ცვეტაევას) ურწმუნონი ვერც აღდგომამ გაგვაოცა, საფლავებზე ვსეირნობდით ჩვენ, ანცები. - იცი, მართლა სადმე მიწას ვხედავ როცა, მაგონდება მაშინდელი ის ბორცვები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . და ადგილი, რუსეთი რომ უცებ წყდება, შავი ზღვა რომ ყრუდ ნაპირებს ეხეთქება. მონასტერთა გორაკები რომ მთავრდება, სადაც მერე ფართო მდელო გაიშლება, ვლადიმირის იმ სივრცეთა მიტოვება არ მინდოდა, სამხრეთისკენ გამგზავრება, მაგრამ სოფლურ, ჩაბნელებულ, უაზროთა, იმ ადგილთა შეგუება გახდა ძნელი, თანაც ასეთ გამოუცნობ მონაზონთან შეყოვნება ტოლი იყო - განსაცდელის. დაგიკოცნი იდაყვს, რომ გაქვს რუჯდაკრული, შუბლს გიკოცნი, ცვილისა გაქვს თითქოს იგი. ვიცი - თეთრად გადაგირჩა დაფარული. მაგ კულულთა გიმალავდა ოქროს რიგი. ვკოცნი მაჯას, სამაჯურით დაფარული თეთრი ზოლი რუჯის ფონზე გამჩნევია. თავრიდში კი რა მწველია ეს ზაფხული და რაგვარი საოცრების შემქმნელია. შემოგცქერი ასე უცებ რუჯით ნაფერს. საწყალ მხსნელთან ძველებურად მოხველ ქალი. დიდხანს, პირის მოუწყვეტლად დამეწაფე. მოსკოვში კი ჩანდა ისე ქედმაღალი. ჩვენ სახელი გვრჩება მხოლოდ სათარიღე - სასწაული ხმა, ჟამისგან ვერშეცვლილი. შემოპყრობილ მაგ ხელებში ეს მიიღე - პეშვებიდან სილა ნელა ჩამოცლილი! 1916 г. (თარგმნა ნინო დარბაისელმა) О . Мандельштам .: ("Не веря воскресенья чуду... ") * * * Не веря воскресенья чуду, На кладбище гуляли мы. — Ты знаешь, мне земля повсюду Напоминает те холмы . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . Где обрывается Россия Над морем черным и глухим. От монастырских косогоров Широкий убегает луг. Мне от владимирских просторов Так не хотелося на юг, Но в этой темной, деревянной И юродивой слободе С такой монашкою туманной Остаться — значит быть беде. Целую локоть загорелый И лба кусочек восковой. Я знаю — он остался белый Под смуглой прядью золотой. Целую кисть, где от браслета Еще белеет полоса. Тавриды пламенное лето Творит такие чудеса. Как скоро ты смуглянкой стала И к Спасу бедному пришла, Не отрываясь целовала, А гордою в Москве была. Нам остается только имя — Чудесный звук, на долгий срок. Прими ж ладонями моими Пересыпаемый песок. 1916 г. #თარგმანები ოსიპ მანდელშტამი ო, როგორ გვიყვარს - - - - - - - - ო, როგორ გვიყვარს პირმოთნეობა და ვფარავთ დავიწყებით, რომ ბავშვს სიკვდილი გვეახლოება, მერე გვაშორებს წლები. კვლავ ლამბაქიდან წყენა შეხვრიტოს, ცდილობს ძილნაკლი ბავშვი, მე კი ვინღა მყავს, რომ ვეჯიუტო, კენტად ჩარჩენილს გზაში. თუმც მთვლემარ თევზთან არ მსურს მსგავსება, ღრმა უგონობით განსჯილს. ეს არჩევანი მეძვირფასება - ჩემი ტანჯვის და გარჯის. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Осип Мандельштам О, как мы любим лицемерить *** О, как мы любим лицемерить И забываем без труда То, что мы в детстве ближе к смерти, Чем в наши зрелые года. Ещё обиду тянет с блюдца Невыспавшееся дитя, А мне уж не на кого дуться И я один на всех путях. Но не хочу уснуть, как рыба, В глубоком обмороке вод, И дорог мне свободный выбор Моих страданий и забот. 1933 #თარგმანები ოსიპ მანდელშტამი მერგუნა სხეული მერგუნა სხეული - ვინ მეტყვის, მე ეულს, რა ვუყო ასე მთელს და ასე ჩემეულს? სუნთქვის და სიცოცხლის ამ სიხარულისთვის წყნარისთვის, მითხარით, ვემადლო გულით ვის? მებაღეც მე ვარ და მე-ვე ვარ ყვავილიც, არა ვარ დილეგში მარტო შეყვანილი. მარადისობისას ნაღვენთს შერეულა სუნთქვა ჩემეული, სითბო ჩემეული. ზედ აღიბეჭდება ეს მოხატულობა, არც დიდი ხანია, რომ აღარ იცნობა. თუ წამის სიმღვრიე კიდეც დაიღვარა, ამ მოხატულობას ვერ წაშლის ვეღარა! (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Дано мне тело Дано мне тело — что мне делать с ним, Таким единым и таким моим? За радость тихую дышать и жить Кого, скажите, мне благодарить? Я и садовник, я же и цветок, В темнице мира я не одинок. На стекла вечности уже легло Мое дыхание, мое тепло. Запечатлеется на нем узор, Неузнаваемый с недавних пор. Пускай мгновения стекает муть Узора милого не зачеркнуть. #თარგმანები ოსიპ მანდელშტამი *** ო, ცაო, ცაო, დამესიზმრები ღამე. არ შეიძლება, მთლად დაგიბნელდეს თვალი. დაიწვა თეთრი დღე, ვით ფურცელი რამე: სულ ცოტა კვამლი და ფერფლის დარჩა კვალი! 1911 (თარგმნა ნინო დარბაისელმა) Осип Мандельштам О, небо, небо, ты мне будешь сниться! О, небо, небо, ты мне будешь сниться! Не может быть, чтоб ты совсем ослепло, И день сгорел, как белая страница: Немного дыма и немного пепла! 1911 #თარგმანები მანდელშტამის სტილის თავისებურებანი მის ამ ადრეულ ლექსში უკვე გამოკვეთილია. როგორ შეიძლება დახასიათდეს მისივე თანამედროვე ავტორთაგან, მეგობრებისგან განსხვავებული ეს სტილი?! - ძალზე მოკლე ტაეპები, ტაეპის ზომისავე ან ორტაეპიანი წინადადებები, შესაბამისად - კადრებივით მონაცვლებადი სახეები, ბგერწერაზე პედალირება, რითმული თამაშები და აშ. მინიშნებათა და არა პირდაპირ ნათქვამთა დინამიკური დინება. თითქოს დანაწევრებული პოეტური ტექსტი მკითხველის აღქმაში გადანაცვლების მერე იწყებს ,, გამთლიანებას”, ოღონდ ამისთვის პირველი წაკითხვა არ არის საკმარისი. აუცილებელია, დასრულების მერე მეორედ წაკითხვა. იგრძნობა რუსული ხალხური სიტყვიერების მცირე ფორმათა ინტონაციებიც. ახლა ამ ლექსში რა ხდება! სიჩუმის, მდუმარებისა და მუსიკის დაპირისპირებას არაერთხელ უბრუნდება პოეტი სხვაგანაც. ლექსის დასაწყისში ვგებულობთ, რომ ღრმა ზამთარია, მაგრამ დასაწყისიდანვე შემოდის მუსიკა - ნიშანი მოახლოებული სიყვარულისა თუ გაზაფხულისა, (ან ორივესი?) ფინალი - სიზმრის ტალღების ახმიანება მის სულში გამოღვიძებული რაღაც მოსალოდნელის ხმაა. სულში, რომელიც აქამდე იზრდებოდა ზამთრის მდუმარებაში. ოსიპ მანდელშტამი შენი ნაბიჯის მუსიკა *** შენი ნაბიჯის მუსიკამ ტყის სიჩუმეში დარეკა და ვით ნელმოძრავ ჩვენებას ყინვის დღეს მოსვლა გენება. ზამთარს, ღრმა ღამედ რომ რჩება, თოვლი ჰკიდია ფოჩებად. ყვავი თავის ტოტს არ ტოვებს, ბევრჯერ თავს დაიმარტოვებს. ტალღა თავს გადამივლისა თავზე დამტყდარი ძილისა, შთაგონებული ჩალეწავს ყინულს ნორჩსა და დაუცავს, ყინულს მდუმარე სულისა, ზრდისას ხმაგასუსულისა. 1909? (თარგმნა ნინო დარბაისელმა) Осип Мандельштам «Музыка твоих шагов...» Музыка твоих шагов В тишине лесных снегов, И, как медленная тень, Ты сошла в морозный день. Глубока, как ночь, зима, Снег висит как бахрома. Ворон на своем суку Много видел на веку. А встающая волна Набегающего сна Вдохновенно разобьет Молодой и тонкий лед, Тонкий лед моей души – Созревающий в тиши. 1909?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი