მარინა ცვეტაევა - მოხდება ასე
თერთმეტი წელი - საკმაო დროა იმისათვის, რომ საფუძვლიანად დაივიწყო არათუ ის, როგორ თარგმნე ადრე ცვეტაევას რომელიმე ლექსი, არამედ საერთოდ რომ გაქვს ნათარგმნი. რაღაც თითქოს გახსოვს და არც გახსოვს. ზოგჯერ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ძებნა ისეთი დამღლელია, მირჩევნია ხოლმე, ახლიდან ვთარგმნო. თითქოს მეხსიერება დახუჭობანას მეთამაშებოდეს, ამის მერე სადღაც ვპოულობ ძველ თარგმანს… და თავს იმით ვიწყნარებ, რომ სამაგიეროდ, შედარების საშუალება მაქვს. რა დავასკვენი ამჟამად? სიზუსტით- ძველი ტექსტი თითქოს უკეთესია. თუმცა ამავე დროს, ჭარბსიტყვაა, ჩემი ხმა გამპარვია. ახალი - სტილურად - მარინაა, ტემპო- რიტმიც მისია, პოეტური ქართულისთვის ცოტა დღემდე მოურგები, ხისტი ,, მოუქლიბავი”. აქა- იქ ცოტა შინაარობრივი დათმობების ხარჯზე. თქვენ როგორ ფიქრობთ? (ახლანდელი) მარინა ცვეტაევა მოხდება ასე როგორც ბავშვი მშვიდი , ბნელმა რომ უარა, უსაშველოდ დაღლილ მზერას, დაუდგრომელს ძაბავ. გაუნძრევლად ფანჯარასთან მდგომელს - კორიდორში გესმის ხმა ნაბიჯის ჩქარის, ჩემის - არა! გამოიღო კარი… გამყინავმა ქარმა ირგვლივ დაიარა, სუნი ნედლის, ლხენის…შფოთვა დაიმალა. წამი მდუმარების, და პარმაღზე მალე ვიღაც გაიცინებს სუსტად - მე კი არა! ტრამვაითა ჩრდილმა ისე, როგორც ადრე, კედლად ჩაიარა. ორკესტრის ხმა - დაბლა ფრთხილობს, გასუსულა. “- დე, უსიტყვოდ ჩემსას ერთოს შენი სული” სხვისი გისმენს გული - ჩემი არა! რამდენია წიგნი… მე მეგონა - ცეცხლი ჩაქრეს, აღარ გინდა, აღარ მიეკარო. ასე მყუდრო არის…თქმა მინდოდა რისი… ხედავს მორბენალი ჩრდილი ტრამვაისი, რომ დივანზე შენთან სხვაა, მე კი არა! (თარგმნა ნინო დარბაისელმა) Марина Цветаева - Так будет Словно тихий ребенок, обласканный тьмой, С бесконечным томленьем в блуждающем взоре, Ты застыл у окна. В коридоре Чей-то шаг торопливый — не мой! Дверь открылась… Морозного ветра струя… Запах свежести, счастья… Забыты тревоги… Миг молчанья, и вот на пороге Кто-то слабо смеется — не я! Тень трамваев, как прежде, бежит по стене, Шум оркестра внизу осторожней и глуше… — «Пусть сольются без слов наши души!» Ты взволнованно шепчешь — не мне! — «Сколько книг!.. Мне казалось… Не надо огня: Так уютней… Забыла сейчас все слова я»… Видят беглые тени трамвая На диване с тобой — не меня! (ძველი) მარინა ცვეტაევა ასე იქნება - - - - - - - - იმ წყნარი ბავშვივით, ბნელმა რომ ალერსით დაფარა, მზერა უსაშველოდ დაღლილი ირგვლივ მოატარე. დგახარ ფანჯარასთან უძრავად, კორიდორს მოჩქარე ნაბიჯი დაატყო ვიღაცამ - მე არა! გაიღო კარი და ... ქარ-ყინვის ნაკადი პატარა... სურნელი სინედლის და ბედნიერების... შფოთვები ჩამდგარა. დუმილის სულ რაღაც წამიც და პარმაღზე მომდგარი მსუბუქად იცინის ვიღაცა - მე არა! ტრამვაის ჩრდილებმა კედელზე კვლავ ჩამოიარა, ქვემოდან ორკესტრის ხმაც აღწევს, ჩუმად ასრულებენ და ,,- დაე, ერთმანეთს უსიტყვოდ შევურწყათ სულები"- ღელვით უჩურჩულებ ვიღაცას - მე არა! -,,რამდენი წიგნია!.. მეგონა.. უკვე გამიარა სიცივემ, უცეცხლოდ ჯობია... სიტყვაც კი აღარ მომაგონდა"... ხედავენ ჩავლილი ჩრდილები ტრამვაის ვაგონთა შენს გვერდით, დივანზე ვიღაცას - მე არა! (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Так будет Словно тихий ребенок, обласканный тьмой, С бесконечным томленьем в блуждающем взоре, Ты застыл у окна. В коридоре Чей-то шаг торопливый — не мой! Дверь открылась... Морозного ветра струя... Запах свежести, счастья... Забыты тревоги... Миг молчанья, и вот на пороге Кто-то слабо смеется — не я! Тень трамваев, как прежде, бежит по стене, Шум оркестра внизу осторожней и глуше... — «Пусть сольются без слов наши души!» Ты взволнованно шепчешь — не мне! — «Сколько книг!.. Мне казалось... Не надо огня: Так уютней... Забыла сейчас все слова я»... Видят беглые тени трамвая На диване с тобой — не меня! https://urakparaki.com/?m=4&ID=83259
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი