მარინა ცვეტაევა - “რეკვიემი” და “ანა ახმატოვას


მთარგმნელისაგან:

ახმატოვას კი ხშირად ვთარგმნი, მაგრამ მე ხომ  სინამდვილეში მარინა ცვეტაევა მიყვარს. ცვეტაევა ახმატოვას აღმერთებდა. ანა - ზემოდან უყურებდა.  დიდად არ იყო აღტაცებული მისი ლექსებით.
ერთი მეგობარი ეხუმრებოდა, ისე ხართ, როგორც შოპენი და შუმანიო. შუმანიც ირეოდა შოპენზე… არადა რამხელა კომპოზიტორია! ნამდვილად არანაკლები.
როგორც იქნა, 1941 წელს მათი შეხვედრა შედგა ანას მოსკოველი მეგობრის ბინაზე. მარინამ  საამისოდ ასობით კილომეტრი გამოიარა, რომ ცოცხლად ენახა თავისი კერპი. ეგონა, იმდენ რამეს ეტყოდა, იმდენს მოუყვებოდა, თავის ლექსებსაც წაუკითხავდა …. და ყველაფერი  ერთიანად დაავიწყდა. იჯდა უხმოდ და შეჰყურებდა.
არც ანას გაუბამს დიდი საუბარი. მოიწყინა, დაიღალა საათობით მუნჯად ჯდომით. როგორც იქნა, კარგა შებინდებულზე მარინა  ადგა და  მასპინძლებს დაემშვიდობა.
მისი წასვლის მერე ანამ მხოლოდ ეს  ჩაილაპარა უკმაყოფილოდ:
- ამხელა გზა გამოიარა, რომ დამჯდარიყო აქ  მთელი შვიდი საათი და ხმა არ ამოეღოო.!
თქვა ეს  და  დასაძინებლად მზადებას შეუდგა.

ეს ლექსი მართლა ვერ გავიხსენე, ნათარგმნი რომ მქონდა,
მეგობარს დასჭირდა რაღაცაში და ახლიდან ვაპირებდი დაჯდომას. ვიფიქრე, მოდი, მაინც ვცდი და მოვძებნი- მეთქი და ვიპოვეე!
Lasha Osidze

მარინა ცვეტაევა

რეკვიემი

რამდენი შორეულ უფსკრულში ჩამიწდა,
როდი გაერიდა.
დღე მოვა,  მეც  ასე გავქრები,  წამიც და
ძირს  - მიწის პირიდან!

დაცხრება ყოველი, მხნე და ახოვანი,
ბრძოლა ცეცხლოვანი,
სიმწვანე  ამ თვალთა, ხმა კეთილხმოვანი,
თმები ოქროვანი.

სიცოცხლეს  არსობის პურისთვის - ვერ შევრჩი,
ყოფით ავსებულა.
იქნება ყოველი, თითქოს ცისქვეშეთში
არც კი ვარსებულვარ.

ორგული ბავშვივით იცვლება ყოველწამს,
ბრაზში ვერ ეფლობა...
დრო შეყვარებულთა  - ბუხარი რომ დაწვავს,
შეშა იფერფლება.

ვიოლანჩელონი, ტყის კავალკადები,
და სოფლის ზარები...
ცოცხალი,  ნამდვილი ასე დაბადებით
მიწად ვიარები.

თქვენ -  ვინც  უზომობას ცნობთ  ჩემს ვერდაფარულს,
უცხოს თუ ჩემიანს,
მოგთხოვთ რწმენასა და შემოგთხოვთ  სიყვარულს,
ვინც  ქვეყნად რჩებიან.

დღედაღამ ვწერე და მართლისთვის ვიარე,
არც ეს და არც ისა,
რადგანაც  ვყოფილვარ ხშირად მგლოვიარე,
თან მხოლოდ ოცისა,

რადგან პატიება გარდაუვალია,
არ მითქვამს უარი.
უსაზღვრო სინაზეს თავი შევალიე
ამაყი იერი.

ჩქარია, რაც ხდება,  სიმართლით  და თანაც
თამაშით ვიცლები.
მისმინეთ!-  და კიდევ, გიყვარდეთ, რადგანაც
მე გარდავიცვლები!

1913

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева

Реквием

Уж сколько их упало в эту бездну,
Разверзтую вдали!
Настанет день, когда и я исчезну
С поверхности земли.

Застынет все, что пело и боролось,
Сияло и рвалось.
И зелень глаз моих, и нежный голос,
И золото волос.

И будет жизнь с ее насущным хлебом,
С забывчивостью дня.
И будет все — как будто бы под небом
И не было меня!

Изменчивой, как дети, в каждой мине,
И так недолго злой,
Любившей час, когда дрова в камине
Становятся золой.

Виолончель, и кавалькады в чаще,
И колокол в селе…
— Меня, такой живой и настоящей
На ласковой земле!

К вам всем — что мне, ни в чем не знавшей меры,
Чужие и свои?! —
Я обращаюсь с требованьем веры
И с просьбой о любви.

И день и ночь, и письменно и устно:
За правду да и нет,
За то, что мне так часто — слишком грустно
И только двадцать лет,

За то, что мне прямая неизбежность —
Прощение обид,
За всю мою безудержную нежность
И слишком гордый вид,

За быстроту стремительных событий,
За правду, за игру…
— Послушайте! — Еще меня любите
За то, что я умру.

1913 г.


#თარგმანები

მთარგმნელისაგან:
    გუშინ გიამბეთ, ანა ახმატოვას  ცხოვრებაში ერთადერთხელ, (1941 წლის 7-8 ივნისს) შეხვდა  მარინა ცვეტაევა-მეთქი.
    მოდით, ბოლომდე დავაზუსტოთ!
  როგორც ე. ჩუკოვსკაია იგონებს,  იგი ანას მოსკოველ მეგობრის  - ვიქტორ არდოვის სახლში  მეორე დღესაც მისულა  და შედარებით შეუბოჭავად ეჭირა თავიო.
  მათ შორის ასაკობრივი სხვაობა  დიდი არ იყო, სულ სამი წელი, მაგრამ დასაწყისიდან,  კარგა ხანს ანა ერთპიროვნულად დედოფლობდა, მოგვიანებით კი  ახლობლებში გულისტკივილით აღნიშნავდა, ახლა ჩემს ლექსებს ნაკლებად ეტანებიან, ცვეტაევასნაირები მოსწონთო,
      ხოლო ცვეტაევა აღტაცებულ ლექსებს, …მეტიც,  ლექსების ციკლს  გაცნობამდე  დაახლოებით ოცდაათი წლით ადრე - გასული საუკუნის ათიანი წლებიდან უძღვნიდა ანას  - საკუთარი წარმოსახვის ნაყოფს -  დედოფალს პოეზიისა.
    მარინას ანასადმი პიეტეტი არასოდეს განელებია, თუმცა მათ დისტანციურ ურთიერთობაში მაინც ჩნდებოდა(!) წვეტიანი მომენტები, რაც  ენების მიტან-მოტანისა და საერთო ნაცნობების ,, დამსახურება” იყო.
  საერთო ნაცნობ-მეგობარი  კი მართლაც  არაერთი ჰყავდათ,  ერთმანეთთან მიმოწერაც ჰქონდათ და  ამ მხრივ მარინა უფრო აქტიურობდა, ანა მუდამ უგვიანებდა პასუხს და  მერე თავაზიანად ებოდიშებოდა,  რამე ასეთს მისწერდა, “დისგრაფია მჭირსო”.
  ერთიც იყოს:
    როცა ანა ახმატოვა მოსკოვში უნდა ჩასულიყო, რომ  ძველი კავშირები გამოეყენებინა და კონტრრევოლუციონურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი,  დაპატიმრებული ერთადერთი ვაჟის  - ლევ გუმილიოვის გამოხსნა ეცადა რამენაირად,  ეს ბ. პასტერნაკმა აცნობა ცვეტაევას და  პოეტესების  ის ცივი შეხვედრაც მისი მცდელობით შედგა.
    ისე,  წარმოიდგინეთ, რა მძიმე ფსიქოლოგიური მომენტია ანასთვის.  თავი გასჭირვებია და ამ დროს  მხურვალე თაყვანისმცემელთან  უსასრულოდ გაწელილ პირისპირ შეხვედრას უნდა გაუძლოს!
    მანამდე ცხოვრებას არც მარინასთვის დაუკლია  მძიმე განსაცდელი, მაგრამ შეხვედრის დროს ამაზე სიტყვა არ თქმულა, არც ანას და მით უფრო არც მარინას მხრიდან, ხელიც არ ჩამოურთმევიათო.

  ახმატოვასადმი მიძღვნილი მარინას ლექსებიდან ეს ერთი  შევარჩიე:
“არ რუსულად ” აღნაგი სხეული,  მხრებზე - თურქული შალი,  მანტიასავით რომ მოსჩანს -  ეს  შტრიხები  მკითხველის წარმოსახვაშიც  ანას დედოფლურ,  გრაფიკულ პორტრეტს ქმნის.
    ამ ადრეული ლექსის ორიგინალში უკვე გამოვლენილია მარინა ცვეტაევას  პოეტური სტილისთვის  ნიშნეული  მღელვარე რიტმულ - ინტონაციური,  ინდივიდუალურობა,  სათქმელის გადმოცემისას განუმეორებლობა  -  . ბოლომდე ართქმის შეუდარებელი ხელოვნება, (“искусство недосказанности”), როცა ზოგჯერ გამოტოვებულია ლოგიკური ჯაჭვის მთავარი რგოლიც კი. 
 

მარინა ცვეტაევა

ანა ახმატოვას

ვიწრო, არ-რუსულად აღნაგი    სხეული -
ძირს ფოლიანტია.
თურქული შალი კი  მხრებზე მოხვეული,
დაეშვა მანტიად.
თქვენი გამოსახვა სულ ერთი წყვეტილით,
შავით  შეიძლება.
ლხინში - სიცივეა,  დარდი დაწრეტილი -
ლხინით  შეიცვლება.
თქვენი ცხოვრება  კი - კანკალს შეუპყრია, წასვლას  რით  ემონოს?
ასე მოღრუბლული -  ეს კუშტი შუბლია  -
ჭაბუკი  დემონის.
ყველა მიწიერით თავი შეიქციოთ,
თქვენთვის იოლია.
და უიარაღოდ  ლექსი რომც აქციოთ,
გულში გაგვჭოლია.
ხუთის თხუთმეტია. ნელ- ნელა თენდება  გარეთ
და  მარტო ვარ.
მე თქვენ შეგიყვარეთ,
ანა ახმატოვა!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

1915

Марина Цветаева

Анне Ахматовой

Узкий, нерусский стан —
Над фолиантами.
Шаль из турецких стран
Пала, как мантия.
Вас передашь одной
Ломаной черной линией.
Холод — в весельи, зной —
В Вашем унынии.
Вся Ваша жизнь — озноб,
И завершится — чем она?
Облачный — темен — лоб
Юного демона.
Каждого из земных
Вам заиграть — безделица!
И безоружный стих
В сердце нам целится.
В утренний сонный час,
— Кажется, четверть пятого, —
Я полюбила Вас,
Анна Ахматова

1915

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი