მარინა ცვეტაევა - ყველა ცისგან და მიწისგან
მარინა ცვეტაევა ყველა ცისგან და მიწისგან *** ყველა ცისგან და მიწისგან ბრძოლით გიხსნი, ტყვევ! რადგანაც აკვნად - ტყე მერგუნა და საფლავად - ტყე. რადგანა ვდგავარ ამ მიწაზე ცალი ფეხით მე, რადგანაც მე ვარ სხვების მჯობი შენი მეხოტბე. მე ბრძოლით გიხსნი ყველა დროის, ყველა ღამისგან, სუყველა ოქროს ალმისაგან, ყველა ხმლისაგან, მე გადავაგდებ გასაღებს და ძაღლებს გავყრი, მძაგს, რადგანაც ღამით მიწიერით ვჯობნი ერთგულ ძაღლს. მე ბრძოლით გიხსნი ყველასაგან - დავცემ იმას, ერთს, ყველას, სასიძოდ შენს მოსურნეს, ცოლად - ჩემს მსურველთ. იმ, ბოლო კამათს მე მოვიგებ, შენ კი იყუჩე, თვით იაკობთან ღამით მდგომსაც ადგილს მივუჩენ! მე ვიდრე მკერდზე დაგიკრეფდე ხელებს, დაგთმობ არ - ეს რა წყევლაა! - თავთან რჩები - როცა მიდიხარ. ეთერისკენ აფრინდები, ორ ფრთას გაშლი მშვენს. რადგანაც აკვნად სამყარო გაქვს, სამარედაც - შენ! (თარგმანი ნინო დარბაისელისა) მთარგმნელისაგან: ლექსის ბოლო ტაეპების აზრი ცოტა ძნელი აღსაქმელი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც ან არ იცის, ან არ ახსოვს ცნობილი ბიბლიური ეპიზოდი ღვთის ანგელოზთან მორკინალი იაკობისა… თუმცა ,,დიდოსტატის მარჯვენიდან” ხომ მაინც გაახსენდებათ. Марина Цветаева Я тебя отвоюю у всех земель, у всех небес… Я тебя отвоюю у всех земель, у всех небес, Оттого что лес — моя колыбель, и могила — лес, Оттого что я на земле стою — лишь одной ногой, Оттого что я тебе спою — как никто другой. Я тебя отвоюю у всех времён, у всех ночей, У всех золотых знамён, у всех мечей, Я ключи закину и псов прогоню с крыльца — Оттого что в земной ночи́ я вернее пса. Я тебя отвоюю у всех других — у той, одной, Ты не будешь ничей жених, я — ничьей женой, И в последнем споре возьму тебя — замолчи! — У того, с которым Иаков стоял в ночи. Но пока тебе не скрещу на груди персты — О проклятие! — у тебя остаешься — ты: Два крыла твои, нацеленные в эфир, — Оттого что мир — твоя колыбель, и могила — мир!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი