მარინა ცვეტაევა - მცდელობა ეჭვის
მარინა ცვეტაევა მცდელობა ეჭვის - - - - - - - - - - - - - სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, ნეტა, ადვილია, არა ? - ნიჩბის გაკვრა! - სანაპირო ზოლი გაიმეტეთ. ნუთუ ხსოვნა ისე მალე გაქრა, რომ კუნძული აღარც გაგონდებით, მოცურავე (წყლებში არა - ცაზე). სულნო, სულნო! უნდა დარჩეთ დები, საყვარლობა არ გეღირსათ - ასე! სხვასთან როგორ გეცხოვრებათ? ქალი მარტივი გყავთ, ძლებთ უღვთაებებოდ? ჩამოაგდეთ ტახტით დედოფალი (ჩამობრძანდა და თვით მოგეგებათ). სხვასთან როგორ გეცხოვრებათ - წვალობთ - თუ გიდგებათ - გული? გეკვრით? დავობთ? საზიზღრობის საზღოს - სანაცვალოდ როგორ იხდით, ნეტა, საცოდავო? ,,გულყრები და ხელშეშლები კმარა, საქირაოდ ბინას შევარჩევო" სხვასთან როგორ გეცხოვრებათ - ქმარად ერთ რიგითთან, თქვენ, რჩეულო, ჩემო! უფრო ნაჩვევს, შესაჭმელად ადვილს შეეგუეთ სარჩოს? არაფერი... მსგავსთან როგორ მორგებიხართ ადგილს! სინაის მთა ნანგრევს დააფერეთ. სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, უცხო და ყოფითი - ნეკნით შეიყვარეთ? და არ გიწვავთ შუბლს სირცხვილის სიცხე, ლაგამი რომ გექაჩებათ მწარედ? სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, - იცით? გემღერებათ - როგორ? გამოგიდით? წყლულს სინდისის, ნეტა, მარადისის, საცოდავო, უმკლავდებით რითი? სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, მდარე საქონელთან? იაფია - ღალა? თქვენ, კარარის მარმარილოს მერე, თაბაშირის დანაფხვენთან ღალატს იტანთ? (ღმერთი, ქვაში გამოთლილი ერთიანად დაილეწა ასე!) სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, ლილიტს გიჯობთ ქალი მეასიათასე! დაგანაყრათ ამ სიახლემ ბაზრის? არ გიზიდავთ უკვე ჯადოსნობა. სხვასთან როგორ გეცხოვრებათ? - აზრით? შეგრჩათ ქალი უმეექვსეგრძნობო? თავზე ხელი: ბედმა მართლა გარგოთ? არა? კარგავთ უფსკრულს მყოფი იმედს? სხვასთან როგორ გეცხოვრებათ, კარგო - უმძიმესად თუ ჩემსავით მძიმედ? (თარგმანი ნინო დარბაისელისა) ПОПЫТКА РЕВНОСТИ Как живется вам с другою, - Проще ведь? - Удар весла! - Линией береговою Скоро ль память отошла Обо мне, плавучем острове (По небу - не по водам!) Души, души! быть вам сестрами, Не любовницами - вам! Как живется вам с простою Женщиною? Без божеств? Государыню с престола Свергши (с оного сошед), Как живется вам - хлопочется - Ежится? Встается - как? С пошлиной бессмертной пошлости Как справляетесь, бедняк? "Судорог да перебоев - Хватит! Дом себе найму". Как живется вам с любою - Избранному моему! Свойственнее и съедобнее - Снедь? Приестся - не пеняй... Как живется вам с подобием - Вам, поправшему Синай! Как живется вам с чужою, Здешнею? Ребром - люба? Стыд Зевесовой вожжою Не охлёстывает лба? Как живется вам - здоровится - Можется? Поется - как? С язвою бессмертной совести Как справляетесь, бедняк? Как живется вам с товаром Рыночным? Оброк - крутой? После мраморов Каррары Как живется вам с трухой Гипсовой? (Из глыбы высечен Бог - и начисто разбит!) Как живется вам с сто-тысячной- Вам, познавшему Лилит! Рыночною новизною Сыты ли? К волшбам остыв, Как живется вам с земною Женщиною, без шестых Чувств? Ну, за голову: счастливы? Нет? В провале без глубин - Как живется, милый? Тяжче ли - Так же ли - как мне с другим?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი