მარინა ცვეტაევა - *** (კიდევ და კიდევ)
#თარგმანები ეს - მერამდენედ! ცვეტაევას ეს ლექსიც სხვადასხვა დროს ორჯერ მითარგმნია და ორივე ვიპოვე! *** მთარგმნელისაგან: ეს - ახალი თარგმანია. ძველს ვეძებ და როცა ვიპოვი, კომენტარში დავდებ. ამ თემას ცვეტაევა არაერთხელ დაბრუნებია. საყურადღებოა ოქსიომორონული ტროპი, ასევე ნაცვალსახელურ გამეორებათა სიჭარბე - ექსპრესიის გასაძლიერებლად. მარინა ცვეტაევა კიდევ და კიდევ კიდევ და კიდევ თხზეთ სიმღერები ჯვარცმაზე ჩემზე, ნუ დაეჭვდებით, კიდევ და კიდევ, ამ გახელებით თითებზე ჩემზე კოცნეთ ბეჭდები! ეს დამემართა შუა ზამთარში, თითქოს ეჭექოს უეცრად ცაზე, თითქოს მხეცს სჭირდეს სიჩვილე თარსი ან მუნჯი იქცეს მეტყველად ასე. მე მზე მინათებს - შუაღამისას! შუადღეს - მნათი დამემდურება! მე თავზე ტალღებს მაყრის თავისას ჩემი ლამაზი უბედურება. მე თავზე მადგას მკვდარი აღმდგარი, მე საშინელი მაქვს განაჩენი! საქონდაქრისკენ მომიხმობს ზარი, არქანგელოზნი მიძღვიან ჩემი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Еще и еще песни… Еще и еще песни Слагайте о моем кресте. Еще и еще перстни Целуйте на моей руке. Такое со мной сталось, Что гром прогромыхал зимой, Что зверь ощутил жалость И что заговорил немой. Мне солнце горит — в полночь! Мне в полдень занялась звезда! Смыкает надо мной волны Прекрасная моя беда. Мне мертвый восстал из праха! Мне страшный совершился суд! Под рев колоколов на плаху Архангелы меня ведут. 1916 г. *** მარინა ცვეტაევა კიდევ და კიდევ *** კიდევ და კიდევ სიმღერები ჩემს ჯვარზე შეთხზეთ; კიდევ და კიდევ ეს ბეჭდები კოცნეთ თითებზე. რა დამემართა, ვერ ვერევი მე ზამთრის ქუხილს, სიბრალულს მხეცთა, მუნჯის - ენისამომდგმელ წუხილს. მე მზე მინათებს შუაღამის, დღით - მნათი ჩნდება. ტალღად დამივლის ჭირის ჩემის მშვენიერება. ჩემთვის ფერფლისგან აღდგა მკვდარი მკაცრ სამსჯავროზე. ზარში მზადა აქვთ საქონდაქარე არქანგელოზებს. 1916 г. Марина Цветаева Еще и еще песни… Еще и еще песни Слагайте о моем кресте. Еще и еще перстни Целуйте на моей руке. Такое со мной сталось, Что гром прогромыхал зимой, Что зверь ощутил жалость И что заговорил немой. Мне солнце горит — в полночь! Мне в полдень занялась звезда! Смыкает надо мной волны Прекрасная моя беда. Мне мертвый восстал из праха! Мне страшный совершился суд! Под рев колоколов на плаху Архангелы меня ведут. 1916 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი