იგორ სევერიანინი - პოეზა ყოფის უცბაურიბათა შესახებ


იგორ სევერიანინი

პოეზა  ყოფის უცნაურობათა შესახებ

ხვდებიან, რათა  ისევ დაშორდნენ,
ყვარობენ, რათა გადაიყვარონ…
მინდა,  ხარხარი მევე მახრჩობდეს
და მივატოვო  - ყოფის სამყარო…

ფიცს სდებენ, რათა გატეხონ ფიცი…
ნატრობენ, - ნატვრის მოკვლა არ უჭირთ…
ო, ვაი იმას, ვინც მართლა იცის,
ყველა სიამე  რომ არის ფუჭი.

სოფელში ნატრობ, ქალაქს მიენდო…
კვლავ  სოფელს ელტვი ქალაქს ჩასული…
და სულ  სახე  ჩანს ადამიანთა,
ადამიანის არსად ჩანს სული.

რა უგვანოა ხშირად მშვენება,
და უგვანოს კი  მშვენება ამკობს…
სიმდაბლე სათნოდ მოგეჩვენება
და ბოროტია  ბაგე უმანკო…

ვით  შევიკავო    ახარხარება,
არ ვღრიალებდე, ცხოვრება ქრება,
როს განშორება  ადვილი ხდება,
ადვილი ხდება  გადაყვარება?!

1916

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

მთარგმნელისაგან

ეს ლექსი ი. სევერიანინის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება.
ჩემი მეგობრების უმრავლესობა შესანიშნავადაც იცნობს, ბევრმა ზეპირადაც იცის და მათთვის ზედმეტი იქნებოდა შეხსენება, რომ  სათაურში პოეზა კორექტურა კი არაა,  გასულ საუკუნეში ასე უწოდებდნენ  სახეობას რუსული  ლექსისა,  რომელსაც მცირე ზომა ჰქონდა, ტრადიციული ფორმა და ლირიკული შინაარსი.  ამ ტერმინს ალ. ბლოკიც იყენებდა…. მაგრამ  ყველა ჩემი მეგობარი ხომ ლიტმცოდნე არაა, მათ შეიძლება არ იცოდნენ.
    სტრიქონები ლექსისა, სადაც სიმახინჯის,  უგვანობისა და მშვენიერების შესახებაა საუბარი:

რა უგვანოა ხშირად მშვენება,
და უგვანოს კი  მშვენება ამკობს.

არა მხოლოდ ფრთიან გამონათქვამადაა ქცეული, არამედ სიმახინჯის ესთეტიკის ფორმულადაც მიიჩნევა.
    ვეცადე, თარგმანში გადმომეტანა გამომსახველობითი საშუალებანი, რომელთა შორისაც ოქსიუმორონი - ყველაზე თვალშისაცემია.

ИГОРЯ СЕВЕРЯНИН

Поэза странностей жизни

Встречаются, чтоб разлучаться…
Влюбляются, чтоб разлюбить…
Мне хочется расхохотаться,
И разрыдаться - и не жить!

Клянутся, чтоб нарушить клятвы…
Мечтают, чтоб клянуть мечты…
О, скорбь тому, кому понятны
Все наслаждения тщеты!..

В деревне хочется столицы…
В столице хочется глуши…
И всюду человечьи лица
Без человеческой души…

Как часто красота уродна
И есть в уродстве красота…
Как часто низость благородна
И злы невинные уста.

Так как же не расхохотаться,
Не разрыдаться, как же жить,
Когда возможно расставаться,
Когда возможно разлюбить?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი