ანა ახმატოვა - გული გულზე


ანა ახმატოვა

გული გულზე

გული გულზე  როდი არის გადაბმული, 
თუკი გინდა - წადი!
ბევრი ელის თავის გზაზე სიხარული,
ვინც ნებაზე  დადის.

არც ვტირივარ, არც საყვედურს ვამბობ არცერთს,
როდის მქონდა ბედი.
ნუღარ მკოცნი,  მე ძალიან დავიქანცე, -
 სიკვდილს მიუხვედი!

ჩაუვლიათ   დღეებს, მწარე ტანჯვით  უხვებს, 
თეთრ ზამთარსაც ჩვეულს.
რით სჯობიხარ, რით სჯობიხარ, მიპასუხე,
სხვას, ჩემსავე  რჩეულს?

1911
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Анна Ахматова  - Сердце к сердцу


Сердце к сердцу не приковано,
Если хочешь - уходи.
Много счастья уготовано
Тем, кто волен на пути.

Я не плачу, я не жалуюсь,
Мне счастливой не бывать.
Не целуй меня, усталую,-
Смерть придется целовать.

Дни томлений острых прожиты
Вместе с белою зимой.
Отчего же, отчего же ты
Лучше, чем избранник мой?

1911


ესეც იმ  შემთხვევებიდანაა,
თარგმნილი რომ მქონია და არ მახსოვდა. ძველი თარგმანი ასეთი მქონდა:

ანა ახმატოვა - გული გულს

მთარგმნელისაგან:
1910 წელს ანა ახმატოვამ და ნიკალაი გუმილიოვმა კიევთან ახლოს, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში  ჯვარი დაიწერეს. მერე  - პარიზში წავიდნენ საქორწინო მოგზაურობაში ( იქაურ ამბებზე ხომ  ვისაუბრეთ ამას წინათ)
  გასათხოვარ ანას თაყვანისმცემლები არ აკლდა, თუმცა მაშინ როგორც პოეტს, სახელი ჯერ კიდევ არ ჰქონდა განთქმული.
გადაეკიდა ეს გუმილიოვი, აღარ მისცა გასაქანი, ვიდრე ცოლად შეირთავდა და დაიწერეს თუ არა ჯვარი, თითქოს  დღე ღამედ შეიცვალა, სრულიად გაცივდა ანას მიმართ.
   1911 წელს შექმნილი ეს  უპოპულარულესი ლექსი 1912 წელს  - ანას  პირველ პოეტურ კრებულში შევიდა (კრებულს ერქვა  “საღამო”)
 ადრესატი კი გუმილიოვი ჩანს, მაგრამ ლექსის   ბოლო სტროფში ვინმე ,, რჩეულის”   გამოჩენა მაფიქრებინებს, რომ არსებობდა ვიღაც, ვისაც ანა  დაშორდა გუმილიოვის გამო და ნანობს, ნეტა იმას რითი სჯობიხარო.
  “რჩეულში”ვინ იგულისხმება,  არც მე ვიცი და ვერც სხვისი პასუხი ვიპოვე.
ალბათ იქნება სადმე.
ოოო, ეს ქალური ჭორთმოყვარეობა 😀😀😀

ანა ახმატოვა

გული გულს

***
 გული გულს ძალით  ვერ მიებმება,
წადი, თუ წასვლა გწადის.
ელის მრავალი  ბედნიერება,
ვინც  თავის ნებით დადის.

ტირილი არა, ყვედრებაც არა.
ან ბედი მქონდა როდის.
ნუ მკოცნი დაღლილს, ამდენი კმარა, სიკვდილის  კოცნა მოდის. 

მძიმე დღეები გადავიტანე,
 თეთრი ზამთრების ღამე,
რატომ  სჯობიხარ, რატომ ნეტავი,
ჩემს რჩეულს? გამაწამე.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი