ანა ახმატოვა - ნიკალაი გუმილიოვი - ორივე, როგორც ბრმა ბავშვები


ორივე, როგორც ბრმა ბავშვები - ახმატოვა, გუმილიოვი 

მთარგმნელისაგან:

სახლის  პოეტური კონცეპტი ანა ახმატოვას პოეზიაში საფუძვლიანადაა შესწავლილი.
    როგორც წესი,  მასთან სახლი წარმოგვიდგება სივრცედ, რომელშიც განშორების მერე რჩება სიყვარული, ხოლო ახმატოვას ლირიკული სუბიექტი ტოვებს მას,  იხსენებს რა მის ცალკეულ დეტალებს.       
    ახმატოვასთან ფერით მარკირებულია  - თეთრი სახლი და წითელი სახლი.
    საერთოდ, თეთრი  ფერის სიმბოლიკა მის პოეზიაში გამორჩეულია.
  არსებობს რამდენიმე ვერსია ამ ლექსის ადრესატის  ვინაობის შესახებ. თითოეულ ამ ვერსიას მოეძევება რეალიები,  ნიშნები, რომელიც “ვერ ერგება”  ლექსით გადმოცემულ. პოეტურ რეალობას.
  მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ მიმართებაზე  ,, ტვოითი” გამოხატულ ადრესატსა და  სახლს შორის; თვლიან, რომ სახლის, როგორც სიყვარულის ტოპოსის გამოკვეთა ხდება ამ ლექსშიც.  ლექსის დასაწყის ორ ტაეპში იქმნება სიტუაცია, რომელშიც განშორება  ადრესატიდან - სახლზე მეტონიმიურად გადადის, პირველი ვიზიონი სახლს უკავშირდება, ამის მერე ჩნდება დასაწყისში ნაცვალსახელით აღნიშნული ადრესატი, რომელიც არაერთი ქალის მუზა ყოფილა, მაგრამ ღირსეულად მხოლოდ ახმატოვას შეუძლია მისი ქება,  ამას მოსდევს ,, დობილი”, რომლისთვისაც ადრესატს სამოთხისმაგვარი საცხოვრისი მოუწყვია და ბოლო ორ სტრიქონში გარკვეულად ნიშნისმოგებითი თუ ყვედრებითი  ინტონაციით ჩნდება ლირიკული სუბიექტი, რომელიც კნინ როლშია წარმოდგენილი - ვაჭრად, რომელიც ყიდის უძვირფასეს საქონელს - ადრესატის სიყვარულსა და სინაზეს.
  ერთი კვირაც არ იქნება,  ვისაუბრეთ ახმატოვას სანკტ პეტერბურგულ,  მწარე გატაცებაზე -  ნიკოლაი ნედობროვოზე და  მისი ფოტოც დავდეთ. ვისაუბრეთ სილამაზით განთქმული მისი ცოლის ხელებზეც, შეგვეძლო ჩაგვეთვალა, რომ აქაც მას ვხვდებით…
    მაგრამ ახმატოვას პოეტურ სტილს ზოგადად ახასიათებს  არა მხოლოდ  ადრესატის, არამედ  მეტოქის ,,შემოყვანა “ , ლექსში რაიმე ერთი მხატვრული  დეტალით, შემოხაზვა და ეს შესაძლოა, რეალობასთან შორეულ კავშირში იყოს, ან საერთოდ არ უკავშირდებოდეს მას.
  მკვლევართთა ერთ ნაწილს ეს აფიქრებინებს, რომ  ეს  - ახმატოვასთვის განშორების თემის  კიდევ ერთი შესანიშნავი დამუშავებაა.

ანა ახმატოვა

შენს  თეთრ სახლს

შენს თეთრ სახლს და წყნარ ბაღს  მალე გავეცლები.
დე, იყოს  ცხოვრება  უდაბნო, ნათელი!
შენ ერთი,  მხოლოდ შენ გადიდო,  ვეცდები,
როგორც ვერ შესძლებდა  საქალეთი მთელი.

დღემდე გხსომებია ძვირფასი დობილი,
შეუქმენ სამოთხე და  ფიქრობ  იმაზე.
მე უცხო საქონელს ვყიდი  მონდობილი,
- სიყვარულს შენსას და შენეულ სინაზეს!

1913
სანკტ პეტერბურგი

(კრებულიდან ,, თეთრი ქარავანი” 1917)

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова  - Твой белый дом и тихий сад оставлю

Твой белый дом и тихий сад оставлю.
Да будет жизнь пустынна и светла.
Тебя, тебя в моих стихах прославлю,
Как женщина прославить не могла.

И ты подругу помнишь дорогую
В тобою созданном для глаз ее раю,
А я товаром редкостным торгую –
Твою любовь и нежность продаю.

1913

#თარგმანები

მთარგმნელისაგან:

ეს ლექსი რომ არ მეთარგმნა, არაფრით არ შეიძლებოდა.
გუშინ ანა ახმატოვას ცნობილი ლექსი დავდე, შენი თეთრი სახლიო და წინ პატარა განმარტება დავურთე იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს სახლის პოეტური კონცეპტი  და თეთრი ფერის სიმბოლიკა ახმატოვასთან. ვისაუბრე სავარაუდო ადრესატის შესახებ და გუმილიოვი,  1913 წელს მისი ოფიციალური ქმარი არც კი მიხსენებია.
    მქონდა წონიანი მიზეზი და იმიტომ.
    თუ ვინმეა გამოსარიცხი სავარაუდო ადრესატებიდან, პირველ რიგში ნიკოლაი, ორი ისტორიული რეალიის გამო.
    1. ანას აქა-იქ,  მეგობრებთან საცხოვრებლად გაჩერება და მოგზაურობაც უყვარდა, მაგრამ ძირითადი სახლი გათხოვებიდან განქორწინებამდე -  1918 წლამდე  ნ. გუმილიოვთან ჰქონდა და ის,  იმ დროინდელი სტანდარტებით,  უზარმაზარი ხის სახლი,  რომელშიც ამჟამად ორივეს მუზეუმია,  არც თეთრი იყო და არც წითელი, ,,ხისფერი” იყო.  (იხ ფოტო).
2. და რაც მთავარია, იმ დროს (1913) მათი ურთიერთობა,  ცილქმრობის მიუხედავად შეწყვეტილია, გუმილიოვი  საერთოდ წასულია იმ სახლიდან, ვიღაც მსახიობმა ბავშვი გაუჩინა და მისით არის დაკავებული.
    საერთოდ,  ამ წყვილს ასეთი ცხოვრება ჰქონდა 1918 წლამდე.
    ანასადმი მიძღვნილი ეს  ბოლო ლექსი გუმილიოვისა,  საუკუნეა, ცნობილ რომანსადაა ქცეული  და მას ,,მოწამლულ სისხლად” იცნობენ.  რაკი გახალხურებულია, ავტორად გუმილიოვი  ხშირად არც  კი მოიხსენიება.
    ვეცადე,  რიტმი და მელოდია ისე გადმომეტანა, ვინმეს ქართულად რომ დასჭირდეს იმ რომანსის გიტარაზე სიმღერა, ზუსტად გამოადგეს.

ნიკალაი გუმილიოვი

კვლავ  ერთფეროვნად
(“მოწამლული სისხლი”)

კვლავ ერთფეროვნად მოკიაფეს
ვგრძნობ დღეებს  ტკივილებიანს.
თითქოსდა  ვარდი  ფურცლებს აფენს
და ბულბულები კვდებიან.

მაგრამ ის ქალიც დარდიანობს,
სიყვარული რომ  ინება.
ატლასის კანქვეშ  ვიცნობ ნაგრძნობ
მოწამლულ სისხლის დინებას.

და რაკი ნატვრას არ ვეშვები,
მაცოცხლებს ერთი ოცნება:
ორივე, როგორც ბრმა ბავშვები,
ავალთ, მთაგრეხილს ავცდებით.

სად თხები ხტიან მარტოოდენ,
თეთრი ღრუბლეული მიღელავს.
რომ  დამჭკნარ ვარდებში  გაისმოდეს
მკვდარი ბულბულების  სიმღერა.

1917

( მთარგმნელი ნინო დარბაისელი)

Однообразные мелькают

Однообразные мелькают
Все с той же болью дни мои,
Как будто розы опадают
И умирают соловьи.

Но и она печальна тоже,
Мне приказавшая любовь,
И под ее атласной кожей
Бежит отравленная кровь.

И если я живу на свете,
То лишь из-за одной мечты:
Мы оба, как слепые дети,
Пойдем на горные хребты,

Туда, где бродят только козы,
В мир самых белых облаков,
Искать увянувшие розы
И слушать мертвых соловьев.

1917 г.

ეს ლინკი მისთვის, ვისაც უნდა, მეტი იცოდეს

https://prescott10.livejournal.com/14184.html

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი