მარინა ცვეტაევა - ოფელია - დედოფლის დასაცავად
#თარგმანები მთარგმნელისაგან: ვიპოვე. 2020-ში მითარგმნია. ეს ლექსი მარინა ცვეტაევას შედევრთა რიგს მიეკუთვნება. თითქოს რაღა უნდა თქმულიყო ჰამლეტზე. შექსპირის მარადაქტუალურ პერსონაჟზე. მარინამ, რომლისთვისაც შექსპირი ბავშვობიდანვე თეზაურუსის ნაწილს წარმოადგენდა, სრულიად მოულოდნელი მხრიდან გახსნა იგი. ყოველი სახე, ფრაზა, ყოველი სინტაგმა ლექსისა ემოციური პიკიდან ჟღერს. ეს არის მარინა- ოფელიას მკაცრი ქალური განაჩენი ჰამლეტისადმი და მე ვიტყოდი, ზოგადად კაცთა მოდგმისადმი. ცხადია, აქ დადებამდე - ნაპოვნი კიდევ ერთხელ წავიკითხე და შემძრა - რამ დააწერინა ეს! მარინა ცვეტაევა ოფელია - დედოფლის დასაცავად - - - შენ, პრინცო ჰამლეტ! საკმარისია მატლდახვეული გვამის წვალება...შეხედე ვარდებს! დაფიქრდი ქალზე, დღეებს ითვლის იგი ეული - უკანასკნელი დღე-ღა ადარდებს. შენ პრინცო ჰამლეტ, საკმარისია, დედოფლის ჩვენის წიაღს ნიადაგ მსაჯულად სდევდე!.. ქალუნახავებს ვინ ჰკითხავს ვნებას! თვით ფედრას - შვენის - იმ დამნაშავეს - ნამღერი დღემდე. და უმღერებენ!... თქვენ კირის, ხრწნილის ნიადაგის, - ემწარესიტყვეთ - ძვლებიან ნარევს... თქვენ პრინცო ჰამლეტ! ვინ ჰკითხავს თქვენს გონს, რომ განიკითხოს სისხლი მდუღარე! მაგრამ თუ... ფრთხილად! ...საფლავის ქვიდან წამოვიმართე, - საძინებელში, თქვენთან - ჟინი ვიდრე მექნება, დედოფლის დაცვა რადგანაც მმარათებს, კიდეც დავიცავ - მარად უკვდავი მე, თქვენი ვნება. 28 თებერვალი 1923 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева ОФЕЛИЯ — В ЗАЩИТУ КОРОЛЕВЫ Принц Гамлет! Довольно червивую залежь Тревожить... На розы взгляни! Подумай о той, что — единого дня лишь — Считает последние дни. Принц Гамлет! Довольно царицыны недра Порочить... Не девственным — суд Над страстью. Тяже́ле виновная — Федра: О ней и поныне поют. И будут! — А Вы с Вашей примесью мела И тлена... С костями злословь, Принц Гамлет! Не Вашего разума дело Судить воспаленную кровь. Но если... Тогда берегитесь!.. Сквозь плиты — Ввысь — в опочивальню — и всласть! Своей Королеве встаю на защиту — Я, Ваша бессмертная страсть.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი