კონსტანტინე სიმონოვი - დამელოდე
კ. სიმონოვი დამელოდე - - დამელოდე, დავბრუნდები, ოღონდ მტკიცედ დამელოდე, დამელოდე, გთხოვ, წვიმები ყვითელ დარდებს ცრიდნენ ოდეს. დამელოდე, თუნდ მოთოვოს, დამელოდე, დაცხეს ანდა, დამელოდე, მიმატოვოს ფიქრში ყველამ, ვინც კი მყავდა. დამელოდე, თუნდ შორიდან ვერ აღწევდეს ბარათები. დამელოდე, თუ გაბეზრდა სხვა ლოდინით, ნუ შეკრთები. დამელოდე, დავბრუნდები, გთხოვ, სიკეთით რომ აივსო მათთვის მუდამ, ვინც რწმუნდება, დავიწყების დრო არისო. დაე, შვილმაც, დედაჩემმაც დაიჯეროს წასვლა ჩემი, ვინც ცოცხალი გადარჩება, ცეცხლს მიუსხდნენ ძმაკაცები. მწარე ღვინოს მიეძალონ, ჩემი სულის შესანდობარს. მათთან ერთად არ დაცალო, შენც სასმისი, გქონდე ნდობა. დამელოდე, დავბრუნდები. ყველა სიკვდილს დავძლევ მართლა. ჩემთვის ვერ დანალოდები ყველა იტყვის: გაუმართლა. ვერასოდეს გაიგებენ როს აღწევდა ცეცხლი ცამდი, ხსნად ლოდინი მომაგებე, მაგ ლოდინით შენ მიცავდი. რით გადავრჩი, ქვეყანაზე სხვას ვისა აქვს ცოდნის ნება! მოლოდინით ასე სავსეს შენ ვერავინ შეგედრება. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) ЖДИ МЕНЯ Жди меня, и я вернусь. Только очень жди, Жди, когда наводят грусть Желтые дожди, Жди, когда снега метут, Жди, когда жара, Жди, когда других не ждут, Позабыв вчера. Жди, когда из дальних мест Писем не придет, Жди, когда уж надоест Всем, кто вместе ждет. Жди меня, и я вернусь, Не желай добра Всем, кто знает наизусть, Что забыть пора. Пусть поверят сын и мать В то, что нет меня, Пусть друзья устанут ждать, Сядут у огня, Выпьют горькое вино На помин души... Жди. И с ними заодно Выпить не спеши. Жди меня, и я вернусь, Всем смертям назло. Кто не ждал меня, тот пусть Скажет: - Повезло. Не понять, не ждавшим им, Как среди огня Ожиданием своим Ты спасла меня. Как я выжил, будем знать Только мы с тобой, - Просто ты умела ждать, Как никто другой. К.Симонов, 1941
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი