მარინა ცვეტაევა - დეკემბერი და იანვარი
#თარგმანები მთარგმნელისაგან - ამ მცირე, უთარიღო ლექსში (სავარაუდოდ - 1906- 1920) კარგადაა გამოვლენილი მარინა ცვეტაევას პოეტური ენის ძირითადი ნიშნები - უაღრესად სადა, არაორნამენტული ლექსიკა, გრაფიკულად, შტრიხით, მაქსიმალურად კომპაქტური ფორმით გადმოცემული დიდი განცდა; ლექსიკური გამეორება, მაგრამ ამით ანტითეზისის შექმნა, - როგორც პოეტური ტროპის სახეობა, სათქმელის პოეტური ვერბალიზაციისგან თავის შეკავება - ბოლომდე ართქმა/არგამოთქმა და ამით მკითხველისთვის როგორც თანა - შემოქმედისთვის, მაქსიმალური სივრცის დატოვება… ძალზე მარტივია ამ ლექსის თარგმნა ქართული ენისთვის, მეტადრე პოეტურისთვის ნიშნეული მოქნილობით, მაგრამ ეს ცვეტაევა - აღარ, დარბაისელი იქნებოდა. მარინა ცვეტაევა დეკემბერი და იანვარი დეკემბერში რიჟრაჟისას იყო ლხენა, ერთი წამით - დამიარა. ის ნამდვილი, სულ პირველი იყო ლხენა, წიგნებიდან იყო - არა! იანვარში რიჟრაჟისას იყო ჭირი, მთლად საათი - გაუსვლელი. ის ნამდვილი, მწარე ჭირი, სულ პირველი! (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Декабрь и январь В декабре на заре было счастье, Длилось — миг. Настоящее, первое счастье Не из книг! В январе на заре было горе, Длилось — час. Настоящее, горькое горе В первый раз!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი