მარინა ცვეტაევა - *** (,,იყავნ დღე” - და…)
მარინა ცვეტაევა - (იყავნ დღე! - და) *** “- იყავნ დღე!” - და დღემ ბურულმა, ნისლით სავსემ, ვით სუდარამ გადაფარა მკვდარი წყალი. დასცქეროდა უცხო ღიმით იგი თავზე; “- იყავნ ღამე!” - სხვა ხმამ როდი დაახანა. მიიბრუნა ფიქრიანი თვალის ჩინი, თავისსავე იგი ციურ გზას გაუყვა. შენ გიმღერი, ვინაც ღამე გააჩინე, ჩემს ღამეებს და მე მითხარ ვინაც - “იყავნ!” (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Да будет день! — и тусклый день туманный... Да будет день! — и тусклый день туманный Как саван пал над мёртвою водой. Взглянув на мир с полуулыбкой странной: — Да будет ночь! — тогда сказал другой. И отвернув задумчивые очи, Он продолжал заоблачный свой путь. Тебя пою, родоначальник ночи, Моим ночам и мне сказавший: будь.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი