ედგარ პო - სიზმარი სიზმრად
მთარგმნელისაგან: ედგარ პოს ამ უცნობილესი ლექსის, რამდენადაც შესაძლებელია, ზუსტი თარგმანი ძალზე საჭიროა მათთვის, ვინც ფრანგულ და რუსულ სიმბოლიზმსა და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებით, ქართული პოეტური კონცეპტების გენეზისსა და განვითარების დინამიკას იკვლევს. ამაზე ზუსტად - უბრალოდ, წარმოუდგენელია პოეტურ თარგმანში ამ ლექსის გადმოტანა. ყოველ შემთხვევაში, არც მე შემიძლია, სხვისიც არ მინახავს დღემდე. თუ არსებობს, იცით და მიმითითებთ, გულით გამახარებთ. ედგარ ალან პო სიზმარი სიზმრად დროა, წარბზემოთ რომ გეამბორო, გამოთხოვების რაკია ბოლო, მსურს, ვაღიარო ეს ერთი მხოლოდ: როდი ტყუოდი, როცა მითხარი, რომ ჩემი ყოფა იყო სიზმარი. და მაინც, თუკი ჩემგან გაფრინდა იმედი დღისით ან ღამით, გინდაც, ხილვაში იყო თუ ხილვის გარეთ, მცირეა, რასაც მე გავეყარე? ყოველი, რასაც ვხედავთ მღვიძარი, სიზმრად ნანახი არის სიზმარი. ვდგავარ და ვუსმენ ტალღების ღრიალს, გატანჯულ ნაპირს თავს რომ ახლიან. პეშვიდან წყალში როგორ მეცლება მე ოქროსფერი ქვიშის მარცვლები! თითებშუიდან სულ გამეპარა. ტალღამაც აღარ იბრუნა პირი, მე ვიდრე ვტირი, მე ვიდრე ვტირი! ო, ღმერთო, რა ვქნა, რარიგად მჭიდროდ მოვმუჭო ხელი, ვით შევეჭიდო, ო , ღმერთო, ტალღებს, დაუნდობარებს, რომ ეცემიან ამ არემარეს? ყოველი, რასაც ვხედავთ მღვიძარი, სიზმრად ნანახი არის სიზმარი? (თარგმანი ნინო დარბაისელისა) EDGAR ALLAN POE - A Dream Within a Dream Take this kiss upon the brow! And, in parting from you now, Thus much let me avow — You are not wrong, who deem That my days have been a dream; Yet if hope has flown away In a night, or in a day, In a vision, or in none, Is it therefore the less gone? All that we see or seem Is but a dream within a dream. I stand amid the roar Of a surf-tormented shore, And I hold within my hand Grains of the golden sand — How few! yet how they creep Through my fingers to the deep, While I weep — while I weep! O God! Can I not grasp Them with a tighter clasp? O God! can I not save One from the pitiless wave? Is all that we see or seem But a dream within a dream?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი