ფიოდორ ტიუტჩევი - შედევრების არასრული ნაკრები
მთარგმნელისაგან: ამჯერად ძებნაში ექვსი მომიგროვდა ტიუტჩევისა, მეტი უნდა მქონდეს, ალბათ გამოჩნდება მერე. ბატონმა რეზო სირაძემ შეგვაყვარა სტუდენტებს. რაკი ზომითაც, მაგრამ არა მნიშვნელობით (!) შედარებით პატარებია, ერთად ვდებ: თ. ტიუტჩევი იატაკზე დამჯდარიყო ქალი *** იატაკზე დამჯდარიყო ქალი, წინ ეყარა წერილების გროვა და ვით ნაცარს იგი სახემქრქალი, ხვეტდა ხელით და დაეტყო გლოვა. ხელთ იღებდა ნაცნობს ამ ფურცლეულს, უცნაურად დასცქეროდა თანაც, როგორც სული აცქერდება სხეულს, ძირს დაგდებულს, მძიმეს ასატანად. და რამდენი იყო ნაცხოვრები შიგ, განცდილი, დაუბრუნებელი და წუთები სიმწრით ნატარები, სიყვარულის და ხალისის მკვლელი… იქვე, უბრად მე ვიყავი მდგარი და მისული მის წინ მუხლმოყრამდი - და მე საშიშ ნაღველს დავეპყარი, ვით ჩვეული დამიპყრობდა ლანდი… 1858 г. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Тютчев Она сидела на полу… Она сидела на полу И груду писем разбирала — И, как остывшую золу, Брала их в руки и бросала — Брала знакомые листы И чудно так на них глядела — Как души смотрят с высоты На ими брошенное тело… И сколько жизни было тут, Невозвратимо пережитой — И сколько горестных минут, Любви и радости убитой… Стоял я, молча, в стороне И пасть готов был на колени, — И страшно-грустно стало мне, Как от присущей милой тени… 1858 г. თ. ტიუტჩევი *** რუსეთს გონება ვერას გაუგებს, ყველა არშინი მასთან გაცუდდა: სხვა რამ განაგებს სხვაგვარად ნაგებს - რუსეთის მხოლოდ ირწმუნო, უნდა. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Ф. И. Тютчев - Умом Россию не понять... Умом Россию не понять, Аршином общим не измерить: У ней особенная стать – В Россию можно только верить. 28 ноября 1866 თ. ტიუტჩევი Silentium დადუმდი, დაიმალე, დაიფარე გრძნობებიც, ოცნებებიც, ყველაფერი - დე, სულის სიღრმეებში ემოძრაოთ, დიან, ვით მნათობნი უხმაუროდ, კიაფობს ღამის ცაზე მათი გუნდი, იამე სახილავით - დაუდუმდი! გულმა ვით გამოთქვას თავისთავი? სხვამ როგორ გაგიგოს საკითხავი? რით ცხოვრობ, მიხვედრა შეუძლია? აზრი გამოთქმული - ტყუილია. თანწყობის ამღვრევა - გზაა მრუდი, ფიქრებით ისაზრდოე - დაუდუმდი! შენსავე არსებაში იარსებე. სულის - სამყაროსი, ანავსების იდუმალ-ჯადოსნური საფიქრალით მტერია ხმაურობა და მიმქრალი დღის სხივში გაიბნევა ფიქრთა გუნდი, უსმინე ხმიანობას - დაუდუმდი! 1829-1830 * Silentium - მდუმარება (ლათ.) (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Ф. И. Тютчев Silentium! Молчи, скрывайся и таи И чувства и мечты свои – Пускай в душевной глубине Встают и заходят оне Безмолвно, как звезды в ночи, – Любуйся ими – и молчи. Как сердцу высказать себя? Другому как понять тебя? Поймет ли он, чем ты живешь? Мысль изреченная есть ложь. Взрывая, возмутишь ключи, – Питайся ими – и молчи. Лишь жить в себе самом умей – Есть целый мир в душе твоей Таинственно-волшебных дум; Их оглушит наружный шум, Дневные разгонят лучи, – Внимай их пенью – и молчи!.. 1829-30 Silentium - Молчание (лат.) თ. ტიუტჩევი შადრევანი - - - ახედე, ზეცაში ცოცხალი ღრუბელი იკვრება, როდესაც ადის შადრევანი. რარიგად ელვარებს, იპობა ცინცხალი კვამლი და მზეში ჩანს მისი შერხევანი. სხივად აზიდული წამით აეახლა სიმაღლეს, რომელიც ნატვრად ესახება და ისევ ქცეული ალისფერ მტვრად ახლა დაეცა. ჰხვდომია მიწად დანარცხება. ო, ჭავლო მედგარო, შენ, ფიქრის მოკვდავის, ო, ჭავლო წყლისაო, გამოულეველო, რა კანონს დაფარულს მორჩილებ ნეტავი, ასე რომ გასწრაფებს, ასე რომ მძლეველობს? რა ხარბად ისწრაფვი ნიადაგ ზეცისკენ! მაგრამ ბედისწერის ხელს როგორ დაღლი და მაგ სხივს შეუპოვარს დაგიმტვრევს და ნატკენ შხეფებად გაფანტავს იგი სიმაღლიდან. 1836 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Ф. И. Тютчев - Фонтан Смотри, как облаком живым Фонтан сияющий клубится; Как пламенеет, как дробится Его на солнце влажный дым. Лучом поднявшись к небу, он Коснулся высоты заветной – И снова пылью огнецветной Ниспасть на землю осужден. О смертной мысли водомет, О водомет неистощимый! Какой закон непостижимый Тебя стремит, тебя мятет? Как жадно к небу рвешься ты!.. Но длань незримо-роковая Твой луч упорный, преломляя, Свергает в брызгах с высоты. 1837 . თ. ტიუტჩევი რად დაგიხრია *** რად დაგიხრია წყალთა ზედა ძეწნავ ეგ თავი. ფოთოლთა ხარბად მოკანკალეთა, შესმა ნაკადთა მოკამკამეთა უნდათ ნეტავი?.. ხომ იტანჯება, ხომ თრთოლვარებს ფოთლები შენი, ნაკადი მაინც გარბის, მჩქეფარებს... მზეში ნეტარებს და ისვრის ალებს დაგცინის მშვენი... (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Ф. И. Тютчев. «Что ты клонишь над водами...» Что́ ты клонишь над водами, Ива, ма́кушку свою И дрожащими листами, Словно жадными устами, Ловишь беглую струю?.. Хоть томится, хоть трепещет Каждый лист твой над струей... Но струя бежит и плещет, И, на солнце нежась, блещет, И смеется над тобой... #თარგმანები თ. ტიუტჩევი *** განა ტყუილად ავობს ზამთარი. მისი დრო მიდის, იცის ამდენი. გაზაფხულია სარკმელს მომდგარი, ზამთარს ეზოდან მალე განდევნის. და აწრიალდა ყველა, ეგების მიხვდეს ზამთარი, მოშორდეს უნდა და უკვე ისმის, ცად ბეღურების გუნდი რარიგად აჟრიამულდა. ზამთარი ფაფხურს არ იშლის ისევ და გაზაფხულის კილვას უნდება, გაზაფხული კი ლაღად კისკისებს და კიდევ უფრო ახმაურდება. , კუდიანს რისხვა ტოვებს აღარა და გაქცევისას თოვლი ფხვიერი მოხვეტა, უცებ შემოაყარა, რომ გაეყინა ყრმა მშვენიერი... გაზაფხულს დარდიც არა აქვს ახლა. მტრის თოვლით პირი იბანა ნაზი და კიდევ უფრო ღაჟღაჟა გახდა, უფრო დამშვენდა ზამთრის ჯინაზე. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Ф. И. Тютчев «Зима недаром злится...» Зима недаром злится, Прошла её пора – Весна в окно стучится И гонит со двора. И всё засуетилось, Всё нудит Зиму вон – И жаворонки в небе Уж подняли трезвон. Зима еще хлопочет И на Весну ворчит. Та ей в глаза хохочет И пуще лишь шумит... Взбесилась ведьма злая И, снегу захватя, Пустила, убегая, В прекрасное дитя... Весне и горя мало: Умылася в снегу И лишь румяней стала Наперекор врагу.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი