ალექსანდრ ბლოკი - ნაკრები (არის წუთები, დღენიადაგ ბნელ ტაძრებში,
ალექსანდრ ბლოკი *** (არის წუთები) ნინო დარბაისელის თარგმანი ალექსანდრ ბლოკი * * * არის წუთები, როცა ქუხილი საბედისწერო ვერ შეგაშინებს, თუ ვინმემ მხარზე დაგადო ხელი, თუ შემოგხედა ნათლად მაშინვე... და ბნელ უფსკრულში ჩაიმარხება ყოფითი დარდი უეცრად ყველა. უფსკრულს სიჩუმის შვიდფერ სახებად შემოადგება ზედ ცისარტყელა... და ჰანგი ნორჩი, იდუმალ არის მდუმარებაში მშვიდად მდინარი შეარხევს სიმებს, ყოფით მძინარეს, ჟღერს დაძაბული სული, ვით ქნარი... (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Александр Блок *** Есть минуты, когда не тревожит Роковая нас жизни гроза. Кто-то на́ плечи руки положит, Кто-то ясно заглянет в глаза… И мгновенно житейское канет, Словно в тёмную пропасть без дна. И над пропастью медленно встанет Семицветной дугой тишина… И напев заглушённый и юный В затаённой затронет тиши Усыплённые жизнию струны Напряженной, как арфа, души… Июль 1912 ალექსანდრ ბლოკი - ”დღენიადაგ ძველ ტაძრებში დავალ” დღენიადაგ ბნელ ტაძრებში დავალ, ჩვეულ წესებს აღვასრულებ მწირებს. მომალანდებს ჩემს მშვენიერ დამას ლამპადები წითლად მოციმციმე. მე მაღალი კოლონების ჩრდილში, მაცახცახებს, როს ჭრიალებს კარი. ცისკროვანი მიცქერს, მიპყრობს შიში ოდენ ხატის, ჩემი ნასიზმრალის. ო, სამოსი რარიგ ნაცნობია ამ დიდებულ მარადიულ ქალის! კარნიზებზე მაღლა- მაღლა რბიან ღიმი, ზღაპარ-ზმანებანი მქრქალი. ო, წმიდაო, სანთლის მოალერსის შუქმა სახე ლხენით გაგიჯერა! ხმა და სუნთქვა შენი მე არ მესმის, თუმც, ძვირფასო, ეს - შენა ხარ, მჯერა! 25 ოქტომბერი 1902 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Александр Блок - Вхожу я в темные храмы Вхожу я в темные храмы, Совершаю бедный обряд. Там жду я Прекрасной Дамы В мерцаньи красных лампад. В тени у высокой колонны Дрожу от скрипа дверей. А в лицо мне глядит, озаренный, Только образ, лишь сон о Ней. О, я привык к этим ризам Величавой Вечной Жены! Высоко бегут по карнизам Улыбки, сказки и сны. О, Святая, как ласковы свечи, Как отрадны Твои черты! Мне не слышны ни вздохи, ни речи, Но я верю: Милая - Ты. ალექსანდრ ბლოკი ,, გარბიან დღეული ჩრდილები, მოღალატეები” გარბიან დღეული ჩრდილები მოღალატეები. ხმამაღლა, მკაფოდ აჟღერდნენ სამრეკლოს ზარები. გაცისკროვნებულა ტაძარში უკვე კიბეები, ცოცხლობს საფეხურიც, ოცნებით, რომ მიეკარები. აქ შენ ჩამოივლი, ცივ ქვას შეეხები მოსილი შემაშინებელი სიწმიდით, საუკუნოვანით, ალბათ, გაზაფხულის ჩამოგივარდება ყვავილი, აქ, სადაც ნისლშია მკაცრი ხატებების სავანე. ვარდისფერ აჩრდილთა დიდდება ხმები ბუნდოვანი და ჟღერს სამრეკლოდან ზარის ხმა, მკაფიო, ცხოველი, ძველ საფეხურებზეც თანდათან ნისლმა დაივანა, გაცისკროვნებული - უკვე შენს ნაბიჯებს მოველი! (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Александр Блок - Бегут неверные дневные тени Бегут неверные дневные тени. Высок и внятен колокольный зов. Озарены церковные ступени, Их камень жив - и ждет твоих шагов. Ты здесь пройдешь, холодный камень тронешь, Одетый страшной святостью веков, И, может быть, цветок весны уронишь Здесь, в этой мгле, у строгих образов. Растут невнятно розовые тени, Высок и внятен колокольный зов, Ложится мгла на старые ступени.... Я озарен - я жду твоих шагов. 4 января 1902 რესტორანში - ალ. ბლოკი მთარგმნელისაგან: ბლოკის ეს ლექსი სიმბოლიზმის პრობლემატიკაზე მოფიქრალი და მომუშავე ქართველი მკვლევარებისთვის კონცეპტუალურად, უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვეცადე, თითქმის ბწკარედული სიზუსტით გადმომეცა იგი თარგმანში, რომ ქართულად ციტირებისთვის გამოსდგომოდათ. ჯერ საერთოდ მიმაჩნია, რომ თარგმანისას გადმოტანის სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა აქვს, ბლოკთან კი ეს - გადამწყვეტია, რადგან ნიუანსების პოეტია. ამ ნიუანსებს დაუკარგავ ან თუნდაც მოაკლებ და ხელში თავისთავად უზარმაზარი პოეტი - პუშკინი შეგრჩება, ბლოკისთვის კი ეს წინარე საფეხურია, წინამორბედია და (ბოდიში, რუსული შრიფტი არა მაქვს ამწუთას) გამოვა “ ია პომნიუ ჩუდნოე მგნავენიე” “აი და, ნეტა ის ხმები!” - შევურჩიე იმ მომენტს, სადაც ბლოკი ბოშური სიმღერებისთვის დამახასიათებელ რეფრენულ შორისდებულს იყენებს რითმად. ალექსანდრ ბლოკი რესტორანში ვერასოდეს დავივიწყებ (ნეტა იყო თუ არა ის საღამო), რომ მოედო ცეცხლისფერი ცისკარი და ფერმკრთალი ზეცა შეხსნა, მწველად გადაუარა და კვლავ ჩანდა დაბლა ყვითლად არაერთი - ფანარი. მე ვიჯექი ფანჯარასთან ავსებული დარბაზის, სად მღეროდნენ სიყვარულზე ვიოლინოს ხემები. გამოვგზავნე შავი ვარდი მე ბოკალით ლამაზით, ოქროსფერით, ზეცისფერით, აი, და, ნეტა ის ხმები! შენ შეხედე. დავიჭირე მზერა ბასრი, შემკრთალი, მზერა შენი ქედმაღლური და მას ვეცი თაყვანი. შენს კავალერს, მკვეთრად მესმა, როგორ წყნარად უთხარი: “ესეც შეყვარებულია”, თუმცა იდგა ყაყანი. და იმწუთას საპასუხოდ ახმიანდნენ სიმები, ჟღერდნენ გრძნობამორეული ვიოლინოს ხემები. ჩემთან გგრძნობდი, ჭაბუკური გმობით განაწამებით, კიდევ - ოდნავ შესამჩნევად მოკანკალე ხელებით. აფართხალდი დამფრთხალ ჩიტად, გაჭრა გსურდა შენ მაშინ. შენ მსუბუქად, ვით სიზმარმა ჩემმა ჩამოიარე და სუნამოს სუნი დადგა, წამწამების თვლემაში, მომესმოდა შორეული აბრეშუმის შრიალი. სარკეების სიღრმეები შენს მზერებს ირეკლავდა და შორიდან მიყვიროდი- “დაიჭერე ესო!” და მძივთა აცმა ყელზე ხტოდა, ბოშა ქალი ცეკვავდა და განთიადს სიყვარულით დამწვარი შეჰკვნესოდა. 1910 г. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Александр Блок В РЕСТОРАНЕ Никогда не забуду (он был, или не был, Этот вечер): пожаром зари Сожжено и раздвинуто бледное небо, И на желтой заре — фонари. Я сидел у окна в переполненном зале. Где-то пели смычки о любви. Я послал тебе черную розу в бокале Золотого, как небо, Аи. Ты взглянула. Я встретил смущенно и дерзко Взор надменный и отдал поклон. Обратясь к кавалеру, намеренно резко Ты сказала: «И этот влюблен». И сейчас же в ответ что-то грянули струны, Исступленно запели смычки... Но была ты со мной всем презрением юным, Чуть заметным дрожаньем руки... Ты рванулась движеньем испуганной птицы, Ты прошла, словно сон мой легка... И вздохнули духи, задремали ресницы, Зашептались тревожно шелка. Но из глуби зеркал ты мне взоры бросала И, бросая, кричала: «Лови!..» А монисто бренчало, цыганка плясала И визжала заре о любви.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი