ანა ახმატოვა - მოდილიანი


მოლურჯოა პარიზული ნისლი
(ა. ახმატოვა და ა. მოდილიანი)

მთარგმნელისაგან

  როგორც ანა ახმატოვა გვიამბობს, ის და  ამადეო მოდილიანი პირველად პარიზში, კაფე “როტონდაში” შეხვდნენ ერთმანეთს, 1910 წელს.
    ანამ შეხედა და  გაიფიქრა, რა საინტერესო ებრაელი ჩანსო.  იგი ინტუიციის წყალობით, თითქმის  მიუახლოვდა რეალობას, მოდილიანი - იტალიელი წარმოშობის მხატვრად  კი იყო იქაურებში ცნობილი, მაგრამ წინაპრები ნამდვილად ებრაელები ჰყავდნენ.
    ეს იყო ერთი ემოციური, გაუწონასწორებელი,  ღატაკი , იტალიიდან ჩამოსული მხატვარი, რომელსაც არავინ იცნობდა ახლობლების მეტი, სულ საჩხუბრად იწევდა და შარში ხვევდა  იმ ახლობლებსაც.
1910 წელი იდგა, ანა ახლადშერთულ  ნიკალაი გუმილიოვთან  ერთად საქორწინო მოგზაურობას ატარებდა პარიზში.
  ამადეო  “როტონდელ” ქალებთან ფამილიარულ მოპყრობას მიჩვეული იყო,
პირველი უკმაყოფილება გუმილიოვს მაშინ დაეტყო, მის ცოლსაც ასე რომ მიმართა მოდილიანმა, თუმცა  იმჯერად ხმამაღლა არაფერი უთქვამს.
    მერე რაღაც გადაულაპარაკა რუსულად ანას. ცოტა ხანში კიდევ დაუწყო რუსულად ლაპარაკი და მოდილიანმა ამის გამო ყველას გასაგონად შენიშვნა მისცა.
    სიტუაცია დაიძაბა, საერთო ახლობლებმა სკანდალი განმუხტეს, ანა კი  მეორე დღიდან  უკვე მოდილიანის დიდი,  შავი ქოლგის ქვეშ შეფარებული დასეირნობდა წყვილად, პარიზის წვიმიან  ქუჩებში.
  მაშინ  მოდილიანს, რომელსაც ხვალეზე ფიქრი არ უყვარდა,  ჯერ ერთი ტილოც არ ჰქონდა  გაყიდული და ვალებში იხრჩობოდა, არც ანას იცნობდნენ ჯერ რუსეთში, როგორც პოეტს,  “რუს საფოს”,  როგორც შემდგომ შეარქვეს.
    ერთი მხრით, მოდილიანის ბიოგრაფები,  მეორე მხრით ა. ახმატოვა დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მათს შორის იმ დროს მეგობრობის მეტი,  არაფერი ყოფილა.
  მოდილიანი ეგვიპტური თემატიკით იყო გატაცებული და შავგვრემანი ანა, არწივისებური  ცხვირით -  კარგად ერგებოდა ეგვიპტელი ქალის მისეულ წარმოსახვას.
    ანას  ნიკალაი გუმილიოვთან ოჯახი ვერ აეწყო,  მალე გაშორდნენ კიდეც.
    1911 წელს, ზაფხულში  იგი ამჯერად მარტო ჩადის პარიზში და მოდილიანი  მის არაერთ ჩანახატს აკეთებს, ფიქრობს მარმარილოს ქანდაკებაზეც,  ხელოვნებათმცოდნენი ამბობენ,  რომ ესეც კარგად გამოუდიოდა.
(ჰიპოთეზის დონეზე -  მისი ერთი ქანდაკების პირველსახე - ანა ახმატოვაა)
    იგი ანას ჩუქნის ოცამდე  მის პორტრეტულ ჩანახატს, რომელიც  ქალს ამდენ გადასვლა-გადმოსვლაში  სადღაც გაებნევა და ერღი-ღა შემორჩება სიბერემდე.
    ბიოგრაფები, რომელთაც  ქალ-კაცური ურთიერთობების რომანტიზაცია იზიდავთ, აღნიშნავენ, რომ ეს იყო ორი გენიოსის შეხვედრა და სწორედ ორივეს გენიალობა იყო  მთავარი მიზეზი, რომ მათ შორის სასიყვარულო კავშირი არ შედგა თუ არ გაღრმავდა.
    ერთი წლის მერე ჩასულ რუს  ქალ პოეტს პარიზში  დაუხვდა ტუბერკულიოზით განუკურნებლად სნეული,  მოტეხილი, გამხდარი, ჩამქრალი, ღატაკი  კაცი, ნაცვლად შარშანდელი, სიცოცხლით დაუოკებელი, ხმაურიანი  იტალიელისა, თვალებიდან  სულ ნაპერწკლები რომ ცვიოდა.
  თუმცა ასე დაავადებულმა მოდილიანმა იმის მერე თითქმის ათი წელი გასძლო ცოცხლად.  ანა კი აღარ ჩასულა პარიზში სიბერემდე.
    წერილები?
    მოდილიანის წერილები ანასადმი ხომ მისი სიყვარულის მრავლისმეტყველი ფაქტიაო.
    დავიწყოთ იმით, რომ  თითქოსდა 1910 წლის ზამთარში მოდილიანის მიერ მასთან ლამის ყოველდღიურად გაგზავნილი ამ წერილების შესახებ ვიცით ერთადერთი პირველწყაროდან - თვითონ ანა ახმატოვას  ესსედან. “თქვენ  წარღვნასავით დამატყდით თავზეო”  - იქნებ სიტყვიერად კიდეც უთხრა კაცმა, მაგრამ  ცნობილია, რომ მოდილიანი წერას ვერ იტანდა. საკუთარ დედასაც კი უბოდიშებდა, ხომ იცი,  მე და წერა- ვერ ვრიგდებითო.
  და მაინც, ხელთაც  კი რომ გვქონდეს ორიგინალები,  რომელიც პოეტესას სიტყვებით, მას სადღაც დაეკარგა, აქ,  ისე როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში,  აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ -
    სასიყვარულო წერილი - ეს არის ჟანრი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და აქვს თავისი სტრუქტურული ჩარჩო, ასევე კლიშეები, რომელიც ჩვეულებრივ,  სასიყვარულო წერილებში გამოიყენება. არ შეიძლება,  ისინი  ინდივიდუალური მნიშვნელობით გავიაზროთ, მათი,  როგორც წყაროს გამოყენება დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. ამაზე ადრეც გვისაუბრია.
  მკვლევართა ერთი, სერიოზული ნაწილი (მაგ. ალა მარჩენკო)  არცთუ უსაფუძვლო ეჭვსაც გამოთქვამს, რომ ასეთი წერილები არათუ არ შემორჩენილა, როგორც ფაქტი, არამედ არც არასოდეს არსებულა და საერთოდაც, ხანდაზმული ანას ფიქციაა.
    ანა ახმატოვას მემორიალურ ესსეში მოხმობილი წლები (1910 -1911) კი მოდილიანისთვის -  ცნობილ პოეტ ბეატრის ჰასტინგისადმი  მხურვალე სიყვარულის ხანაა.
    მესამე მიქცევა მოდელიანისაკენ ანა ახმატოვას ორმოცდაათიანი წლების მიწურულიდან ეწყება.
ეს არის ხანდაზმულობაში -  ადრეული  წარსულის პოეტური რეპროდუცირების  პერიოდი,  თავისებური რესენტიმენტი,   
    1964 წელს, მომხდარიდან ნახევარი საუკუნის მერე. (იტალიურად - ვიგორელის მიერ თარგმნილი),  გამოდის მისი მოგონებანი პარიზსა და მოდილიანზე.
  ლექსი, რომლის თარგმანსაც დღეს გთავაზობთ, იმ პერიოდს მიეკუთვნება.
  მანამდე კი, დასასრულ, კიდევ ერთხელ, გავიმეორებ აზრს, რომელსაც ვიზიარებ:
    ამ პოეტურ  სასიყვარულო ისტორიაში პოეტი ქალის ფანტაზია მეტია, ვიდრე რეალობა.

ანა ახმატოვა

მოდილიანი

***
მოლურჯოა  პარიზული  ნისლი,
მოდილიანს ვხედავ ძველებურად,
კვალში მიდგას,  დევნას არ დაიშლის,
თვისება აქვს სამწუხარო - მუდამ
სიზმარს მირევს, ცხადი დამიბრუნდა.
უნდა  ისევ ძველებურად ვევნო,
თუმც  თავისი ეგვიპტელი - ვეღარ გამიმეტა.
რას აჟღერებს შარმანკაზე  ბერიკაცი  ნეტა?
ძირს - პარიზის გუგუნია ძველი,
ზღვა გუგუნებს თითქოს მიწისქვეშა.
მანაც ბევრი ჭირი, სიუხეშე,
სირცხვილი და  ხვრიპა განსაცდელი.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

А.А.Ахматова

Модилиани

***

В синеватом Париж тумане,
И наверно, опять Модильяни
Незаметно бродит за мной.
У него печальное свойство
Даже в сон мой вносить расстройство
И быть многих бедствий виной.
Но он мне - своей Египтянке...
Что играет старик на шарманке?
А под ней весь парижский гул.
Словно гул подземного моря, -
Этот тоже довольно горя
И стыда и лиха хлебнул.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი