მარინა ცვეტაევა - ბორის პასტერნაკს
მარინა ცვეტაევა ბორის პასტერნაკს გა-მანძილებანი: ვერსტები, მილები… გა-დაგვდგეს, გა-დაგვრგეს, რომ გვყონ მორჩილები. ქვეყნის ორ კიდეში ცალ-ცალკე გა- გვრიყეს. გა-მანძილებანი: ვერსტები, სივრცენი, გა-გვაკრეს, ჯვარს გვაცვეს, ორ ხელად გაგვშალეს, ჯვარცმულნი. ნადნობნი ვიყავით, არ ესმათ მათაც ეს, შთაგონებულები და მყესებმტკიცენი. ვერ გა-გვანაგავეს - გა-გვყარეს მფიცენი, გა-გვფურცლეს - კედელი, თხრილები ცივები. ცალკე დაგვასახლეს, როგორც არწივები შეთქმულნი: ვერსტები, სივრცენი. ვერ გაგვანადგურეს - გვფანტეს გულმტკიცენი, შორეულ ქოხმახთა გავხდით ახლობლები, შეგვტენეს, თითქოსდა ვიყავით ობლები. ნეტა რა რიცხვია, რომელი მარტი?! ვართ გატეხილები, ვით დასტა კარტი! (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Б. Пастернаку Рас-стояние: версты, мили… Нас рас-ставили, рас-садили, Чтобы тихо себя вели По двум разным концам земли. Рас-стояние: версты, дали… Нас расклеили, распаяли, В две руки развели, распяв, И не знали, что это — сплав Вдохновений и сухожилий… Не рассорили — рассорили, Расслоили… Стена да ров. Расселили нас как орлов- Заговорщиков: версты, дали… Не расстроили — растеряли. По трущобам земных широт Рассовали нас как сирот. Который уж, ну который — март?! Разбили нас — как колоду карт!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი