ანა ახმატოვა - პოეზიის დედოფლის მდაბიური დასაწყისი


პოეზიის დედოფლის “მდაბიური” დასაწყისი ანუ ხალხური მოტივები ახმატოვას ლირიკაში

მთარგმნელისაგან:
წეღან რაკი ა. ახმატოვას შემოქმედების ხალხური მოტივებით  დავინტერესდით, ეს ლექსი გამახსენდა.
იგი  1911 წელსაა შექმნილი. ნარატიული ჩარჩო ასეთია: საყვარლის მომლოდინე ცოლს ქმარი სცემს ქამრით,  მთელი ღამის ნალოდინევი საყვარელი კი არ მოდის.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ  ამ საყვარელში ამადეო მოდილიანი იგულისხმება, რაკი ახლადდაქორწინებული წყვილის პარიზული თაფლობის მწარე პერიოდშია შექმნილი.
ქმარს - ნ. გუმილიოვს  მართლაც არ მოსწონდა ეს ლექსი და არა იმიტომ, რომ მასში რამე რეალია ეგულებოდა, მან ხომ თავიდანვე აბსოლუტური თავისუფლება მისცა ანას და მაშინდელი ფულით 2000 მანეთი(!)  ბანკის ანგარიშზეც დაუდო, რომ თავისი სურვილით ეხარჯა.
    გუმილიოვი -  მაინც აკმეურ ესთეტად რჩებოდა და  როგორც პოეტს,  არ მოსწონდა ქალის მდაბიური იმიჯი, რომელსაც  ავტორთან გაიგივებული ლექსის ლირიკული გმირი იფერებდა.
  დიახ, ასე  “ მდაბიურად”იწყებოდა  პოეზიის დედოფლად აღიარებული ანა ახმატოვა!

ანა ახმატოვა

ქმარი ჭრელი ქამრით მცემდა

***
ქმარი ჭრელი ქამრით მცემდა,
ორად  მოკეცილით,
ღია ფანჯრით გელი შენ და
ცეცხლთან, დამძლევს ძილი.

თენდება და სამჭედლოდან
კვამლი იწვერება.
ეჰ, ტყვეს შენი რომ მცოდნოდა
მოსვლის  ვერშეძლება!

შენთვის მწარე დავითმინე,
მწარე  ვირგე ხვედრი.
მე მარჩიე ქერა ვინმე?
ჟღალთან წამიხვედი?

კვნესავ, ჩუმად, ესეც  ყოფა!
ბნელ გულს სვეა მყრალი,
წვრილსხივში ჩანს, არ ეტყობა
ლოგინს სრესის კვალი.

А. Ахматова

Муж хлестал меня узорчатым

Муж хлестал меня узорчатым,
Вдвое сложенным ремнем.
Для тебя в окошке створчатом
Я всю ночь сижу с огнем...

Рассветает. И над кузницей
Подымается дымок.
Ах, со мной, печальной узницей,
Ты опять побыть не мог...

Для тебя я долю хмурую,
Долю-муку приняла.
Или любишь белокурую,
Или рыжая мила?

Как мне скрыть вас, стоны звонкие!
В сердце темный, душный хмель,
А лучи ложатся тонкие
На несмятую постель.

1911


#თარგმანები

მთარგმნელისაგან:

    ესეც  - ანა ახმატოვაა. ხალხური პოეზიითა და მისი კილოებით გატაცება იმდროინდელი  პოეზიისთვისაც ხომ  დამახასიათებელი იყო და მასზე ადრე, ცნობილია, რომ  მუსიკამ დაიწყო ხალხურ მოტივთა ,,გაკლასიკურება”.
    ა. ახმატოვას  ცოტა როდი აქვს ნასესხები ხალხური მოტივებიდან.
  ადრე, ი. ბროდსკიზე, როგორც ანა უწოდებდა -  ,, მოი რიჟიზე”  საუბრისას,  განვიხილეთ მისი ერთი ლექსი, რომელიც ანას ალუზიაა, თავის მხრით კი ანა იმ ლექსში  - ხალხური სიტყვიერებით საზრდოობს.(  ჭაში ჩაგდებულ ბეჭედზე იყო,  მერე რომანსადაც იმღერებოდა რაღაც ფილმში, ახლა ზეპირად აღარ მახსოვს)
    თარგმანს ზომად კი  ანასავით მოკლე საზომი - ქართული ხალხური შაირი შევურჩიე, მაგრამ  ხალხური სტილიზაციის მხრივ,  გადაჭარბებისაგან მაინც თავი შევიკავე,  მთლად ფშავ- ხევსურულ კილოზე აღარ ,,გადავთქვი” ამ მხრივ ცოტა მოუქლიბავი”  ლიტერატურული მომენტები დავტოვე.

ანა ახმატოვა

ბოლოს ქარ- ყინვა გამოვლილს

ბოლოს ქარ-ყინვა  გამოვლილს
მეამა ცეცხლთან გათბობა,
გულს ვერ მივხედე, გამოდის,
ქურდისთვის მიწევს დათმობა.

ახალწლის დროა, უხვი და
სველია ვარდთა ღერები,
მკერდში გამიქრა ძველ ხმიდან
ჭრიჭინის ანამღერები.

გეში არ დამიძაბუნდა,
თვალებით ცნობას რა უნდა,
ეჰ, თუ ჩქარ-ჩქარა გაბრუნდა,
თვით  დამიბრუნებს ნაქურდალს!

1914 г.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова

После ветра и мороза было

После ветра и мороза было
Любо мне погреться у огня.
Там за сердцем я не уследила,
И его украли у меня.

Новогодний праздник длится пышно,
Влажны стебли новогодних роз,
А в груди моей уже не слышно
Трепетания стрекоз.

Ах! не трудно угадать мне вора,
Я его узнала по глазам.
Только страшно так, что скоро, скоро
Он вернет свою добычу сам.

1914 г.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი