მარინა ცვეტაევა - მზე ერთადერთია


მარინა ცვეტაევა

მზე ერთადერთია

მზე - ერთადერთია, ყველგან  კი ელიან ქალაქ-მოედნები.
მზე - მარტო ჩემია.  იცოდეთ, არავის დავუთმობ  მე ნებით.

არც ერთი საათით, არც სხივით,  არც მზერით - არავის -
- არასდროს.
დაე,  ქალაქები ღამემ უსასრულომ უმისოდ დააზროს!

ხელში დავიკავებ,
რომ ვეღარ გაბედოს  ჩვეული ტრიალი,
დაე, ეს ხელები, ტუჩები, ეს გული დამეწვას ბრიალით.

ღამეში მარადში თუ დამეკარგება - კვალს დავედევნები.
მზევ,  მარტო ჩემი ხარ,  იცოდე, არ დაგთმობ მე ნებით!

1919 г.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)



Марина Цветаева
Солнце - одно
***
Солнце — одно, а шагает по всем городам.
Солнце — мое. Я его никому не отдам.

Ни на час, ни на луч, ни на взгляд. — Никому. — Никогда.
Пусть погибают в бессменной ночи города!

В руки возьму! Чтоб не смело вертеться в кругу!
Пусть себе руки, и губы, и сердце сожгу!

В вечную ночь пропадет — погонюсь по следам…
Солнце мое! Я тебя никому не отдам!

1919 г.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი