მარინა ცვეტაევა - დოლი
მარინა ცვეტაევა - დოლი *** მაისია. აკვანში კი ჩვილი ტირის! თავად ვიყო ამაყ ყელზე ყულფის მნდომი? მრთველს - სართავი, მწყემს ქალს სტვირი, მე კი - დოლი! ქალის ხვედრი არ მიტაცებს: მოწყენაა ძნელი - ტკივილს ანაყოლის.. მჩუქნის ძალას და პატივით აღმიტაცებს ჩემი დოლი. მზე ამოდის, ყვავილობენ ირგვლივ ხენი, რა ქვეყნები უნახავი, ბოლო- ბოლო! ყველა დარდი მოსპე წამში, ცვალე ლხენით, დასცხე დოლო! უნდა იყო შენ მედოლე! წინ გამძღოლი! სხვა ყოველი - ტყუილია მონაყოლი! გულთა, გზათა პყრობას სხვა რა აიოლებს, როგორც დოლი? (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева - Барабан В майское утро качать колыбель? Гордую шею в аркан? Пленнице – прялка, пастушке – свирель, Мне – барабан. Женская доля меня не влечет: Скуки боюсь, а не ран! Все мне дарует, – и власть и почет Мой барабан. Солнышко встало, деревья в цвету… Сколько невиданных стран! Всякую грусть убивай на лету, Бей, барабан! Быть барабанщиком! Всех впереди! Все остальное – обман! Что покоряет сердца на пути, Как барабан?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი